zemo niqozis mTavarangelozis eklesia
(X s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
მთავარანგელოზის ეკლესია.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნიქოზის ცენტრში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ნიქოზი დაარსა ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) წარმართული სალოცავის ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო სპარსელებისაგან წამებული რაჟდენი.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma
|
ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია ჯვარგუმბათოვანია (8,5X5,3 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელები სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. სწორკუთხა დარბაზი შვერილი აფსიდიდ მთავრდება (აფსიდის შვერილი 1,7 მ). აფსიდში ერთი სარკმელია, აფსიდის გვერდებზე მომცრო უბეები, რომლებიც თავის მხრივ, სარკმლიანი აფსიდებით მთავრდება. ეკლესიის სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის მკლავები სწორკუთხაა. დასავლეთის მკლავი შედარებით გრძელია და გვერდებზე ოთხკუთხა უბეები აქვს. გუმბათი გრძივი კედლებიდან გამოწეულ პილონებს ეყრდნობა. აფრებზე ტრომპის მსგავსი ნიჟარისებრი თაღებია, ზემოთ – გუმბათის საყრდები ლილვები. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია. ეკლესიის სამივე შესასვლელის წინ მდგარა ღია თაღოვანი კარიბჭე. შემორჩენილია კარიბჭეების კრონშტეინები და მოჩუქურთმებულკაპიტელებიანი და ბაზისიანი ცილინდრული პილასტრები. შენობის ჩრდილოეთ ფასადზე, კარის მარცხნივ, გველეშაპთან მებრძოლი ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულებაა.
|
|
samxreT fasadi |
grZivi ganikveTi samx-ken |
გუმბათის ყელზე, ჩრდილოეთით, სამი ლომია გამოსახული. გამოსახულებები სქემატურია. ფასადებზე ზოგან ჩუქურთმიანი ქვებია ჩართული. გუმბათის ყელს გრეხილლილვებიანი უწყვეტი თაღი შემოუყვება. გუმბათის ლავგარდანი მოჩუქურთმებულია. ეკლესიის ლავგარდანი შედგება სხვადასხვა დროის ფრაგმენტებისაგან. შენობა გადახურულია ლორფინებით. ჩრდილოეთ ფასადზე არსებული ასომთავრული წარწერის თანახმად ეკლესია მიქაელ ეპისკოპოსს აუგია. დაზიანებული წარწერები სხვა ფასადებზე და გუმბათის ყელზეც არის.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, თბ. 1990წ
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
http://heritagesites.ge
http://www.patriarchate.ge
|