ავენისის კოშკი
(XIX ს)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
კოშკი.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ავენისის კოშკი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 16 კმ–ში მდებარე სოფელ ავენისის სამხრეთ-დასავლეთით, 200 მ-ზე, მდინარე ავენისისხევის მარჯვენა ნაპირზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
ავენისის კოშკი გეგმით სწორკუთხაა (8,6X5,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის და ნატეხი ქვის შერეული წყობით. ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული.
I სართულს აღმოსავლეთიდან აქვს სწორკუთხა შესასვლელი. კარი მოგვინებით ამოუქლავთ. სართულის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან, ორივე კედელში, თითო სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში განიერი, ნალისებრი თაღით გადახურული ბუხარი მთლიანად ამოუშენებიათ და კედელზე, გარედან მთელ სიგრძეზე, გეგმით სამკუთხა კონტრფორსი მიუშენებიათ.
II სართულის სამხრეთ კედელში, მიწიდან 2,5 მ სიმაღლეზე სწორკუთხა შესასვლელია გაჭირლი. მისადგმელი კიბისათვის კარის ძირის დონეზე, წყობიდან გამოშვერილია ქვა, ხოლო კედელზე პატარა, სწორკუთხა შვერილია მიშენებული. შესასვლელის ზემოთ სწორკუთხა სარკმელია, რომლის ბრტყელი გადახურვა სართულის ჭერის ხაზს ემთხვევა. II სართული დასავლეთ კედლის შუა ნაწილში შეწყვილებული სათოფურია, რომლის ორივე მხარეს თითო, ფართო, სწორკუთხა ნიშია.
ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწლში თაღოვანი ბუხარია, რომელსაც ორივე მხარეს თითო სათოფური აქვს. ერთი სათოფური კედლის აღმოსავლეთ კიდეშია.
III სართულის კედლებიდან მხოლოდ მცირე ნაწილია გადარჩენილი. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭების ბუდეები. კოშკის ფასადები მოპირკეთებულია სხვადასხვა ზომის რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით. რიგების სწორხაზოვნება არ არის დაცული.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ავენისის კოშკი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ2, 2004 წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|