Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

duluzaurebis kvirias eklesia
(ganviT. Sua ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

კვირიას ეკლესია, ოთხკუთხა კოშკი, ზურგიანი კოშკი, საცხოვრებელი ნაგებობის ნაშთი და გალავანი.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

დულუზაურების კვირიას ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ერწო–თიანეთში,  დაბა თიანეთის ჩრდილოეთით 6 კმ–ში მდებარე სოფელ დულუზაურების სამხრეთ განაპირას, მთის კლდოვან ფერდობზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

eklesiis aRmosavleTi fasadi

ა) კვირიას ეკლესია დარბაზულია (9,3X5,1 მ), დგას კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის შირიმის ქვით. წყობის უმეტესი ნაწილი მოზრდილი ზომის, სუფთად დამუშავებული სწორკუთხა ქვებითაა ამოყვანილი. ქვების ნაწილი წვრილია (შემთხვევითი ფორმისა), რის გამოც ფასადებზე წყობის რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივაა დაცული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, განივი ფასადების ზედა ნაწილები და ლავგარდანი, ჩამოცვენილია საპირე წყობის ნაწილი. ძეგლს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, 1,5 მ სიმაღლეზე, მიწა აქვს მიყრილი. შესასვლელი ორია, ერთი სამხრეთიდანაა, მეორე - დასავლეთიდან (დასავლეთისა მოგვიანებითაა გაჭრილი). დასავლეთის კარი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული, სამხრეთისა (ამჟამად ამოშენებულია) შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან-თაღოვანი. აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე გაჭრილია ფართო თაღოვანი სარკმელი. რომელიც გარეთკენ მკვეთრად ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო ვიწრო და მაღალი, ზემოთკენ შევიწროებული თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვემოთ კედელზე მიდგმულია ტრაპეზი. ერთი თაღოვანი სარკმელი სამხრეთ კედელშია, შესასვლელის ზემოთ. იგი იმდენად მაღლაა, რომ მისი თაღი კამარის მრუდშია მოქცეული. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. კონქის ნახევარწრიული თაღი მაღალ, თაროსებრი ფორმის გლუვ იმპოსტებს ეყრდნობა. ცილინდრული კამარით გადახურული დარბაზის სივრცე ერთიანია, დაუნაწევრებელი. ეკლესიისთვის სამხრეთიდან და დასავლეთიდან მოგვიანებით გეგმით სწორკუთხა კარიბჭეები მიუშენებიათ. ორივე მათგანი ნატეხი ქვების ირეგულარული წყობითაა ნაშენი. სამხრეთის კარიბჭე ეკლესიაზე რამდენადმე მოკლეა (5,8X3,8 მ); მისი დასავლეთის კედელი ეკლესიის დასავლეთ კედელთან ერთ ხაზზე მდებარეობს და ეკლესიის სამხრეთ Fფასადის თითქმის ორ მესამედს ფარავს. დასავლეთის კარიბჭე (5,1X4 მ) კი ეკლესიის დასავლეთ კედელს მთელ სიგრძეზე ეკვრის. სამხრეთის კარიბჭე შემაღლებული პროპორციებისაა, გადახურულია ფორმის კამარით, რომლის ღერძი ეკლესიის სამხრეთ კედლის პერპენდიკულარულია. კამარა ეყრდნობა ორ საბჯენ თაღს. მათგან ერთი ეკლესიის სამხრეთ კედელზეა მიშენებული. ორივე თაღის ქუსლებთან გამოყოფილია შირიმის იმპოსტები, რომელთა პროფილს ორი ლილვი და მათ შორის მოქცეული ვიწრო სიბრტყე შეადგენს. კარიბჭე აღმოსავლეთით დასრულებულია მცირე სიღრმის, გეგმით ბრტყელი თაღის ფორმის აფსიდით, რომლის თაღის ნაწილი კამარის მრუდშია მოქცეული. აფსიდის ღერძზე მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. კარიბჭის სივრცე სამხრეთითა და დასავლეთით თითო ფართო თაღითაა გახსნილი. მ. შ. სამხრეთისა შიგნით და გარედან ორსაფეხურიანია. ღიობის გარეთა თაღი დაყრდნობილია შირიმის იმპოსტებზე, რომელთა პროფილი საბჯენი თაღების იმპოსტების ანალოგიურია. დასავლეთის კარიბჭეც კამაროვანია, კამარა აქაც ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა, რომელთაგანაც ერთი ეკლესიის დასავლეთ კედელზეა მიშენებული. ნაგებობის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო ფართო თაღოვანი ღიობია. მათგან დასავლეთისა მოგვიანებით ამოუშენებიათ და მცირე ზომის სწორკუთხა კარი მოუწყვიათ. ორივე კარიბჭე გარედან კრამიტის ორფერდა სახურავით იყო გადახურული. ეკლესიისა და კარიბჭის კედლები გარედან სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. ეკლესიის გრძივ ფასადებს შირიმის პროფილირებული ლავგარდნის (თარო და ოდნავ შეზნექილი მრუდი ზედაპირი) რამდენიმე ქვა შემორჩა. ეკლესიის გარშემო კირქვის მოზრდილი ქვებით ნაგები რამდენიმე აკლდამაა.   

ბ) სწორკუთხა   კოშკი  დგას კომპლექსის ტერიტორიის სამხრეთ განაპირას, ეკლესიიდან დაახლოებით 40 მ მანძილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. იგი გეგმით კვადრატულია (7,9X7,9 მ). ნაგებია ქვითა და რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია; შემორჩენილია სამი სართული. შესასვლელი, რ-ისგანაც წირთხლების ქვედა ნაწილებადაა დარჩენილი, III სართულზეა, ეზოს მხარეს. კოშკის I სართული ყრუა და სანახევროდ მიწითა და კედლების ნანგრევებით ამოვსებული. UII სართული სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. III სართულზე კი, ექვსი ქვემოთ დახრილი სათოფურია – სამი სამხრეთით, ორი – აღმოსავლეთით, ერთიც დასავლეთით. კედლის სამხრეთ კიდეში. კოშკის სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია, კედლებზე შემორჩენილია სართულშუა გადახურვის საყრდენი ხის ძელების ბუდეები. გარედან კოშკი ზემოთ ოდნავ ვიწროვდება.
გ) ზურგიანი   კოშკი  დგას ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით, 50-60 მ-ზე ნაგებია ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ ზურგის (ჩრდილოეთის) ნაწილი ორსართულნახევრის სიმაღლეზე (სიმაღლე 8 მ). კოშკი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან კონტრფოსებით ყოფილა გამაგრებული.
ეზოს შუა ნაწილი ნანგრევებია ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა (9,2X6,3 მ) ნაგებობისა, რომლის ერთ-ერთ (სამხრეთის) კედელში შეისრულთაღოვანი შესასვლელია გაჭრილი.

დ) გალავანი ტეხილი ფორმისაა, შემოსაზღვრავს დაახლოებით 0,7-0,8 ჰა ფართობს, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანადაა დანგრეული, შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები. გალავნის გარეთ ჩრდილოეთით, აღმოჩნდა წყალსადენის ტრასა.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

დულუზაურების კვირიას ეკლესიის კომპლექსი თიანეთისა და ფშავ–ხევსურეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ2, 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016