Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

xixanis (xirxaTis) cixe
(ganviT. feod. xana)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი, კოშკები, ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში დღემდე არსებულ სხვა ციხეებთან შედარებით. იგი მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული და ქართველ დიდებულთა ერთ–ერთ თავშესაფარი იყო. როცა მტერი სძლევდა თბილისისა და გორის სიმაგრეებს, ისინი ამ ციხეს აფარებდნენ თავს.
XIII საუკუნის 30-იანი წლებისათვის ციხეში, ერისთავთ-ერისთავების აბუსერისა და ვარდანის დავალებით, მათმა ძმამ ტბელმა, ქვის წმ. გიორგის ეკლესია ააგო. ტბელ აბუსერსიძე, ქართველი მწერალი და ასტრონომი, ავტორია მეცნიერულ–ლიტერატურული და ისტორიულ–რელიგიური თხზულებების.
ხიხანის ციხესა და თამარ მეფეს, უამრავი ლეგენდა აკავშირებს. ზოგჯერ ხიხანის ციხეს თამარის ციხესაც უწოდებენ.

3. adgilmdebareoba

ხიხანის ციხე მდებარეობს საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ხულოდან ???? კმ-ში, მდინარე სხალთის სათავეებში, მაღალ ციცაბო კლდის წვერზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

