Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

qozifas mamaTa monasteri
(gugomis kompleqsi
)
(VIII-XVI ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ხუთი ეკლესია, გალავანი,  საძვალე და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ქოზიფას მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–დასავლეთით 33 კმ–ში მდებარე სოფელ ტყემლოვანიდან სამხრეთ–დასავლეთით 3 კილომეტრზე, მაღალ მთაზე, მდინარე ტყემლოვანის წყალის მარცხენა ნაპირას.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

მონასტრის სახელწოდება  იერუსალიმის მახლობლად  მდებარე ქოზიფას წმ.  გიორგის   სახელიდან არის გადმოღებული.
ეკლესიები აგებულია სხვადასხვა დროს, მაგრამ ერმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. სტილისტური ნიშნებით მშენებლობა დაიწყო VIII-IX  საუკუნეებში. განსაკუთრებული ინტენსიური მშენებლობა გუგომის კომპლექსზე გაშლილა XIII საუკუნეში. ამას ადასტურებს ძირითადი ნაგებობების (ღვთისმშობლის ეკლესია, გალავანი) სტილისტური ანალიზი და წარწერა გალავნის „გარე ბჭის“ თაღზე. სავარაუდოდ მშენებლობა XV-XVI საუკუნეებში დასრულდა.  ცნობილია, რომ აქ  მამათა  ცხოვრება  XVII საუკუნემდე  მიმდინარეობდა. სამწუხაროდ მტრების შემოსევამ თავისი ქნა და მონასტერმა არსებობა ამ პერიოდში შეწყვიტა. XVIII საუკუნის ცნობილი  ქართველი ისტორიკოსი  ვახუშტი  ბაგრატიონი  ძამის ხეობის გეოგრაფიულ   აღწერილობაში  მოიხსენიებს: „გუჯარეთის ქვევით არის მონასტერი  ქოზიფა, უგუმბათო,  კეათილ-ნაშენი,  მთასა შინა და აქ უქმი’’.

1997 წელს,  რუისისა  და  ურბნისის  მიტროპოლიტმა  იობმა, მონასტერი აღადგინა.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ეკლესიები აგებულია სხვადასხვა დროს, მაგრამ ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და  და ერთიან კომპლექსს ქმნის. ხუთივე ეკლესია დარბაზულია.
ა) პირველი ეკლესია (5,1X3 მ) დგას კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნაშენია უხეშად დამუშავებული ქვით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.  შესასვლელი სამხრეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხევლის კონქი  ტრომპებზე ყოფილა ამოყვანილი. ერთი სარკმელი საკურთხევლის ღერძზეა გაჭრილი, ხოლო მეორე (თაღოვანი) სამხრეთის კედელში. ინტერიერი შელესილი ყოფილა. ფასადებზე თეთრი კირქვის ლავგარდანი (ერთადერთი ფრაგმენტი შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში) შედგებოდა მარტივი ნალისებრი თაღების მწკრივისაგან.

ბ) მეორე ეკლესია (6,7X3,4 მ) დგას კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პირველი ეკლესიის გასწვრივ. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.  ეკლესია ნაგებია უხეშად დაკუთხული ქვით (ინტერიერის ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილში ჩაშენებულია ერთი მოზრდილი ქვა – (2,5X1,5 მ).) არქიტრავული შესასვლელი დასავლეთითაა. ერთადერთი სარკმელი სწორკუთხა საკურთხევლის ღერძზეა გაჭრილი. ნაგებობა დაბალი და ბნელია, ინტერიერი დაუნაწევრებელი. საკურთხეველს კონქი და სატრიუმფო თაღი არა აქვს, რის გამოც ნახევარწრიული კამარა მთელ სიგრძეზე ხურავს ნაგებობას. ფასადზე ლავგარდანს ღრმად ნაკვეთი ნალისებრი თაღები გასდევს (შემორჩენილია ერთადერთი ფრაგმენტი ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში).

