Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

პარეხი
(IX-X ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ჩრდილოეთის ეკლესია, სამხრეთის ეკლესია, კლდეში ჩაშენებული სამლოცველო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

IX-X საუკუნეებში პარეხი გარკვეულ როლს ასრულებდა საეკლესიო-სამონასტრო და კულტურულ ლიტერატურულ ცხოვრებაში. პარეხელ მოღვაწეებს დაუწერიათ ამ სავანის დამაარსებლის „მიქელ პარეხელის ცხოვრება“, რომლითაც ბასილი ზარზმელს (X საუკუნე) უსარგებლია „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ წერისას. ცნობილია აგრეთვე მწიგნობარი ილარიონ პარეხელი (დაახლოებით IX-X საუკუნეების მიჯნა), რომელსაც პატივით იხსენიებს გიორგი მერჩულე (X საუკუნე).
ჩრდილოეთის ეკლესიის იშვიათი თავისებურებაა ნახევარწრიულად შვერილი აფსიდი. ამგვარი გადაწყვეტა არ გვხვდება შავშეთ-კლარჯეთის არცერთ სხვა ეკლესიაში.
აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე გამოყენებულია თავისებური მხატვრული ხერხი - ქვის წყობის დაბალი და მაღალი რიგების მონაცვლეობა. ანალოგიური წყობა საქართველოს სხვა რეგიონებიდან ცნობილია მხოლოდ შიდა ქართლში და იქაც ერთადერთი ნიმუშით - წირქოლით.

3. adgilmdebareoba

პარეხი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ამავე რაიონში, ისტორიულ კლარჯეთში, ისტორიულ სოფელ პარეხიდან (დიუყანალა) (Duganla) 2 კილომეტრში, მდინარე დუგანალას (ბერთისწყლის შენაკადის) ხეობაში.  

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

პარეხის მონასტრის დაარსების თარიღი დანამდვილებით დადგენილი არ არის. ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია „სერაპიონ ზარზმელის ცხორების“ დათარიღებასთან, რომელიც მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
კლარჯეთის იმ სავანეთა შორის, რომლებიც 830-40-იან წლებში მოიარეს ბაგრატ კურაპალატმა და მისმა ძმებმა, პარეხი არ იხსენიება. მოგვიანებითაც აქ ერთხანს მხოლოდ ანაქორეტი ბერები ცხოვრობდნენ (ჯერ მიქაელი, შემდეგ ბასილი). იმ დროს, პარეხი მახლობლად მდებარე ბრეთის მონასტრის ერთგვარ შტოდ განიხილება („ბრეთის პარეხნი“). დამოუკიდებელი კოინობიური მონასტერი პარეხში, როგორც ჩანს, აღმოცენდა IX საუკუნის II ნახევარში. იმ მოღვაწეთა შორის, რომელთაც ხელეწიფებოდათ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერა, გიორგი მერჩულეს დასახელებული ჰყავს „ღმერთშემოსილი მამაი ილარიონ პარეხელი“.
IX-X საუკუნეებში პარეხი გარკვეულ როლს ასრულებდა საეკლესიო-სამონასტრო და კულტურულ ლიტერატურულ ცხოვრებაში. პარეხელ მოღვაწეებს დაუწერიათ ამ სავანის დამაარსებლის „მიქელ პარეხელის ცხოვრება“, რომლითაც ბასილი ზარზმელს (X საუკუნე) უსარგებლია „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ წერისას. ცნობილია აგრეთვე მწიგნობარი ილარიონ პარეხელი (დაახლოებით IX-X საუკუნეების მიჯნა), რომელსაც პატივით იხსენიებს გიორგი მერჩულე (X საუკუნე).

