Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

არჩილის მონასტერი
(VIII - XVII-XVIII სს.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ორი დარბაზული ეკლესია, ხუთსართულიანი კოშკი, მარანი, საცხოვრებელი შენობისა და გალავნის ნაშთები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

არჩილის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ  ერწო–თიანეთში, დაბა თიანეთიდან 29 კმ–ში მდებარე სოფელ ნადორკას ჩრდილო–დასავლეთით 2 კმ–ზე, სიონისგორაზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი VIII საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის (719–745 წწ.) საფლავად. მოგვიანებით, როგორც ჩანს, განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხესთან აუგიათ მეორე ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთ კედელი თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ხაზზე მდებარეობს და სამხრეთ–დასავლეთი კუთხით თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილო–აღმოსვლეთ კუთხეს ებჯინება. XVII-XVIII საუკუნეებში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ  კოშკი რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო მეორე ეკლესიის –სამხრეთის ფასადის ნახევარზე მეტს. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ა) თავდაპირველი ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (9X6,8 მ). შეიცავს ქრონოლოგიურად განსხვავებულ სამ სამშენებლო ფენას: თავდაპირველი ნაწილი რომელიც დასავლეთის და ჩრდილოეთის ფასადებზეა შემორჩენილი, მოზრდილი ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობითაა ნაგები; მომდევნო ხანებში აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადები შირიმის სწორკუთხა ფილებით შეუმოსავთ, ხოლო უფრო გვიან კედლების ჩამოშლილი ნაწილები რიყის წვრილი ქვის წყობით აღუდგენია. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. კარი გარედან შირმის სოლისებრი ქვებით თარაზულადაა გადახურული, ხოლო შიგნით თაღოვანია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, ვიწრო სარკმელია, რომელიც მოგვიანებით მიშენებული კოშის II სართულზე გადის. სარკმლის ქვემოთ,  კედელზე, მიდგმულია მთლიანი შირმის ქვის ტრაპეზი. ტრაპეზის წინა გვერდის ორივე კიდეს თითო ნახევარსვეტი ასდევს. დარჩენილ არეზე კი გამოსახულია საკმაოდ მაღალ ბუნზე დაყრდნობილი რელიეფური ჯვარი. აფსიდის სამხრეთის გვერდში თაღოვანი სარკმელია. იგი, როგორც ჩანს,  კოშკის მიშენების შემდგომ მოუწყვიათ, ადრე არსებული ნიშის ადგილზე. თითო სარკმელია დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. მათგან თავდაპირველი–მხოლოდ დასავლეთისაა. დანარჩენი ორი კი ისევე როგორც სხვა გადაკეთებები, მომდევნო ხანის სამშენებლო მოღვაწეობის შედეგია. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. კონქის თაღს ნახევარწრიული ფორმა აქვს. რამდენადმე შემაღლებულია და შირმის თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. მსგავსი ფორმისაა კამარის საბჯენი თაღიც, რომელიც კამარას ორ ართანაბარ ნაწილად ყოფს (აღმოსავლეთის ნაწილი რამდენადმე აღემატება დასავლეთისას) და აფსიდის თაღის ანალოგიურ იმპოსტებზეა დაყრდნობილი.

samxreTi fasadi

ფასადები სადაა.  აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც მთლიანად შირმის სწორკუთხა ფილებითაა მოპირკეთებული, დაფარულია კოშკის კორპუსით. ფასადის მცირე ნაწილი, საკურთხევლის სარკმელთან ერთად, კოშკის II სართულის დასავლეთის ნიშის ზურგის კედელია. სარკმლის სწორკუთხა ღიობი შირმის ორ ფილაშია გამოკვეთილი და ირგვლივ სადა ლილვი ევლება. სამხრეთის ფასადის მოპირკეთების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია. ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილი სარკმელი საკურთხევლის სარკმლის ანალოგიურადაა გაფორმებული. შესასვლელს კი ირგვლივ სწორკუთხა, კედლის სიბრტყიდან ოდნავ შვერილი სადა საპირე შემოუყვება. ფასადის აღმოსავლეთ კიდეში შემორჩენილია ლავგარდანის ერთი ქვა, რომლის პროფილს შეადგენს თარო, შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი. დასავლეთის და ჩრდილოეთის ფასადები სრულიად სადაა. ეკლესიის სახურავის საფარი ამჟამად მთლიანად ჩამოშლილია.
ბ) მეორე ეკლესია დანგრეულია, შემორჩენილია სამხრეთის კედელი (სიგრძე 9.6 მ) ნახევარწრიული აფსიდის სამხრეთ გვერდთან ერთად და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარი. ეკლესიის შემორჩენილი კედლები ნაგებია სხვადახვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. გარეთა კუთხეების წყობაში შირმის სწორკუთხა ქვებია გამოყენებული. სამხრეთ კედელში სხვადასხვა სიმაღლეზე ორი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მათგან ერთი (დასავლეთისა) კოშკის მეორე სართულზე გადის, მეორეს კი კოშკის კორპუსი ფარავს. ეკლესიის დარბაზი გადახურული ყოფილა ნახევარცილინდრული ფორმის კამარით, რომელიც ეყრდნობოდა დარბაზის შუა ნაწილში  მოწყობილ ერთ საბჯენ თაღს, კონქის დაღს და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს. ინტერიერი შელესილი ყოფილა, ხოლო კედლები–დასრულებული შირმის მაღალი ლავგარდნით (შემორჩენილია ნაწილი), რომლის პროფილს შეადგენს თარო, შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი.

