Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ლექართის მონასტრის კომპლექსი
(შუა საუკ. ?)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

I. ქვემო ლექართის ეკლესია
დიდი ტაძარი

II. ზემო ლექართის ეკლესია
წმ. ნინოს ტაძარი

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.


3. adgilmdebareoba

ლექართის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კახის რაიონში, ისტორიულ მხარე ჰერეთში, კახიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ ლექართის ჩრდილო–აღმოსავლეთით 3 კილომეტრის დაშორებით, კავკასიონის მთის ძირას, სამხრთ დამრეც კალთებს შორის, ერთ–ერთ შედარებით დავაკებულ ადგილზე.

4. ruka

map


5. istoriuli mimoxilva

ლექართის მონასტრის არქიტექტურული კომპლექსი ჯერჯერობით კარგად არ არის შესწავლილი, ნანგრევების მიხედვით ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა სახის სამონასტრო დანიშნულების ნაგებობათა შორის ათამდე თუ თორმეტამდე ეკლესია უნდა იყოს, რომელთა დათვალიერებას აძნელებს ბარდ–ეკლების ჩახვეული ტყე–ჯაგნარის მჭიდრო საფარველი. მეოცე საუკუნის დამდეგამდე შემოუნახავთ ამ ეკლესიებს ძველი ბრწყინვალების ნიშნები – „ჩუქურთმები, წარწერები, მხატვრობა, რომლებიც დღეს უკვე აღარ შეიმჩნევიან“.

ლექართის მონასტრის ნაგებობათა კომპლექსი თავისი სამონასტრო ცხოვრებით გელათის მონასტრის ანსამბლს ჰგავს. იგი შუა საუკუნეების აღმოსავლეთ კახეთის სწავლა–განათლების კერას წარმოადგენდა.

