ჟინვალის (ნასოფლარი) ჯვარპატიოსნის ეკლესია
(XI–XII სს)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია
2. mniSvnelovani da saintereso informacia
|
jvarTamaRlebis (jvarpatiosnis) eklesia |
2010 წლის ივნისში, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინიციატივით შედგა პროექტი, რომელიც ჯვართამაღლების, იგივე ჯვარპატიოსნის ეკლესიის ზუსტი ანალოგის მშენებლობას ითვალისწინებდა. ამავე წლის სექტემბერში, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ჩინთთან, ეს ახალი ეკლესია ამოქმედდა.
წყარო: http://www.georgianwater.com
3. adgilmdebareoba
ჟინვალის ჯვარპატიოსნის (ჟვართამაღლების) ეკლესია მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ–ში მდებარე სოფელ ჩინთში მდ. არაგვზე გადებული ხიდის ჩრდილოეთით 4,3 კმ-ზე, წყალსაცავით დატბორილ ტერიტორიაზე, ნასოფლარ ჟინვალის აღმოსავლეთ ნაწილში და მოქცეულია წყალსაცავით დატბორილ ზონაში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
1974 წელს გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი მ. მარგველაშვილი).
ამჟამად დაფარულია წყლით - 1985 წლიდან მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში.
ზამთარში, როდესაც ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონე იკლებს, ჯვარპატიოსნის ეკლესია მთლიანად ჩანს. ფერდობი არ არის ციცაბო და შესაბამისად, შესაძლებელია დაბლა ჩასვლა და ეკლესიის მონახულება.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
samxreT fasadi, Sesasvleli |
ეკლესია (6,5X4 მ) ნაგები იყო კირქვითა და შირიმით. სამხრეთიდან ეკვროდა სამი სათავსისგან შემდგარი გვიანდელი მინაშენი. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა - მინაშენის ერთ-ერთი სათავსიდან ნახევრად წრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელი იყო გაჭრილი, რის ქვემოთ, კედელზე, მიდგმული იყო მთლიანი ქვისგან გამოკვეთილი ტრაპეზი. საკურთხეველი ეკლესიის დანარჩენი სივრციდან გამოყოფილი იყო შირიმის ქვით ნაწყობი კანკელით (გადატანილია და აღდგენილია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში). საკურთხევლის სარკმლის გარდა დასავლეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი იყო თითო სწორკუთხა სარკმელი. ეკლესია გადახურული იყო ფილის ორფერდა სახურავით. ეკლესიის შიგნით გაითხარა ერთი, ხოლო გარეთ ოთხი ქვისსამარხი და ორი აკლდამა (აღმოსავლეთით და დასავლეთით).
|
|
sakurTxeveli |
dasavleTis kedeli |
ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით, 10 მ-ზე, გაითხარა ნატეხი ქვით ნაგები, განვითარებულ შუა საუკუნეების მოზრდილი (18X11 მ; კედლების სიმაღლე 1,5 - 1,8 მ) საცხოვრებელი შენობა, რომელიც ორი, თითქმის თანაბარი ზომის, სწორკუთხა სათავსისგან შედგებოდა. მათგან ერთში აღმოჩნდა კერა, მეორეში – ექვსი ქვევრი და ორი თონე.
ეკლესიის სამხრეთ მინაშენში და საცხოვრებელ შენობებში აღმოჩნდა XVIII საუკუნის განძი (ვერცხლის და სპილენძის ფიალები, თეფშები, თასები, ჯვრები, ხატის საკიდები, ფირფიტოვანი ვარდულები, მონეტები, მოჭიქული თიხის ჯამები).
აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ნასოფლარ ჟინვალის ჯვარპატიოსნის ეკლესია თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ. 2004წ.
2. ფოტოების ავტორი – ლიდა კაპანაძე, ზაზა ქარდავა.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|