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

gegma da ganivi Wrili

ვრცელი მონასტრების - ოპიზის, მიძნაძორის, წყაროსთავის, ხანძთის, დოლისყანისა და შატბერდის გვერდით კლარჯეთში იყო უფრო მცირე სავანეებიც, რომლებშიც დიდი გუმბათიანი ეკლესიების აგების არც შესაძლებლობა იყო და არც საჭიროება. ასეთ პატარა მონასტრებს შედარებით მოკრძალებული ზომის ბაზილიკური ან დარბაზული ეკლესიები ემსახურებოდა. ასე იყო პარეხში, სადაც ორივე აღნიშნული ტიპის ნაგებობა შემოინახა.
ა) ჩრდილოეთის ეკლესია დიდი დარბაზული ნაგებობაა. მისი სამხრეთი ნახევარი სუბსტრუქციაზე დგას. შენობა ძლიერ არის დაზიანებული: ჩანგრეულია კამარა, კონქი, სამხრეთ კედელი თითქმის მთლიანად და სხვა კედლების ზედა ნაწილები. ეკლესიის ძირითად სივრცეს წაგრძელებული მართკუთხედის ფორმა აქვს. აღმოსავლეთიდან მას ეკვრის საკურთხევლის აფსიდი, რომელიც გარეთ ნახევარცილინდრული მოცულობის სახით არის გამოშვერილი. მის ქვეშ სუბსტრუქციაც შესაბამისად მრგვალდება. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ჩრდილოეთიდან ეკლესიას აქვს თანადროული მომცრო ეგვტერი, ასევე აფსიდიანი. ისინი ერთმანეთს კარით უკავშირდება (სხვა შესასვლელი ეგვტერს არ გააჩნია). ეკლესია ნაგებია უხეშად ნატეხი ქვით. შემკულობის კვალი არსად ჩანს.
საერთო პროპორციებითა და საშენი მასალის დამუშავების ხასიათით პარეხის დარბაზული ეკლესია IX საუკუნეს შეიძლება მივაკუთვნოთ. საფიქრელია, რომ ის აშენდა მალევე მას შემდეგ, რაც მარტო მყოფი პარეხელი ბერების მიქაელისა და ბასილის შემდეგ აქ მონასტერი აღმოცენდა, კერძოდ, IX საუკუნის II ნახევარში. შენობის იშვიათი თავისებურებაა ნახევარწრიულად შვერილი აფსიდი. ამგვარი გადაწყვეტა არ გვხვდება შავშეთ-კლარჯეთის არცერთ სხვა ეკლესიაში.

centraluri nawili

ბ) დარბაზული ეკლესიის სამხრეთით, მასზე ქვემოთ დგას მეორე, უფრო დიდი სამხრეთის ეკლესია - სამნავიანი ბაზილიკა. შენობები მცირეოდენ განსხვავებულად არის ორიენტირებული და, ამდენად, ერთმანეთის პარალელურად არ დგას: მანძილი მათ შორის აღმოსავლეთ ბოლოში ერთ მეტრზე ნაკლებია, დასავლეთისაკენ იზრდება და 2,5 მეტრს აღწევს.
ბაზილიკა მთლიანად სუბსტრუქციაზე დგას. ის დარბაზულ ეკლესიაზე მეტად არის დაზიანებული: მთლიანად ჩაქცეულია გადახურვა, ნავების გამყოფი ბურჯები, თაღები და მათზე აღმართული კედლები. სანახევროდ დანგრეულია აფსიდი და გარე ჩრდილოეთ კედელი. გადარჩენილი ნაწილები მოწმობს, რომ ნავები გაყოფილი იყო სამ-სამი დაბალი თაღით, რომლებიც ეფუძნებოდა ორ წყვილ ბურჯს. ნიკო მარი, რომელმაც ჯერ კიდევ მიუსწრო ბურჯებს, წერს, რომ მათ სადა, ბრტყელი მართკუთხა კაპიტელები ჰქონდა. დასავლეთ კედელზე თაღები ეყრდნობოდა პილასტრებს, რომლებიც დღემდე შემოინახა.
საკურთხევლის აფსიდი უჩვეულოდ ღრმაა (სიღრმე თითქმის უტოლდება სიგანეს), გეგმით ოდნავ გამრუდებული კვერცხისებური ფორმისა. მის აქეთ-იქით ძალიან ვიწრო და გრძელი უაფსიდო პასტოფორიუმებია. მათ კედლებში აფსიდის მხარეს დიდი ნიშებია მოწყობილი.  შესასვლელები პასტოფორიუმებს დასავლეთიდან აქვს. გარდა ამისა, ჩრდილოეთის სათავსი (სამკვეთლო) უშუალოდ აფსიდსაც უკავშირდება კარით. თვით ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან, ორივე შიგნით თაღოვანი, გარედან ზღუდარიანი. ახლა ორივე მიუდგომელია (ეკლესიაში მოხვედრა მხოლოდ ნახევრადდანგრეული ჩრდილოეთ კედლის გადავლით შეიძლება) ადრე დასავლეთ კარის წინ იყო პატარა ტერასა, რომლისკენაც ზემოდან კიბე ჩადიოდა. სამხრეთის კარს, რომელიც უფსკრულს გადაჰყურებს, შესაძლოა, ხის კიბე ადგებოდა. ამ კარის ზღურბლის ქვემოთ ვ. ჯობაძემ ძელების ჩასამაგრებელი ღრმულები შენიშნა, რაც მოწმობს, რომ კარის წინ ხის კოსნტრუქცია იყო - აივანი (ასე ფიქრობს ვ. ჯობაძე) ან კიბის ბაქანი.
საკურთხევლის აფსიდისა და სამხრეთ ნავის სამხრეთ კედელში თითო დიდი სარკმელია. შესაძლოა, სინათლე დამატებით შემოდიოდა შუა ნავის დანგრეული გრძივი კედლების სარკმლებიდანაც. პასტოფორიუმებს აღმოსავლეთიდან პატარა სარკმლები აქვს.

