ციხისძირის (დუშეთის) ციხე
(განვ. შუა სს.)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ციტადელი, ეზო, ზურგიანი კოშკი
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ციხისძირის ციხე მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 28 კმ–ში მდებარე სოფელ ციხისძირის სამხრეთ–დასავლეთით, მაღალ მთაზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
ციხისძირის ციხე შედგება მთის თხემზე მდებარე ციტადელისა და მის აღმოსავლეთ კალთაზე განფენილი ქვედა ეზოსაგან. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ციხის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე დანგრეულია. შედარებით უკეთაა შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი (ციტადელი, რომელსაც ეტყობა მრავალგზის გადაკეთების კვალი. ციხეში შესასვლელლი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხა ეზოს სამხრეთ კედელშია მოთავსებული. კარის წინ ბაქანია.
ციტადელის ყველაზე ადრინდელი ნაგებობა ზურგიანი კოშკია. კოშკის I სართული ყრუკედლებიანია. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს, II სართულის დონეზე.
|
III სართული ნაწილობრივაა მოღწეული. კოშკზე მოგვიანებით(აღმოსავლეთიდან) მიშენებული ოთხსართულიანი ნაგებობისაგან შემორჩენილია პირველი ორი სართული და III და IV სართულების დასავლეთი კედელი, რომელშიც თახჩები, სათოფურები და სართულშუა გადახურვის ხის ძელების ბუდეებია. ციტადელისათვის მოგვიანებით დასავლეთიდან მიუშენებიათ კონტრფორსებით გამაგრებული, სათოფურებიანი კედელი. ამ კედელსა და ძველ კედელს შორის ვიწრო გასასვლელია დატოვებული. ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ჩაშენებულია წრიული ბასტიონი. ციხის ეზოს აღმოსავლეთი ნაწილი ოვალური მოყვანილობისაა. იქ ნაგეგობათა კვალი აღარ შეიმჩნევა. ციტადელი ქვედა ეზოსგან გამოყოფილია სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმართული მძლავრი კედლით, რომელშიც ვიწრო კარია გაჭრილი. კარს კიბეებიანი ბაქანი ჰქონდა. ციტადელში და ქვედა ეზოში არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლინდა განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეების მასალა (მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები,რომელიც ინახება აკც დუშეთის არქეოლ ბაზაში.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ციხისძირის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ. 2004წ.
2. მასალა, გეგმები და ფოტოები მოგვაწოდა გაგა ყარმაზანაშვილმა, რისთვისაც ჩვენ მას მადლობას ვუხდით.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://www.nplg.gov.ge
|