Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

zemo niqozis RvTaebis eklesia
(V-XVII ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ღვთაების ეკლესია, სამრეკლო, ეპისკოპოსის სასახლე, გალავანი.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ნიქოზის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ღვთაების ტაძრის უდიდესი სიწმინდე რაჟდენ პირველმოწამის საფლავია. წარმოშობით სპარსელი წმ. რაჟდენი მეფე ვახტანგ გორგასლის (V საუკუნის მეორე ნახ.) ცოლის აღმზრდელი იყო, რომელიც ქრისტიანობის მიღებისთვის თავად სპარსელებმა აწამეს. ისტორიკოს ჯუანშერის (XI ს.) ცნობით, წმინდანის ნეშტი ნიქოზში დაუკრძალავთ.

ნაგებობის არქიტექტურული სახე, განსხვავდება საქართველოში შემორჩენილი სხვა სამრეკლოებისგან და XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. პრაქტიკულად, მას არ მოეძებნება ანალოგი ქართულ ხუროთმოძღვრებაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზემო ნიქოზის სამრეკლო თავის მხრივ, შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს.

 

3. adgilmdebareoba

ნიქოზის ღვთაების ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნიქოზის ცენტრში, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ნიქოზი დაარსა ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) წარმართული სალოცავის ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო სპარსელებისაგან წამებული რაჟდენი. აქვე, მემატიანე ჯუანშერის ცნობით, მანვე ააგო ეკლესია, რომელიც დღემდე არ შემონახულა. ეკლესია რამდენჯერმე ისეა გადაკეთებული, რომ სამშენებლო ფენების დადგენა გაძნელებულია.
ეკლესიაზე სარემონტო სამუშაო 1888-1896 წლებშიც ჩატარდა. ეს საქმე სხვებთან ერთად გიორგი საძაგლიშვილმა (მომავალში კათალიკოს-პატრიარქი კირიონი) ითავა. ამ დროს დაუშლიათ ეკლესიის დასავლეთ კარის წინ არსებული პორტიკი და განუახლებიათ ეკლესიის სარკმელთა საპირეები.
პირველი ნიქოზელი ეპისკოპოსი ზაქარია უნდა ყოფილიყო, რომლის მოსახსენებელი ასომთავრული წარწერა ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში, სარკმლის თავზეა მოთავსებული.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ა) ღვთაების ეკლესია კომპლექსის ცენტრში დგას. ნაგებობა თავდაპირველად სამნავიანი ბაზილიკა ყოფილა. მისგან შემორჩენილია აფსიდი, სამკვეთლო და სადიაკვნე, ნალისებრი კბილანა ლავგარდნის ფრაგმენტები (აღმოსავლეთით და სამხრეთით). ეკლესია ამჟამად ჯვარ-გუმბათოვანია (16,7X11,15 მ), შიგნით და გარეთ შემოსილია თლილი ქვით. შესასვლელი სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით (ამოქოლილია) აქვს. აღმოსავლეთის და დასავლეთის მკლავი დანარჩენთან შედარებით დაგრძელებულია. საკურთხევლის აფსიდის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსი სწორკუთხაა, გადახურულია კამარით, დასავლეთით შესასვლელი აქვთ. აფსიდის წინ ღრმა ბემაა, რომელიც გვერდებზე დიდი თაღებითაა გახსნილი. გუმბათი აღმოსავლეთ კედლის კუთხეებსა და დასავლეთის კედლის დიდ შვერილ პილონებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა თაღები შეისრული ფორმისაა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის ყელში რვა სარკმელია. იატაკი ნატეხი ქვისა და აგურისაა.

