Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

მჭადიჯვრის მთავარანგელოზის
ეკლესიის კომპლექსი
(1668 წ)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, სამრეკლო და ციხე-გალავანი;

2. mniSvnelovani da saintereso informacia

მჭადიჯვრის მთავარანგელოზის ეკლესიის ცენტრლურ გუმბათოვანი ნაგებობა ერთ-ერთი უდიდესია გვიანდელ შუა საუკუნეების ტაძართა შორის. მისი სიმაღლეა 23 მ.

3. adgilmdebareoba

მჭადიჯვრის მთავარანგელოზის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ-ში მდებარე სოფელ მჭადიჯვრის ცენტრში.

ძეგლის მდებარეობის კოორდინატები: 42°01'.063"N; 44°35'54"E;

4. ruka

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. istoriuli mimoxilva

წარწერა

წარწერის მიხედვით, ეკლესია 1668 წელს აუგია დომენტი კათოლიკოსს, ხოლო ციხე-გალავანი - კონსტანტინე მუხრანბატონს 1746 წელს.

ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში, ქართლის ერთერთი დარბევის დროს ლეკებმა სოფელი მჭადიჯვარი ააოხრეს, თუმცა ეკლესია დანგრევას გადაურჩა. 1746 წელს კონსტანტინე მუხრანბატონმა აღადგინა სოფელი და ააშენა მჭადიჯვრის ეკლესიის  გარშემო ციხე-გალავანიც: „რათა კაცრიელ იქნას და ეშენონ კაცთა და მტერთა და მარბიელთაგან უვნებლად“.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

მჭადიჯვრის ეკლესიის კომპლექსის გეგმა მთავარანგელოზთა ეკლესიის გეგმა

ა) ეკლესია გუმბათოვანია (20.4X17X23 მ სიმაღლე იატაკიდან გუმბათის წვერომდე 23 მ), ნაშენია აგურით. ყველა საბჯენი თაღი, იმპოსტი, შესასვლელების ტიმპანები, სარკმლების თაღები და კონსოლები თლილი ქვისაა. ნაკერი აგურებს შორის პირამდე დუღაბითაა ამოვსებული, რის გამოც კედლებს გლუვი ზედაპირი აქვს. შესასვლელი სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (ამოქოლილია). ეკლესიის შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის წინ ბემაა.

განაკვეთი სამხრეთისაკენ

საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვანეა (ორივე აფსიდიანია, თითო სარკმლით). ორივე სათავსი თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება საკურთხეველსაც და სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავებსაც (ამჟამად მკლავებში გასასვლელები ამოქოლილია). სამკვეთლოსა და სადიაკვნის თავზე კამარით გადახურული, უაფსიდო და უსარკმლო თითო ოთახია, რომლებსაც შესაბამისი მკლავის მხარეს (დასავლეთით) თლილი ქვით გამოყვანილი თითო ორმაგი თაღი აქვს - თაღებს შორის სვეტით. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის შვერილებსა და ორ, თავისუფლად მდგომ, რვაწახნაგა ბოძს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების მშვეობით ხდება. გუმბათის ყელში თორმეტი სარკმელია, ჯვრის მკლავებში - ათი, მ. შ. სამ-სამი დიდი სარკმელი ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავებშია. დასავლეთის მკლავის ღერძზე ერთი მაღალი და ვიწრო სარკმელია, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ მონაკვეთში, დაბლა თითო პატარა სარკმელი. აფსიდში ერთი დიდი სარკმელია, რომლის ქვემოთ, ერთ დონეზე, სამი ერთნაირი ისრულთაღიანი ნიშია.

აღმოსავლეთი ფასადი დასავლეთი ფასადი ჩრდილოეთი ფასადი


ფასადები ძირითადად ყრუ თაღებითაა მორთული. აღმოსავლეთის ფასადის თაღებიდან სამი განიერი თაღი (შუა ძალიან მაღალი, განაპირები უფრო დაბალი) ძირითადად სიბრტყეებს შემოსაზღვრავს, ხოლო ორი, შედარებით ვიწრო - აფსიდის სარკმლის გვერდებზე არსებულ სამკუთხა ნიშებს. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადები ერთმანეთის მსგავსია, თითეულ მათგანზე ექვსი ერთნაირი სიმაღლის თაღია, სამხრეთით, კარის ტიმპანზე, მხედრული სამშენებლო წარწერაა. დასავლეთის ფასადის ქვედა ნაწილში, ერთ დონეზე, განლაგებულია ხუთი უწყვეტი თაღი. შუა თაღის ზევით, სადა სიბრტყეზე, სარკმელია. შუა თაღის არეში, კარის ტიმპანზე, ასომთავრული მხედრული სამშენებლო წარწერაა.

