საკალანდარიშვილოს ციხე
(IV-VII სს)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
პირველი გალავანი, მეორე გალავანი, კოშკი და თხრილი.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
საკალანდარიშვილოს ციხე მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სენაკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, საკალანდარიშვილოს უბნის სიახლოვეს, მაღალ მთაზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ქალაქ სენაკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთაზე დგას ციხე, რომელსაც სახელი არა აქვს. მის ახლოს მოსახლეობა არ არის, ხოლო მის სიახლოვეს მდებარე ქალაქის გარეუბანს „საკალანდარიშვილოს“ ეძახიან (აქ ამ გვარის ხალხი ცხოვრობს).
ციხეს ახასიათებს ყველა ის მონაცემი, რომელიც ახასიათებს IV-V საუკუნეების ეგრისის ციხეს, ამიტომ იგი ტიპიურად უნდა ჩაითვალოს.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma |
ციხისთვის მაღალ, გრძელ მთაზე შემაღლებაა შერჩეული, ისეთი ადგილი, სადაც ჩრდილოეთით ქარაფია, დანარჩენი მხარეები კი თხრილითაა შემოსაზღვრული.
თვით ციხე შედგება ერთი კოშკისა და ორი გალავნისაგან.
ა) პირველი გალავანი აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრავდა კოშკში შესასვლელს.
ბ) მეორე გალავანი კოშკს უვლის სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. გალავნის ხაზი წრიულია, ისე როგორც თხრილისა (გალავნის მაქსიმალური ზომებია: 23X26 მ).
ორივე გალავანი კოშკზე მეტადაა დაზიანებული და ზოგან 4-5 მეტრის სიმაღლეზეა შერჩენილი. ამ კედლებზეც არავითარი ამბრაზურა არ არის შემორჩენილი. არც ის ჩანს, თუ როგორ მთავრდებოდა გალავნის ზედა ხაზი.
გ) კოშკი თითქმის კვადრატული გეგმისაა (გარე ზომები - 7,0X7,2 მ). მისი აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლები შუაზეა გაპობილი.
|
koSki |
კოშკს თავიც მორღვეული აქვს, ამიტომ სართულიანობა არ ირკვევა. აღმოსავლეთის კედლის ცენტრალური ნაწილი გამორღვეულია, მაგრამ ერთგან დარჩენილია მცირე ფრაგმენტი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ კარი მეორე სართულზე ყოფილა. პირველი სართული ჩამონაყარი ქვებითაა სავსე, მაგრამ ჩანს, რომ სარდაფის სართული კამაროვანი ყოფილა, ერთგან ჩასასვლელიცაა. ზედა ორი სართული სართულშუა გადახურვა კი კოჭოვანი ყოფილა. დარჩენილ კედლებში არავითარი ამბრაზურები არ არის.
კოშკის კედლები ნაგებია ისეთივე კირქვით, როგორც სხვაგან. ფასადები მოპირკეთებულია მქისედ გათლილზედაპირიანი ქვით. წყობა ჰორიზონტალური რიგებით ისეთივეა, როგორც იმ ეპოქის სხვა ძეგლებზე. გალავნის მოპირკეთებაც მსგავსია, მაგრამ ქვები უფრო მოზრდილია და წყობაც ცოტათი ჩამოუვარდება კოშკისას.
|
cixis fasadi da ganakveTebi |
დ) თხრილი გალავანს კონცენტრულად მიუყვება, მიუხედავად იმისა, თხრილისა და ციხის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ ათას წელზე მეტია, იგი დღესაც შთამბეჭდავია. ახლაც კი თხრილის სიღრმე 4-6 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე 8-10 მეტრია. ცხადია, თხრილის ნაპირები მისი მოქმედების პერიოდში ვერტიკალური იქნებოდა. ასეთი მკვეთრი პროფილის მქონე თხრილის გადაჭრას მტრის ჯარიდან ცხენოსანი ვერ შეძლებდა, ხოლო ქვეითი ძნელად გადალახავდა. ფაქტიურად ეს მტერს შეეძლო მხოლოდ შესამჩნევად ჭარბი ძალებით, ან მაშინ, როდესაც დამცველებს ყოველგვარი იარაღი გამოელეოდათ.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
საკალანდარიშვილოს ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. პ. ზაქარაია, თ. კაპანაძე - „ციხეგოჯი-არქეოპოლისი-ნოქალაქევის ხუროთმოძღვრება“, 1991წ.
2. ფოტოების ავტორი - ზაზა ქარდავა.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
|