სხალთა-ხიხანისწყლის ხეობის კულტურულ-ეკონომიური აღმავლობა უკავშირდება ერისთავთ-ერისთავების აბუსერიძეების მოღვაწეობას. აჭარა მათ საერისთავოს წარმოადგენდა. აბუსერისძეთა გვარეულობას უკავშირდება ერთ-ერთი შესანიშნავი საფორტიფიკაციო ნაგებობის ხიხანის ციხის აგება. “მატიანე ქართლისაის” მიხედვით აბუსერ I აბუსერიძე XI საუკუნის შუა ხანებში ხიხათა ციხის მფლობელად იხსენიება. იგი XI-XIII საუკუნეებში ერისთავთ-ერისთავების სარეზიდენციო ციხე-ქალაქს წარმოადგენდა. ციხე აგებულია სტრატეგიული თვალსაზრისით მეტად მოხერხებულ ადგილზე. ხეობის სათავეში აღმართული ხიხანი მტრის პირველ დარტყმას ყოველთვის თავის თავზე იღებდა. წერილობითი წყაროების მიხედვით, გარკვეული დროის განმავლობაში ხიხანი მტრის ხელში ჩავარდნილა. მისი გამოხსნით საქართველოს მეფეები თამარი და დავით სოსლანი დაინტერესებულან. მათი დახმარებით ტბელ აბუსერიძის პაპებს აბუსერსა და სანანოს მტრისაგან გაუნთავისუფლებიათ.
XIII საუკუნის 30-იანი წლებისათვის ციხეში, ერისთავთ-ერისთავების აბუსერისა და ვარდანის დავალებით, მათმა ძმამ ტბელმა, ქვის წმ. გიორგის ეკლესია ააგო. ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით შემოინახა საინტერესო წერილობითი ცნონები, რომლის ავტორი თვით ტბელ აბუსერიძე გახლდათ. თხზულების წერისას 1233 წელს, როდესაც მშენებლობა ჯერ კიდევ არაა დასრულებული, ავტორი იქვე ზის და ამ საქმეს მეთვალყურეობს. მისი თხზულებიდან ირკვევა, რომ ეკლესიის მშენებლობა დიდ სიძნელეებთან ყოფილა დაკავშირებული: “მამულისა ჩუენისა კაცთა, წესისაებრ, დიდი ჭირი ნახეს, გარნა ბაკოელთა მეტისმეტად დიდი მოიჭირვეს”. აქვე იგი ასახელებს რამოდენიმე მიზეზს: ციხის მიუვალობა, ქვების მშენებლობის ადგილზე მიტანა და სხვა. ეკლესიის აშენების ინიციატორები იყვნენ სოფელ ბაკოს მკვიდრნი: “ვაზირობითა და შემოხუეწითა ხელვყავ ეკლესიისა მრავლითა სახელობითა აღშენება”. ხიხანის ეკლესიის შემკობისათვის დიდად უზრუნია ერისთავთ-ერისთავ აბუსერს, ხოლო ტბელ აბუსერიძის მეუღლეს ბაგულას კი მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანია მშენებლობის დასრულებაში.
ხიხანის ციხეს მომდევნო ეპოქებშიაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. აქ აღასრულა თავისი სიცოცხლე სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილმა. ახალციხის ფაშამ, სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილმა ისარგებლა ახალციხის ფაშის შერიფ-ბეგის პოლიტიკურ მდგომარეობით, ფაშობა წაართვა და ბოლოს ისე გათამდა რომ სულთანს ურჩობაც კი შეჰკადრა. განრისხებულმა სულთანმა წაართვა ფაშობა სელიმს და სიკვდილი მიუსაჯა. 1815 წელს გამოგზავნა მაჰმუდ-ფაშა მის სიკვდილის დასასჯელად. ეს რომ სელიმმა გაიგო, 400 კაცი შეიყვანა ხირხათის ციხეში, თან ერთი წლის სამყოფი საგზალიც შეიტანა. მაჰმუდ-ფაშამ 15 000 კაცისაგან შემდგარი ჯარი მიაყენა ხირხათის ციხეს და მის ძირში დაბანკდა. ორი თვის განმავლობაში იმის ცდაში იყო როგორმე ხელში ჩაეგდო სელიმ-ბეგი, მაგრამ ციხეს ვერასგზით ვერ მიუდგა. ამასობაში სელიმმა სულთანს კაცი გაუგზავნა: “შენთან მოვიდე, ყველაფერი მოგახსენო და თუ მტყუანი ვიყო მაშინვე მომკალიო”. მაგრამ სანამ სულთანის პასუხი მოვიდოდა, სელიმის საუბედუროდ ციხე შიგნიდან გატყდა. მის ბაირაღთარს ვერცხლის მოყვარეობამ სძლია, მუჰამედის მიერ მოსყიდული იქნა. სელიმი ციხიდან გამოიყვანეს და სანამ თავს მოჰკვეთდენ, სამი დღე-ღამე არ აძინეს, რომ თავის მოკვეთისას ტანჯვა არ ეგრძნო. ბოლოს ნახეს ერთი არტანუჯელი სომეხი, მისცეს ერთი ოქრო და რომელმაც მოჰკვეთა თავი სოფელ ბაკოს ზემოთ, სწორედ იმ ადგილას რომელსაც ახლა “სერი-ყანა” ჰქვიან. სიკვდილის წინ მან ამაყად განაცხადა: მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, რომ გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებო. მოგვიანებით ეს სომეხი სელიმის შვილს უნახავს და მოუკლავს. აჭარელი გმირის სიკვდილის შემდეგ ორი საათიც არ გასულიყო, რომ სულთნის ფირმანიც მოსულა: ”თუ დაიჭირეთ სელიმი ცოცხალი მომგვარეო“. მაჰმუდ-ფაშამ ამის მაგიერ სელიმის თავი სულთანს ჩაუტანა სტამბოლში, როგორც ტროფეი. სულთანს ძალიან ეწყინა და ჰკითხა: ‘”ფირმანი რა უყავიო”. სიკვდილის შემდეგ მოვიდაო – რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არ დაგნანია, აღარც მე მეცოდებიო”. და ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ. სელიმის თავი სტამბოლშია დაკრძალული და ქების წარწერაც აქვს მის საფლავის ქვასაო”, ხოლო ტანი კი სოფელ ნიგაზეულში ქართველებმა დაასაფლავეს.
2003 წელს, ციხე–სიმაგრესთან მისასვლელი საავტომობილო გზა, ციხეზე ასასვლელი ბილიკი და ციხეზე დარჩენილი ნაშთების აღდგენითი სამუშაოები დაწყებული იქნა თეიმურაზ კომახიძისა და მისი მეუღლის ნარგიზა აბაშიძის მიერ. სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა ანზორ ბოლქვაძემ, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