გუმბათის ყელი გუმბათი

თორმეტწახნაგა გუმბათი მაღალი და განიერია, შემკულია ლეკალური აგურით გამოყვანილი თაღედით. თაღების არე ჰორიზონტალური ლილვებითაა გამოყოფილი წახნაგების ქვედა არისაგან, რომელშიც სარკმლებია გაჭრილი. ფასადები დაგვირგვინებულია აგურის ლავგარდნით, რომლის პროფილს ჩვეულებრივად დაწყობილი აგურის სამი საფეხური შეადგენს. გუმბათის ლავგარდანი ქვისაა - საფეხუროვანი.

შიდა ინტერიერი კონქი საკურთხეველი


ბ)
ეკლესიის დასავლეთ ფრონტონის კეხზე დგას XIX საუკუნის სამრეკლო - ოთხ კვადრატულ ბოძზე დაყრდნობილი თაღებით შექმნილი და ნახევარსფერული თუნუქის სახურავით დასრულებული ფანჩატური. ადრე ეკლესია გადახურული ყოფილა მოჭიქული (მომწვანო ლურჯი) კრამიტით. ამჟამად სახურავი თუნუქისაა.

ციხე-გალავანი. განიკვეთი დასავლეთისკენ
გ) ციხე-გალავანი გეგმით ოთკუთხაა (49.5X34.4 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით (კონსტრუქციები, ქონგურები, სალოდეები). კუთხეებში ცილინდრული კოშკებია. გალავნის ძირითადი ნაწილი დანგრეულია, აღმოსავლეთიდან მიშენებულია საცხოვრებელი სახლები, გალავნის ქვედა ნაწილი ყრუკედლებიანი იყო, ხოლო ზედა ნაწილში სათოფურები და სალოდეები ჰქონდა დატანებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი (სიგრძე 1,2 მ) აგურითაა ამოყვანილი და გადახურულია სწორკუთხედში ჩასმული ისრული თაღით. კარის გვერდებზე პილასტრებია, რომლებიც მთელ სიმაღლეზე, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი რომბებითაა დამუშავებული. კარის თავზე ჩადგმულ ორ ქვაზე მხედრული სამშენებლო წარწერაა, რომლის თანახმადაც, ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში, ქართლის ერთერთი დარბევის დროს ლეკებს სოფელი მჭადიჯვარიც აუოხრებიათ, მაგრამ ეკლესია დანგრევას გადაურჩა. 1746 წელს კონსტანტინე მუხრანბატონს აღუდგენია სოფელი და აუშენებია ციხე. „რათა კაცრიელ იქნას და ეშენონ კაცთა და მტერთა და მარბიელთაგან უვნებლად“. ციხე-გალავნის კოშკებიდან ყველაზე დიდია ჩრდილო-დასავლეთისა. იგი ეკლესიაზეა მიშენებული და მას II სართულზე გაჭრილი კარით (ამოქოლილია) უკავშირდებოდა.
ჩრდილო-დასავლეთი კოშკი სამხრეთი კოშკები
 კოშკს ამავე სართულზე, აღმოსავლეთით მეორე კარიც აქვს. იგი გალავნის გარეთ გადის. ამ კარით მხოლოდ მშვიდობიან დროს სარგებლობდნენ. კოშკი ცილინდრულია, სამსართულიანი. I სართული ყრუკედლებიანია, სამეურნეო დანიშნულებისა. II სართულს გუმბათოვანი კამარა აქვს. მის კედლებში ბუხარი, სარკმლები, სათოფურები და სხვადასხვა ზომის ნიშებია.  III სართული მაღალკედლებიანი საბრძოლო ბანია, ბანზე ასასვლელი კიბე II სართულის კედელშია ჩაყოლებული. საბრძოლო ბანი ფართობით ორჯერ აღემატება ქვედა სართულებს. აქ ექვსი სალოდე, ორი საზარბაზნე და ოცდახუთი სათოფურია. დანარჩენი სამი კოშკიც სამსართულიანია, შესასვლელი სამივეს I სართულზე ჰქონდა, ეზოს მხარეს. II სართულზე სათოფურები და სარკმლებია, III სართული სათოფურებიანი და სალოდეებიანისაბრძოლო ბანია. სართულშია გადახურვა ყველგან ხისა ყოფილა.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

მჭადიჯვრის ეკლესია ეკლესია  მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ, 2004წ.
2. ფოტოების ავტორი - გიორგი კიღურაძე და ლიდა კაპანაძე;

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org
http://saunje.ge
http://karibche.ambebi.ge
https://www.facebook.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016