tirZnisis samebis
eklesia
(XI s.)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ტირძნისის სამების ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 18 კმ–ში მდებარე სოფელ ტირძნისის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
2010 წლის 22 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა გორის რაიონის სოფელ არბოს წმ. გიორგისა და ტირძნისის სამების ეკლესიები მოინახულა. ტაძრების რესტავრაცია აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გრანტით განხორციელდა. 49 400 დოლარის ოდენობის გრანტი 2009 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.
წყარო: http://trialeti.ge
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
ტირძნისის სამების ეკლესია დარბაზულია (8,6X5,6 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, სარკმლის საპირეები და ლავგარდანი თლილი ტუფის ქვისაა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, თითო სარკმელი დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია. ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი დასავლეთ კედლისა და გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა. დასავლეთ ფასადის სარკმლის თავზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ფრონტონის წვერზე დგას ეკლესიის ქვაში გამოკვეთილი მაკეტი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ტირძნისის სამების ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. რესტავრირებულია და მოქმედია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ5. 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://heritagesites.ge
http://trialeti.ge
http://dzeglebi.com
|