berbukis mTavarangelozis
eklesia
(XIX s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 5 კმ–ში, მდინარე მეჯუდას მარცხენა ნაპირას მდებარე სოფელ ბერბუკისს განაპირას სამხრეთით.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ეკლესია აგებულია 1830 წელს. Mმისი აღმშენებლები გიგაურები ყოფილან, რასაც აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე, მარმარილოს პატარა დაფაზე არსებული მხედრული, სამშენებლო წარწერა (დაზიანებულია) გვამცნობს.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
ეკლესია დარბაზულია (11,7X7,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია აგურით. Eეკლესიის არქიტრავით გადა ხურული შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. სამხრეთის კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთისაში _ ერთი. Dდარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია. კამაროვანი გადახურვა ემყარება დარბაზის შუა საბჯენ, დასავლეთ კედლისა და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ თაღებს. დასავლეთის ფასადზე გამოსახულია აგურის სამი მოზრდილი ჯვარი. შენობას შემოვლებული აქვს აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი და რამდენიმე სარტყელი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ. 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
http://www.dzeglebi.com
|