dasavleTi fasadi

ეკლესია შიგნიდან მოგვიანებით შეულესიათ. შენობა გადახურულია ლორფინით. მარტივპროფილიანი ლავგარდანი გვიანდელია. აღმოსავლეთ ფასადის სარკმელი XIX საუკუნის ბოლოს გაუუქმებიათ და მის ნაცვლად მაღალი და განიერი სარკმელი გაუჭრიათ. გაუქმებული სარკმლისგან შემორჩენილია თაღები და თაღებზე აღმართული ჯვარი. სარკმლის თაღი სხივისებრად ნაწყობი ქვებითაა მიღებული. მასაც დეკორატიული თაღებით დამუშავებული თავსართი აქვს. გაგანიერებულია სამკვეთლოსა და სადიაკვნის სარკმლებიც. ფასადის მაღალ სარკმელს შემოუყვება ლილვებში მოქცეული არშია, რომელიც გარედან შეწყვილებული ლილვითაა მოჩარჩოებული. ლილვის კაპიტელები და ბაზისები ორნამენტირებულია. სარკმელთან სამი გირჩი და წრეში ჩასმული ჯვარია. დაბალი ცილინდრული გუმბათის ყელი გაწყობილია დეკორატიული თაღებით. შენობისათვის ოთხივე კეხზე მოგვიანებით ქვის ცხვრის თავები დაუდგიათ. ფასადებზე ძნელად გასარჩევი ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერებია. მოგვიანბით არის აგებული ეკლესიის სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეებიც. სამხრეთ კარიბჭის მარცხნივ ეკლესიის რელიეფური გამოსახულებაა, თაღის ზემოთ ამოკვეთილია ჯვარი წარწერით `1889 წელი~.
ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია VI-XIX საუკუნეების საქტიტორო წარწერები თუ მომლოცველთა მონაწერები.

samreklo

ბ) სამრეკლო დგას გალავნის ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეში. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. ნაგებობა ორსართულიანია (5,45X5,35 მ), ფასადები შემოსილია რუხი ფერის თლილი ქვით. სამრეკლოს პირველი სართული ჭიშკარია, რომელსაც ორივე მხრიდან შემოუყვება შეწყვილებულლილვიანი თაღები. დასავლეთის კედელზე ჯვრის სამი გამოსახულებაა. ფასადებზე რამდენიმე ძნელად წასაკითხი ასომთავრული წარწერაა. ზოგიერთ წარწერაში სამრეკლოს მშენებელი `გალატოზნი~ არიან მოხსენიებული, საიდანაც ვიგებთ, რომ იგი აუშენებიათ კალატოზებს: მემარნიშვილსა და გვრიტიშვილს. მეორე სართული ზარების ჩამოსაკიდი ფანჩატურია. სართული ოთხივე მხარეს გახსნილია ორ-ორი შეისრული თაღით. სართულებს აკავშირებდა ხის კიბე. სამრეკლო გადახურულია კამარით. ოთხივე ფასადი მთავრდება ფრონტონით, რომელთა კეხზე ცხვრის თავის ქვის გამოსახულება დგას. სამრეკლოს ორივე მხრიდან ებჯინება მოგვიანებით აგებული გალავნის კედლები.

გ) ეპისკოპოსის სასახლე დგას გალავნის გარეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთით. თარიღდება X-XI საუკუნეებით. სასახლე გეგმით სწორკუთხაა (11,2X21 მ), ორსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით და აგურით. კონსტრუქტიული ნაწილები აგურისაა. შენობა ნახევრად დანგრეულია: არ შემორჩენილა სახურავი და სართულშუა გადახურვა. სასახლის შესასვლელები ჩრდილოეთით (მთავარი) და დასავლეთითაა. პირველი სართულის სამხრეთ კედელში მოზრდილი სარკმელი და დიდი ბუხარია. კედელში დატანებულია დიდი ზომის კერამიკული მილები.
ჩრდილოეთ კარის თაღოვანი ნაწილი ჩამოწეულია. გარეთა, გამოწეული ნაწილის გვერდებზე დაბალი კოლონებია გამოყვანილი. ზემოთ ხუთი მცირე კბილანა თაღია.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ზემო ნიქოზის ღვთაების კომპლექსი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, 1990წ
2. ინტერნეტ ბმული – http://heritagesites.ge

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://heritagesites.ge

http://www.patriarchate.ge

http://armazi.uni-frankfurt.de

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016