Jinvalis eklesia
(XVII-XVIII ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ჟინვალის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 15 კმ–ში მდებარე დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით, 0,5 კმ-ზე, ბიჩნიგაურების უბანში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
ეკლესია დარბაზულია (5,5X3,9 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთ კედელი, დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი და კამარის სამხრეთ გვერდი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღით, ხოლო შიგნით თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, აგურით გამოყვანილი პატარა თაღოვანი სარკმელია. აფსიდის თაღი, რომლის მთლიანად აგურითაა ნაწყობი, რიყის ქვის ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. შემორჩენილია ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლის მხოლოდ ერთი წირთხლი და ქვის ბრტყელი გადახურვის ნაწილი. 1940-იან წლებში, ეკლესიის სხვა დანიშნულებით გამოყენებისას, აფსიდის იატაკი 1 მ-ით აუმაღლებიათ, რომლის შუაში პატარა წრიული ავზი მოუწყვიათ კვადრატული დარბაზის ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ კიდეში პატარა სწორკუთხა ნიშია. ინტერიერის შელესილობის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. დარბაზის რიყის ქვით ნაწყობი კამარა შეისრული ფორმისაა. ფასადების საპირე წყობა რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებითაა შექმნილი. ჩრდილოეთის ფასადზე შემორჩენილია აგურის საფეხუროვანი ლავგარდნის ნაწილი, რომელიც კუთხის შვერილი და სწორად დაწყობილი აგურის რიგების მონაცვლეობითაა შედგენილი. ეკლესია გადახურული იყო ღარიანი კრამიტით.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ჟინვალის ეკლესია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ2, 2004წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://www.nplg.gov.ge
|