გადმოცემით, ხიხანის ციხეს ბევრი მიწისქვეშა საიდუმლო გზები ჰქონია, რომელთა საშუალებით ბლოკადის ან სხვა გაჭირვების დროს ახლომახლო სოფლებს უკავშირდებოდნენ.
ხიხანის ციხესა და თამარ მეფეს, უამრავი ლეგენდა აკავშირებს:
ხიხანის ციხესთან ახლო მდებარე სოფელ ბაკოში არის გვირაბი. მოსახლეობა მას ყვიახოს (ახალი ჭა) მაღაროს ეძახის. თქმულების თანახმად, ეს გვირაბი დაკავშირებული იყო ხიხანის ციხესთან, საიდანაც თამარ მეფე სალოცავად დადიოდა ზარზმის მონასტერში და აგრეთვე,  ამ საიდუმლო გზით თამარს მდინარიდან წყალი ამოჰქონდა.
თამარ მეფე, ხიხანის ციხიდან პრასნაულის მთის ქვეშ გაყვანილი გვირაბით, სოფელ ყველში – ფოცხოვის ხეობაში გადადიოდა. როცა ირანის შაჰმა ამ გვირაბს მიაგნო, მაშინ მისი ჯარი ჩაუსაფრდა თამარ მეფეს და მოინდომა მისი შეპყრობა. თამარ მეფე არ ჩაბარდა შაჰს და თავი მოიწამლა. საწამლავი მას წინასწარ ჰქონდა შენახული ბეჭდის თვალში შავი დღისთვის.
ერთხელ, როცა ხიხანის ციხეში მყოფი თამარ მეფე სტუმრებისთვის კერძს ამზადებდა და ქვით ფილში სუნელს ნაყავდა, მას აცნობეს, რომ ციხეს მტერი შემოესია. თამარ მეფე გაბრაზდა, აღელვებულმა ეს ქვა ციხიდან გადმოისროლა და იგი  თხილვანას მიდამოებში მიწაში ჩაერჭო. ის ადგილი სადაც ამჟამად ეს ქვა ძევს, ციხიდან 5–6 კმ–ითაა დაშორებული და ორ ტონაზე მეტს იწონის. სხვა ცნობის მიხედვით, თითქოს თამარ მეფეს ამ ქვაზე ჰქონია მიბმული თოკი, რომლის მეორე თავი მიმაგრებული იყო ხიხანის ციხეზე და ამ გზით სოფელ თხილვანიდან ციხეზე აჰქონდათ სურსათი და სხვა ნივთები.
როცა აჭარას აღმოსავლეთით ურდოები შემოესიენ, მაშინ თამარ მეფემ ხიხანის ციხეს შეაფარა თავი და იქიდან მიწისქვეშა საიდუმლო გზით სხალთის ეკლესიაში დადიოდა სალოცავად. როცა მტერმა მიაგნო მის გზას და შეპყრობას უპირებდა, თამარ მეფე მტერს არ ჩაბარდა და საწამლავი დალია.
თამარ მეფეს დევნიდა მირზა სპარსი. მას სურდა რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ხელთ ჩაეგდო იგი ან მკვდარი, ან ცოცხალი. თამარი თავისი ჯარით ბათუმიდან გამომგზავრებულა მახუნცეთში, იქ აუგია უბოძო (თაღიანი ხიდი). შემდეგ თითქოს მახუნცეთიდან ნაბიჯი გადაუდგამს და მეორე ფეხით დანდალოში დამდგარა. აქაც უბოძო ხიდი (ახლანდელი დანდალოს თაღიანი ხიდი) აუგია. აქაურობა არ მოსწონებია და შუახევში გადასულა. მას გამოდევნებია მირზა სპარსი და წყალს გაღმა დაბანაკებულა, თამარ მეფის სადგომის პირდაპირ, საიდანაც ათვალიერებდა მეფეს. თამარს აქედან უსვრია მისთვის ისარი და როცა დაუნახავს, რომ მირზა სპარსი დაბარბაცებულა, უფიქრია მოვკალიო. სინამდვილეში კი მხოლოდ მირზას ოქროს სკამს მოატეხა ფეხი. როცა ეს თამარს შეუმჩნევია, წასულა იქიდან ხიხანს და იქ ციხე აუგია. მას აქაც მოსდია მტერმა. მაშინ მეფე არტაანში გადასულა. მტერი დევნას განაგრძობდა, როცა თამარ მეფეს გადაუწყვეტია, რომ ამ შაჰ ყიზილბაშს ვერ გადავურჩებიო, თავი მოუწამლავს და თავისი ამალისათვის ანდერძად დაუტოვებია: ისეთ ადგილას დამმარხეთ, რომ მან ვერ მნახოსო.
როგორც ჩანს, აჭარაში ძველი დროის ყოველ მნიშვნელოვან ძეგლს, თამარ მეფეს მიაწერენ. ეს ლეგენდები თამარ მეფის შესახებ გამოხატავს ხალხის რწმენას მისი ძლიერებისადმი.  

