შემორჩენილი ნაგებობების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ რომ აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი უნდა ყოფილიყო.
1956 წელს კაზრეთის კომპლესი კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს მიერ გაწმენდილ იქნა გარედანაც და შიგნიდანაც (მანამდე ეკლესია ცოკოლიდან ერთი მეტრის სიღრმეზე იყო მიწით დაფარული);
3. adgilmdebareoba
კაზრეთის სამების ეკლესია მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთის აღმოსავლეთით, მადნეულის სიახლოვეს.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
კაზრეთის სამების ეკლესია აგებულია მეფე ლაშა გიორგის მიერ XIII საუკუნეში.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
foto
კაზრეთის სამების ეკლესია, გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის დარბაზული ეკლესიაა, რომელსაც სხვადასხვა დროის მინაშენები აქვს ჩრდილო–აღმოსავლეთ და სამხრეთ–დასავლეთით. ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო კვადრებით, რომელსაც ქვედა რიგში ბაცი მომწვანო წყობა მიუყვება, რაც საკმაოდ ცხოველხატულ ელფერს სძენს ფასადებს. ფასადებს ასევე აცხოველებს მდიდრული დეკორი, რომელსაც ქმნის სარკმლის მოჩარჩოება, მოჩუქურთმებული კარნიზი, საფასადე ჯვარი და სხვ.
ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული ღრმა აფსიდით ბოლოვდება. აქვს პორტალებით შემკული ორი შესასვლელი ჩრდილოეთით და დასავლეთით. მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთისაა.
dasavleTi fasadi
გეგმის მეორე თავისებურება (გარდა ჩრდილოეთით მოწყობილი მთავარი შესასვლელისა, რაც გეოგრაფიული პირობებით იყო ნაკარნახევი) ისაა, რომ აქ ახლებურად არის გადაწყვეტილი აღმოსავლეთის ნაწილი – აფსიდის კედელში ორი გვერდითი სადგომის ნაცვლად მოწყობილია – ერთი, ჩრდილოეთის მხარეს. სამხრეთით კი აფსიდის კედელში ცრუ კამარაა.
შენობის ინტერიერი ჩვენამდე თავდაპირველი სახით არ მოღწეულა. ჩანგრეული ჰქონდა კამარა და სამხრეთის კედელი. დასავლეთის კედელი დამატებითი კედლის წყობით არის გამაგრებული.
eklesiis gegma
ტაძარი მოხატული ყოფილა, საკურთხეველში შემორჩენილია ეკლესიის მამათა რიგი და მოციქულთა ფიგურები. ასევე ფრაგმენტულად ჩანს ქრისტოლოგიური ციკლი და ცალკეული წმინდანები (ჯვარცმა, კოზმა და დამიანე და სხვ.).
ამჟამად კაზრეთის სამების ეკლესია რესტავრირებულია და შიგნით მიმდინარეობს მოხატვა.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
კაზრეთის სამების ეკლესია ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.
9. gamoyenebuli masalebi
ვახტანგ დოლიძე – „კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი“ ძეგლის მეგობარი #20 1970წ.