ganakveTi samxreTisaken

გ) კოშკი გეგმით კვადრატულია (6X6 მ), ხუთსართულიანი. ნაგებია რიყის ქვით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა, პირველი სართულის დონეზე. სართულის ჩრდილოეთ კედელში გეგმით ნახევარწრიული ბუხარია, მის ზემოთ – ნახევარწრიულთაღოვანი ნიში. აღმოსავლეთ კედელში იატაკიდან 1,3 მ სიმაღლეზე ვიწრო (სიმაღლე 1მ) ხვრელია. რომელიც კედელში არსებულ II და III სართულებზე ასასვლელ კიბეს უკავშირდება. სართული გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით. II სართულის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში კედლის მთელს სიგანეზე, თითო ღრმა შეისრულთაღოვანი ნიშია. სართულის სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეში მოწყობილია კარი, რომელიც კოშკის სამხრეთ ფასადზე მდებარე ორფერდასახურავიან ბაქანზე (ბაქანიც და სახურავიც ჩამოშლილია) გადიოდა. სართულის აღმოსავლეთ კედელში მაღალი სწორკუთხა სარკმელია, სამხრეთ კედელში კი –სათოფური. ერთი სათოფურია ბაქანზე გასასვლელის აღმოსავლეთ წირთხლშიც. აღმოსავლეთ სარკმელთან ახლოს (ჩრდილოეთით) კიბის უჯრედში შესასვლელი ვიწრო კარია. სართულს ხის კოჭებზე გამართული ბრტყელი გადახურვა ქონია (შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები).  მსგავსად ყოფილა გადახურული კოშკის III და IV სართულებიც. III სართულის სამხრეთ კედლის შუაში ხის პატარა აივანზე გამავალი ფართო სწორკუთხა კარია, ხოლო აღმოსავლეთით ერთი სწორკუთხა სარკმელი. IV სართულის კედლებში ექვსი სათოფურია: ორ–ორი სამხრეთითა და ჩრდილოეთითაა ხოლო თითო–თითო  აღმოსავლეთითა და დასავლეთით. V სართულის სამხრეთ კედელში ხის აივანზე გასასვლელი კარია. დანარჩენ კედლებში კი თითო სათოფური. სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომლის წრიული საფუძველი ოთხივე კუთხეში განლაგებული ტრომპებითაა შექმნილი. გარედან კოშკის კედლები დასრულებულია შირმის თხელი ფილებისაგან შედგენილი თაროსებრი ლავგარდნით. კოშკს ოთხფერდა, პირამიდული ფორმის გადალესილი სახურავი აქვს. 
დ) მარანი მდებარეობს ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში, II ეკლესიიდან 10 მ მანძილზე. ნაგებია რიყის ქვით. ნაგებობა თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული. შედგება ორი თითქმის თანაბარი ფართობისა (დაახლოებით 42–44 კვ. მ) და ერთმანეთთან დაკავშირებული სწორკუთხა ოთახისაგან. მათგან ერთი, აღმოსავლეთით მდებარე,  საწნახელია, ხოლო მეორე–ღვინის საცავი (შემორჩენილია რვა ქვევრი). საწნახელს შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. მისი გადახურვა მთლიანად ჩაქცეულია, რის გამოც ინტერიერის დიდი ნაწილი ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული. დასავლეთის კედელში მოწყობილი კარით საწნახელი ღვინის საცავს უკავშირდება. ღვინის საცავი გეგმით კვადრატულია (შიდა ზომები 6,68X6,68 მ),  გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომლის წრიულ საფუძველს ქმნის ოთხივე კუთხეში (იატაკის დონეზე) განლაგებული ფართო და მაღალი თითო შეისრულთაღოვანი ტრომპი. სამხრეთ–დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს  მთელს სიგრძეზე დაბალი და ფართო საფეხური გასდევს. ოთახის ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხესთან, აღმოსავლეთ კედელში საწნახელიდან გამოდის თიხის მილი, რომლის წინ ქვევრია. განათებისთვის კამარის წვერში მოწყობილია მრგვალი (დიამეტრი  დაახლოებით 0.6 მ) ხვრელი (ერდო). ინტერიერი შელესილია.
ე) საცხოვრებელი ნაგებობა თავდაპირველი ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთით ოციოდე მეტრის მანძილზეა. იგი მთლიანად დანგრეულია. შემოჩენილია საძირკვლის ნაშთი და ბუხრის ნაწილი. კომპლექსი გარშემორტყმული ყოფილა მრუდხაზოვანი მოხაზულობის გალავნით, რომლის კვალი მხოლოდ აქა–იქ შემორჩა.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

არჩილის მონასტერი თიანეთისა და ფშავ–ხევსურეთის ეპარქის დაქვემდებარებაშია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ2, თბ., 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016