ციხე ჩინარლუ მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კახის რაიონში, ისტორიულ მხარე ჰერეთში, კახიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ ლექართის (ლეკიტი) ჩრდილო–აღმოსავლეთით 4 კილომეტრში მდებარე ძველ ქართულ სოფელ ჩინარის საავტომობილო გზის მარჯვნივ, მაღალი მთის წვერზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ხანდაზმული მოხუცების გადმოცემით, ძველად მას "გურჯი ოღუზს" ეძახდნენ, რაც ქართველ გმირთა (რაინდების) ნაგებობას ნიშნავს. ლეკები ამჟამად მას სოფლის სახელს – ჩინარლუს უწოდებენ.
კედლებისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევები მოწმობენ, რომ ჩინარლუს ციხის ტერიტორიას და მის შემოგარენს საკმაოდ ვრცელი ფართობი ჰქონია დაკავებული. აქვე შეინიშნება მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც ამჟამად სრულიად ჩამოქცეულია. ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო გაველურებული ვაზი ხარობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ უძველესი დროიდან ვაზის კულტურა ყოფილა გავრცელებული, თავის მხრივ, ეს გარემოება ძველი ნასახლარი ადგილების არსებობაზე მეტყველებს.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება;
7. arqiteqturuli aRwera
თავისი არქაული ფორმით ციხე ერთ მთლიან გიგანტურ ბლოკს წარმოადგენს, რომლის შიგნით არავითარი სათავსო (სიღრუე) არ შეიმჩნევა და რაღაც ციკლოპური ნაგებობის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე ციხე–სიმაგრისას. აგებულია კვადრატული მოხაზულობის კარგად გამომწვარი აგურისაგან ( 29|22|5) მოჭარბებული კირის დუღაბზე. აღსანიშნავია, რომ ნაგებობას დატანებული აქვს ადამიანის სიმაღლის დონეზე ხვრელი, რომლის დიამეტრი 20 სმ. უდრის, ხოლო სიგრძე კი 470 სმ. აღწევს. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ რა დანიშნულებას ასრულებდა აღნიშნული ხვრელი. ციხე "ჩინარლუ"–ს ნაგებობის წყობაში ნახმარი აგური, დუღაბის სტრუქტურა და მშენებლობის ტექნიკა ლექართის ტაძრის ტეტრაკონქის სვეტების წყობაში გამოყენებული აგურისა და ხსნარის იდენტურია.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
ციხე ჩინარლუ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi
ი. ადამია – “ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, საინგილო” 1979 წ.