Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

najaxavos eklesia
(X s.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ეს ეკლესია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა და ჩვენამდე მისი კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილმა მოაღწია.

3. adgilmdebareoba

ნაჯახავოს (ნაჯახოვოს) ეკლესია მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში, ისტორიულ სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 8 კმ–ში  მდებარე სოფელ ნაჯახავოში.

4. ruka

 

 

 

 

 

 

 

5. istoriuli mimoxilva

ისტორიული ცნობები ნაჯახავოს ეკლესიის შესახებ არ მოგვეპოვება. ეს ეკლესია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა. ჩვენამდე მისი კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილმა მოაღწია. ძეგლის თავდაპირველ თარიღად მკვლევრები VIII-IX საუკუნეებს ვარაუდობდნენ. ბოლო პერიოდის ლიტერატურაში კი ეკლესია X საუკუნით არის დათარიღებული.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ჩვენამდე ნაჯახავოს ეკლესიის მხოლოდ1-2 მეტრის სიმაღლის კედლებმა მოაღწია. პ. ზაქარაიას მითითებით, ნაგებობის შიგნით ჩაყრილ ნანგრევებს შორის იყო კედლის მოზრდილი ნაწილიც - გუმბათის ნახევარსფეროს ფრაგმენტი. ამრიგად, ეკლესიას რომ გუმბათი აგვირგვინებდა, ეჭვგარეშეა, მაგრამ სხვა მხრივ, მისი არქიტექტურის შესახებ, თითქმის, მხოლოდ გეგმის მიხედვით ხდება მსჯელობა.
ნაჯახავოს ეკლესია კუპელჰალეს ტიპის ნაგებობა უნდა ყოფილიყო. მისი გეგმა წარმოადგენს მცირედ წაგრძელებულ, აღმოსავლეთით აფსიდური შვერილით დაბოლოვებულ ცალნავიან სწორკუთხედს (8,3X 11,8 მ.). მისი გრძივი კედლები ერთმანეთს არ უტოლდება: ჩრდილოეთი მხარე შესამჩნევად გრძელია სამხრეთისაზე. ეს შეცდომა საერთო მოხაზულობის დამახინჯებას იწვევს. შიდა სივრცეში ორი წყვილი გუმბათქვეშა შვერილია - აღმოსავლეთისა უშუალოდ აფსიდს ესაზღვრება. ამის გამო, დარბაზის სივრცე ორნაწილიანია (დასავლეთი მონაკვეთი და გუმბათქვეშა); არ არის საკურთხევლისწინა, აღმოსავლეთი მონაკვეთი, რაც შვერილთა ორი წყვილის შემთხვევაში გვაქვს ხოლმე ასეთი ტიპის ტაძრებში. თვით საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი უჩვეულოდ განიერია, ნავის თითქმის მთელი სიგანის მომცველი.
გუმბათქვეშა სივრცე თითქმის 2,5-ჯერ აღემატება დასავლეთი მონაკვეთისას და 1,5-ჯერ დიდია აფსიდის სიღრმეზე. გეგმის ,,დაბრეცილობის’’ გამო, გუმბათქვეშ ტრაპეციული ფორმა წარმოიქმნება დ არა კვადრატული. როგორც ჩანს, შეცდომის რამდენადმე გამოსწორების მიზნით, სამხრეთ შვერილებს გუმბათქვეშა არისკენ სამი საფეხური გაუკეთეს, მაშინ როდესაც ჩრდილოეთი შვერილები ორსაფეხურიანია. ოთხივე შვერილის დასავლეთ მხარეს მცირე, სწორკუთხანიშებია ჩაჭრილი, სახატეებივით. სამხრეთ-აღმოსავლეთ შვერილის ნიშაში შემორჩენილია მხატვრობა- მოგრძო პროპორციების საფეხურებიან კვარცხლბეკზე შემოდგმული ჯვარი. ასეთივე ჯვარი სამხრეთ-დასავლეთი შვერილის ნიშაშიც აღმოჩნდა, თუმცა უფრო გამკრთალებული.

grZivi ganakveTi
ეკლესიაში გაჭრილია სამი კარი - დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების შუა არეზე. ჩრდილოეთით სწორკუთხა მინაშენია. ხოლო დასავლეთ და სამხრეთ მხარეს შემორჩა კარიბჭის ნაშთი. დასავლეთისა სამმხრივად გახსნილი და თითქმის კვადრატული გეგმისა იყო, სამხრეთისა - ერთი მხრიდან, ეკლესიის კარის ღერძზე, სამხრეთით გაჭრილი კარით.
სარკმლების განლაგების შესახებ ვერაფერს ვიტყვით. თუმცა, გათხრებმა გამოავლინა მოიისფრო მინის ნამტვრევები, მათ შორის ზოგიერთი მთლიანად იყო შემონახული- წრიული ფორმა ჰქონდა. ამაზე დაყრდნობით, მკვლევრებმა აღადგინეს ეკლესიის პირობით რეკონსტრუქციაზე გუმბათის სარკმლები, წრიული მინებით.

ეკლესია კარგად გათლილი ქვითაა ნაგები შიგნიდანაც და გარედანაც. ის გადახურული იყო კრამიტით, რომელიც ნანგრევებში აღმოჩნდა. მათ შორის იყო ანტეფიქსებიანი კრამიტებიც ჯვრების გამოსახულებებით. ეს არის ნაგებობის ერთადერთი შემორჩენილი დეკორის სახე. საფიქრებელია, რომ ისინი სახურავს ჰორიზონტალურ კიდეებში მიჰყვებოდა.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ნაჯახავოს ეკლესია ჭყონდიდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

ნ. გენგიური – „კუპელჰალე“, 2005წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016