7. arqiteqturuli aRwera

xixanis cixe xixanis cixe

 

xixanis cixe

ხიხანის ციხის ფართობი თითქმის ერთი ჰექტარამდეა. მისი მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული. დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული.
ა) ციხეს ჰქონდა გალავანი. მის წყობაში აქა–ია აგურიცაა გამოყენებული. ალაგ–ალაგ გადარჩენილი კედლების სიმაღლე 5–6 მ–ს აღწევს. სისქე 90–95 სმ–ია. გალავნის კედლები კლდის გარე მიუვალ კიდეებზეა მორგებული, ამიტომაც მისი გეგმაც ძირითადად რელიეფს მიუყვება. ამჟამად გალავნის კედლები ბევრგან დაზიანებულ–ჩაქცეულია.
ბ) ხიხანის ციხის გალავანს ჰქონია ოთხი კოშკი. პ ი რ ვ ე ლ ი  კ ო შ კ ი  მათგანი მდებარეობს ციხის სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეში, მისასვლელი გზის მარცხენა მხარეს. კოშკი საგრძნობლადაა დაზიანებული. შედარებით უკეთესად გადარჩენილია მისი აღმოსავლეთ კედელი. კოშკი ორსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო (4.5X3.5 მ).
მ ე ო რ ე  კ ო შ კ ი  პირველისაგან 45 მეტრითაა მოშორებული. გადარჩენილია დასავლეთისა და ჩრდილოეთის მაღალი კედლები, დანარჩენი საძირკვლამდეა მორღვეული. კედლებში დატანებულია სათვალთვალო სარკმლები. ხის კოჭებისათვის განკუთვნილი ბუდეების მიხედვით, ეს კოშკი სამსართულიანი ყოფილა (4.5X3.8 მ).
მ ე ს ა მ ე  კ ო შ კ ი  მეორედან 185 მეტრითაა დაშორებული. ესეც ოთკუთხედის შემოწერილობისაა.  გადარჩენილია დასავლეთი და სამხრეთი კედლები. კოშკიც რამდენიმე სართულიანი ყოფილა (4.8X4.2 მ).
უკეთესადაა შემონახული მ ე ო თ ხ ე  კ ო შ კ ი. იგი სამსართულიანია. ჩრდილო–აღმოსავლეთიდან გაჭრილი შესასვლელი კარი 3 მ–ის სიმაღლეზეა. როგორც ჩანს, აქ იყენებდნენ ასაწევ კიბეს (5X4.5 მ).

gegma da Wrilebi

გ) წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნაშთები ციხის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ მონაკვეთში მდებარეობს.  შემორჩენილია საძირკველი. ეკლესია პატარა ზომისაა (5.5X3.5 მ). იგი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას. ორსაფეხურიან ცოკოლზე აღუმართავთ საკმაოდ სქელი კედლები (სისქე 0.55 მ). შედარებით უკეთაა შემონახული აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლები (სიმაღლე 1.5–1.7 მ). კედლების როგორც გარეთა, ასევე შიდა ზედაპირი მოპირკეთებულია მოსწორებულ ზედაპირიანი ქვებით. მათ შორის მდებარე არე შევსებულია კირხსნარიანი ქვა–ღორღით. სახურავი ჰქონდა ორქანობიანი. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. ადრე აქ ხის ეკლესია ყოფილა.
დ) ციხის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. ციხის შუა მოედანზე არის დიდი ორმოს (ჭა), რომელიც საიდუმლო საწყობს, თოვლის შესანახს მოგვაგონებს. ამჟამად ის ნაწილილობრივ ამოვსებულია. ჭის დიამეტრი 2 მ–ია. ციხის ტერიტორიაზე აგრეთვე აღმოჩენილია თონისა და მარნის ნაშთები. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით „ტკბილს მოიტანდნენ ბარიდან ჩაასხამდნენ აქა და დადგების ღვინო კეთილი და გემოიანი“.  ერთ–ერთ მოზრდილი შენობის (9.85X9.5 მ–ზე) 3.5 მ სიმაღლის აღმოსავლეთ კედელში კარიცაა დატანებული (0.92 მ).

xixanis cixe xixanis cixe


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ხიხანის ციხის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია სხალთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ხ. ახვლედიანი – „ხიხანის ციხისა და ეკლესიის ისტორიისათვის“ – ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში, 1955წ.
2. შ. მამულაძე – „აჭარისწყლის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები“, გზამკვლევი, 2000წ.
3. ინტერნეტ ბმული – http://ka.wikipedia.org
4. ფოტოების ავტორი – გიორგი კიღურაძე, ზაზა ქარდავა.

10. marSruti

დადგინდება

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://old-garemo.dlf.ge

http://blogroll.ge

http://xixani.co.cc

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016