ლექართის მონასტრის ანსამბლი ძველად გალავნით ყოფილა შემოზღუდული, რომლის ფრაგმენტები და ნანგრევების ნაშთები დღემდე კიდევაა შემორჩენილი.
ლექართის მონასტრის კომპლექსი მდებარეობის გამო ორ ჯგუფად იყოფა, მათ ადგილობრივი მოსახლეობა „ქვემო და ზემო ეკლესიებს“ უწოდებს. ზემო ეკლესიების ნანგრევებში მდებარეობს ერთი დიდი ტაძარი, ხოლო მეორე ტაძარი კი, რომელიც “ქვემო ეკლესიების ჯგუფს“ ეკუთვნის, წმინდა ნინოს სახელზე ყოფილა აგებული; ეს ცნობა მოცემულია 1310 წლის წერილობით ძეგლში („ოთხთავის“–ანდერძში).
ლექართის წმინდა ნინოს ტაძარი უძველეს ძეგლთა იმ მცირერიცხოვან კატეგორიას ეკუთვნის, რომლებმაც თავიანთი უნიკალობით სხვადასხვა დარგის მკვლევართა და მოგზაურთა ყურადღება დიდიხანია მიიქციეს. ამ ძეგლებისადმი ცხოველი ინტერესი თავიდანვე გამოწვეული იყო გეგმის კომპოზიციის ორიგინალობით, რომელიც თალოსის ტიპის ნაგებობას წარმოადგენს; უძველესი ცნობები მის შესახებ ისტორიას არ შემოუნახავს; არაფერია ამ ტაძრის შესახებ გადმოცემული ქართულ მატიანეებში ან სხვა ისტორიულ წყაროში. ერთადერთი უძველესი ცნობა, რომელიც ჰერების რელიგიას და სალოცავ ტაძარს შეეხება, მოცემულია სტრაბონის (64–23 წლები) ცნობილ გეოგრაფიულ თხზულებაში, სადაც წერია, რომ ალბანელები (ჰერები) “ღმერთებად აღიარებენ მზეს, ზევსსა და მთვარეს, გამორჩეულად მთვარეს, მისი სალოცავი არსი იბერიის მახლობლად. ქურუმობს კაცი უწარჩინებულესი მეფის შემდეგ, ის განაგებს ტაძრის მიწას, რომელიც დიდია და კარგად დასახლებული,და (ეს პირი განაგებს) მიწასაც და ტაძრის მონებსაც.“ აქ მოხსენიებული „სალოცავი“ ტაძარი მდებარობს იბერიის საზღვართან ახლოს, ამავე დროს ხაზგასმულია რომ ტაძრის გარშემო „კარგად დასახლებული“ ადგილები ყოფილა, რაც ამ მხარის ხალხმრავლობაზე მეტყველებს. აქ მოხსენიებული სალოცავი დღევანდელი ლექართის ტაძრის ადგილია, რადგან, ასეთი დიდი მასშტაბის სხვა ნაგებობა იბერიის საზღვართან ახლოს ჰერეთის ტერიტორიაზე არ გვხვდება.
ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებამდე აქ არსებული ტაძარი წარმოადგენდა „მთვარის სალოცავ ტაძარს“, რომელშიაც იყო „ღმერთქალის სამსხვერპლო“, ქრისტიანული სარწმუნოების გაბატონების შემდეგ, ძველი ტაძრის ადგილზე უნდა იყოს დაფუძნებული ან გადაკეთებული წმინდა ნინოს სახელზე აგებული ლექართის ტაძარი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ნაგებობათა კომპლექს.
ლექართის წმინდა ნინოს ტაძრის შესახებ პირველი ცნობები სამეცნიერო ლიტერატურაში ალ. ხახანაშვილმა გამოაქვეყნა. 1940 წლამდე ლექართის წმინდა ნინოს ტაძარი არ ყოფილა ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით შესწავლილი, პირველი არქეოლოგიური გათხრები ხსენებული ძეგლის გარშემო არქიტექტორ პ.დ. ბარანოვსკიმ ჩაატარა, რომელმაც პირველად გააკეთა ლექართის ტაძრის ხუროთმოძღვრული ანალიზი.
ალ. ხახანაშვილმა პირველად ეს ძეგლი მოინახულა 1892–1895 წლებში. მას ხაზგასმით აქვს აღნიშნული, რომ „ლექეთის ეკლესიის გუმბათი“ ჩამონგრეულია და მხოლოდ კედლებია დარჩენილი. ა. ხახანაშვილი დაწვრილებით აღწერს ტაძრის კედლის წყობას. ძეგლის დათვალიერების დროს მას თვითონ უნახავს კედელში თლილი ქვები, რომლებიც რიყის ქვის წყობაში ყოფილა ჩაშენებული. ა. ხახანაშვილი იქვე შენიშნავს, რომ ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, აღნიშნული თლილი ქვები ჩამოტანილია ქუთაისიდან, რადგანაც მსგავსი ქვები მთელს ზაქათალას ოლქში არსად მოიპოვებაო.
ა. ხახანაშვილისა და ვ.ს. მილერის ნაშრომებით დამოწმებული ხალხური გადმოცემით, ლექართისა და ტხაბა–ერდის (ტყობა-ერდის) ტაძრებს ქვის წყობას შორის აშკარა მსგავსებაა, ჩანს ნაგებობისთვის მოსაპირკეთებელი საშენი ქვების შორ მანძილზე გადადვის პრაქტიკა საქართველოში უძველესი დროიდან ყოფილა ცნობილი. ეს ქართული წერილობითი წყაროებიდანაც დასტურდება და საშენი მასალის შორ მანძილზე გადასაზიდად გამოყენებული ყოფილა სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა.

ლექართის წმინდა ნინოს ტაძრის მსგავსი ნაგებობები, როგორც მისი წინამორბედი, ასევე მის შემდეგ აგებული, მიწისძვრის შედეგადაა დაქცეული. ლექართის ტაძრის დაქცეული კედლები და ტეტრაკონქის სვეტების დარჩენილი ნაშთები სტიქიური დამანგრეველი ძალების უძლიერეს მოქმედებაზე მეტყველებენ.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ძეგლი უკან იხევს აგრეთვე ქრონოლოგიურადაც. ბანას ტაძართან შედარებით, მისი სამშენებლიო ტექნიკა რამდენადმე არქაულად გამოიყურება და მრავალი საყურადღებო განმასხვავებელი ნიშნით ხასიათდება. ეს არქაულობა ჩამორჩენილობით კი არ არის გამოწვეული, არამედ იმით, რომ ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ბანას მშენებლობას, რის გამოც ლექართის მრგვალი ტაძრის სამშენებლო ტექნიკა და ხუროთმოძღვრული მორთულობის მოტივებიც ადრინდელი ეპოქის დამახასიათებელ იერს ატარებს. ამიტომ მას, როგორც ცნობილია, ყველაზე უძველესი იდენტური ძეგლის – სირიის ე.წ. ბოსრეს ტაძრის (512 წელი) მშენებლობის ხანას აკუთვნებენ და ბანას ტაძრის წინამორბედ ძეგლად თვლიან.