xedi samxreT-aRmosavleTidan

პარეხის ბაზილიკის მშენებლობის ხარისხი შესამჩნევად უკეთესია ვიდრე დარბაზული ეკლესიისა. კედლების შიდა და გარე წყობას შეადგენს სწორ რიგებად დალაგებული თანაბარზომიერი ქვები. ისინი სუფთად არ არის გათლილი, მაგრამ მიცემული აქვს ასე თუ ისე აკურატული ფორმა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე გამოყენებულია თავისებური მხატვრული ხერხი - ქვის წყობის დაბალი და მაღალი რიგების მონაცვლეობა. ანალოგიური წყობა საქართველოს სხვა რეგიონებიდან ცნობილია მხოლოდ შიდა ქართლში და იქაც ერთადერთი ნიმუშით - წირქოლით. საფიქრელია, რომ პარეხელმა ოსტატმა ამ მხატვრულ ხერხს დამოუკიდებლად „მიაგნო“, ყოველ შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენია ის წირქოლიდან ესესხა.
პარეხის ეკლესია გეგმის პროპროციებისა და ზოგადი სტრუქტურის მხრივ ძალიან ახლოს დგას შავშეთ-კლარჯეთის ორ სხვა სამნავიან ბაზილიკასთან - სათლესთან და სვეტთან. უეჭველია, რომ სამივე დროის ერთ, შედარებით ვიწრო მონაკვეთში - IX საუკუნის მიწურულსა და X საუკუნის I ნახევარშია აგებული, ამასთან, სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისით პარეხი ყველაზე ადრეული ჩანს. ეს საფუძველს გვაძლევს პარეხის ბაზილიკა IX-X საუკუნეთა მიჯნით დათარიღდეს. როგორც ჩანს, დარბაზული ეკლესია იმხანად უკვე ვეღარ იტევდა მონასტრის სწრაფად გაზრდილ ძმობას და საჭირო გახდა უფრო ტევადი შენობა.
გ) ეკლესიიდან დაშორებით 150 მეტრით აღმოსავლეთით შეღმავებულ კლდეში ჩაშენებულია დარბაზული აფსიდიანი სამლოცველო. მისი გადაზურვა ჩანგრეულია, ძლიერ დაზიანებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებიც. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები, რომლებიც პირდაპირ კლდეზეა მიშენებული, უკეთ შემოინახა. კლდე ნაწილობრივ იჭრება შენობის ინტერიერშიც - ის ჩანს აფსიდის სამხრეთ ნაწილში. კარი სამლოცველოს ჩრდილოეთიდან ჰქონდა (ახლა მორღვეულია) - აქედან ადგება მას ბილიკი. კედლები უხეშად ნატეხი ქვით არის ნაშენი და შიგნიდან შელესილია. აფსიდში შემოინახა ბათქაშის ფრაგმენტი ზედ დატანილი ძლიერ გაცრეცილი ფრესკული ასომთავრული წარწერით.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

მამაწმინდის ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. დ. ხოშტარია - „კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები“, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბ. 2005წ.
2. მასალები გამოყენებულია ინტერნეტ ბმულ www.virtualtao-klarjeti.com - დან

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://ka.wikipedia.org/მიქელ პარეხელი

http://gardaqmna.ucoz.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016