ლექართის „მრგვალი ტაძრის“ უძველესი ხუროთმოძღვრული მორთულობის სიმცირე რა თქმა უნდა ძეგლის დამაჯერებელი დათარიღების საშუალებას ვერ იძლევა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gumbaTqveSa svetis
naSTi interierSi
wminda ninos
mrgvali taZris gegma

ლექართის მონასტრის კომპლექსი მდებარეობის გამო ორ ჯგუფად იყოფა, მათ ადგილობრივი მოსახლეობა „ქვემო და ზემო ეკლესიებს“ უწოდებს. ზემო ეკლესიების ნანგრევებში მდებარეობს ერთი დიდი ტაძარი, ხოლო მეორე ტაძარი კი, რომელიც “ქვემო ეკლესიების ჯგუფს“ ეკუთვნის, წმინდა ნინოს სახელზე ყოფილა აგებული;

ლექართის წმინდა ნინოს ტაძარს, როგორც წრიული მოხაზულობა აქვს და თითქმის მთელ პერიმეტრზე (დაახლოებით ერთი მესამედის გარდა) მონუმენტური თაღები ჰქონია შემოვლებული. ტაძრის გარშემო არსებული სვეტების უმეტესი ნაწილიდან მხოლოდ კონტურებია დარჩენილი. ხოლო ინტერიერში ტეტრაკონქის სვეტებიდან შემორჩენილია ორი მეტრის სიმაღლის ფრაგმენტები. წყობა შესრულებულია კვადრატული მოყვანილობის (23–23–5 სმ.) წითელი აგურისაგან კირის ხსნარზე.

ტაძრის მრგვალი კედლის ფრაგმენტები (სიმაღლე 500 სმ, სისქე 145 სმ.) მოწმობენ, რომ ძირითად საშენ მასალად გამოყენებულია ადგილობრივი რიყისა და „შირიმის“ ქვა, წყობა შესრულებულია კირის დუღაბზე.

kedlis wyobis fragmenti

ხანდაზმული ინგილოების გადმოცემით, აღნიშნული ტაძრის კედლის წყობაში, რიყის ქვის გარდა, ზოგიერთ ადგილებში გამოყენებული ყოფილა სუფთად გათლილი თეთრი ქვებიც, რომელთა შორისაც წარწერებიანიც ყოფილა. დღეს ასეთი ქვები კედლის წყობაში აღარაა შემორჩენილი.
ლექართის წმინდა ნინოს ტაძრის გეგმა წრიული მოყვანილობისაა, რის გამოც ხშირად „მრგვალ ტაძარს“ უწოდებენ. მისი სივრცობრივი ფორმის ხუროთმოძღვრული კომპოზიციის ანალიზი მეტად გაძნელებულია, ვინაიდან ჩამოქცეული კედლების და სვეტების გაშიშვლებული ფრაგმენტების გარდა არაფერია შემორჩენილი. უცნობია ძეგლის არქიტექტურული მორთულობის და სივრცობრივი კომპოზიციის საერთო სისტემის პროპორციები.

ქვის ერთი ბლოკისაგან გამოკვეთილია შეწყვილებული სვეტის ზემო ნაწილი, რომელიც ორიგინალური ქართული მარტივი კაპიტელითაა დაგვირგვინებული. კაპიტელიანი შეწყვილებული სვეტის აღნიშნული ფრაგმენტი, როგორც ირკვევა, არქიტექტორ პ.დ. ბარანოვსკის არ უნახავს, (ვერ შეუმჩნევია), ვინაიდან თავის ნაშრომში მის შესახებ არაფერს ამბობს. სვეტები ცილინდრული ფორმისაა, რომელთა დიამეტრი 23 სმ-ს უდრის, ხოლო ქვის ბლოკის სიმაღლე, კაპიტელის ჩათვლით, 113 სმ-ს აღწევს, კაპიტელის სიმაღლე 39 სმ-ია, განი 52 სმ-ს უდრის, მისი წინახედი ძირთან ორი მოსაზღვრე ნახევარი წრეზახული მოყვანილობითაა დაბოლოებული, გვერდებიც ასევე ნახევარ წრეხაზულადაა ამოკვეთილი, რელიეფის სიმაღლე წინიდან ერთი სანტიმეტრია, ხოლო გვერდისა უფრო მაღლაა ამოწეული და ოთხ სანტიმეტრამდე აღწევს. კაპიტელის ზემოხსენებულ სიბრტყეებს არავითარი სხვა სახის რაიმე მხატვრული დამუშავება არ გააჩნია, იგი მხოლოდ მასებში გამოსახული თავისი მარტივი ფორმითა და პროპორციებით არქაულად გამოიყურება.

I - mrgvali taZris Sewyvilebuli qvis svetis kapitelimrgvali taZris gegma
II - zarzmis taZris Sewyvilebuli qvis svetis kapiteli

აღსანიშნავია, რომ ამ დეკორაციული მორთულობის ზედაპირზე ამოკვეთილია ორი ხაზოვანი ნიშანი, რომელიც კაპიტელის ფუძიდან ქვემოთ 20 სმ-ის დაშორებითაა მარჯვენა მხარეზე მოთავსებული. თუ რა დანიშნულებისაა ეს ხაზოვანი ნიშნები, ჯერჯერობით ამოუცნობია. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ორი შემთხვევა: პირველი – იგი შეიძლება იყოს სამშენებლო ნიშანი ე.წ. „ქვის მთლელთა ნიშანი“, რომელიც საერთოდ ძველი დროის სამშენებლო ტექნიკისთვის დამახასიათებელია და ადრინდელ ძეგლებში თითქმის ყველგან გვხვდება საქართველოში; მეორე საფიქრებელია, რომ ანბანის ასოები ქარაგმებითა ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ასოები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის ეკლესიის წარწერის მსგავსია და ქრისტესადმი ვედრებას წარმოადგენს.
კაპიტელიანი სვეტის ქვის ბლოკის გაბრტყელებული ზურგი, ტაძრის მრგვალი მოხაზულობის კედლის გარეთა ზედაპირზე ოდნავ გამოწევით ჩაშენებულია. სახელდობრ, იგი ზედა იარუსებისა და გუმბათის ყელის კედლის დეკორაციულ სვეტს წარმოადგენდა, მისი ანალოგიური სვეტების მწკრივი, როგორც პილასტრები, კაპიტელის ზემოდან ნახევარწრეხაზული დეკორაციული თაღებით უნდა ყოფილიყო ერთმანეთთან დაკავშირებული.
აღნიშნული სვეტის ფორმა დადასტურებულია ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების საგანძურშიაც. მისი იდენტური მოცულობითი ფორმები დღემდე შემორჩა დასავლეთ საქართველოს ძველი ხალხური საცხოვრებელი ოდა–სახლების ღია დერეფნების ხის სვეტების დამუშავებას, ასევე ანალოგიური მაგალითები ფიქსირებულია კახეთისა და საინგილოს ტერიტორიაზე.
ლექართის წმინდა ნინოს მრგვალი ტაძრის ნანგრევებში ჯერჯერობით არ არის აღმოჩენლი ხუროთმოძღვრული მორთულობის რაიმე სხვა ელემენტები ან სამკაულები.
ლექართის ტაძრის კედლის ნანგრევების მეორე იარუსზე ინტერიერში შემორჩენილია აგრეთვე მცირე ზომის ცილინდრული ფორმის თლილი ქვის პილასტრები, რომლებიც რითმულადაა მრგვალი მოყვანილობის კედლის ზედაპირზე ირგვლივ განლაგებული. ეს პილასტრები ცილინდრული კედლის ზედაპირს ანაწევრებენ სექციებად და მონუმენტური დეკორაციული ჩარჩოების შთაბეჭდილებას ქმნიან.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ლექართის მონასტრის კომპლექსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi

ი. ადამია – “ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, საინგილო” 1979 წ.


10. marSruti

დადგინდება;


11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.ambioni.ge

http://saunje.ge

http://hereti.webnode.com

 


megobari saitebi

   

08.05.2016