ganakveTi

გ) მესამე ეკლესია - ღვთისმშობლის ეკლესია,  ჩრდილოეთის და სამხრეთის მინაშენებით კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XIII საუკუნით. ეკლესია (17,85X7,85 მ) ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით და პირგათლილი ნატეხი ქვით. კონსტრუქციული ნაწილები თლილი ქვითაა ამოყვანილი. ნაგებობის პროპორციები მსუბუქი და აზიდულია. თავდაპირველი შესასვლელებიდან მხოლოდ დასავლეთისაა შემორჩენილი. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, ხოლო შიგნიდან თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარ წრიული აფსიდია. საკურთხევლის კედელს ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს. აღმოსავლეთი სარკმლის გვერდებზე, 1,5 მეტრის სიმაღლეზე, მცირე ზომის ოთკუთხა ნიშებია, ხოლო ქვემოთ მიდგმულია ბრტყელი ქვა, რომლის წინა პირი ნახევრადწრიულადაა ამოღარული. საკურთხევლის ცენტრში დგას მასიური, ზემოთ გაფართოებული ქვის ტრაპეზი. საკურთხევლის წინ ეკლესიის თანადროული კანკელი დგას. კანკელის ფილები მოჩუქურთმებულია (ორი ფილა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დასავლეთით ერთი სარკმელია, სამხრეთით ორი ყოფილა. შიდა სივრცე ვიწრო და მაღალია. გრძივი კედლები და კამარა ორსაფეხურებიანი პილასტრებით და საბჯენი თაღებით ოთხ ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთ კედელში, ორ პილასტრს შორის, გაჭრილია ფართო (2,22 მ) და მაღალი (კამარის ქუსლამდე) თაღი, რომელიც ჩრდილოეთის მინაშენში გადის (ასეთივე თაღი, სავარაუდოა, სამხრეთითაც იყო.) ეკლესია მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. მოხატულობა XIII საუკუნეს განეკუთვნება. გადარჩენილია მისი ცალკეული ფრაგმენტები. მოხატულობის კოლორიტი ნათელია – ჭარბობს ცისფერი, ღია მწვანე, თეთრი, ოქრა, მოწითალო-აგურფერი. მოქნილი ხაზი, გამომსახველი სახეები, ფერადოვანი ზედაპირის მსუბუქი ხაზოვანი დამუშავება შესრულების მაღალ პროფესიულ დონეზე მეტყველებს.
ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადის პერანგი და მორთულობაა გადარჩენილი. კედელი ნაგებია კარგად დამუშავებული ღვინისფერი კვადრებით. უხვად ორნამენტირებული ფასადის დეკორის ყველა ელემენტი ფასადის ცენტრში, სარკმლის ღერძზეა აკინძული. დეკორატიულ სისტემაში ჩართულია წრეთარგისპროფილიანი, ორნამენტირებული ლავგარდანი.
ეკლესიის სამხრეთით კარიბჭე და მის გვერდებზე ცალფერდასახურავიანი ნაგებობები იყო. ეს მინაშენები სამ (პირველ, მეორე და მესამე) ეკლესიას შორის არსებულ სივრცეს ავსებდა. ჩრდილოეთის მინაშენი სამ მონაკვეთად იყო დაყოფილი; აღმოსავლეთი მონაკვეთს აფსიდი ჰქონია და მისი აღმოსავლეთი ფასადი თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული. მინაშენში მოხვედრა მხოლოდ ღვთისმშობლის ეკლესიიდან შეიძლებოდა.
დ) მეოთხე ეკლესია აგებულია გვიან ფეოდალურ ხანაში, სტილისტური ნიშნებით სავარაუდოა XV-XVI საუკუნეებით დათარიღება. იგი ფარავს ღვთისმშობლის ეკლესიის მთელ დასავლეთ ფასადს. ნაგებობა შედარებით კარგად არის დაცული; ეკლესია (8,6X5,75 მ) ნაგებია უხეშად დამუშავებული ბაზალტის ქვით. იგი დამოუკიდებელი სამლოცველოა. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. კარის თავზე და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში თითო მცირე ზომის სარკმელია. მეოთხე ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთის შესასვლელზეა (ამოშენებულია) მიდგმული. უსწორო ნახევარწრიულ აფსიდში ორი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია, ხოლო მისი ცენტრიდან, ოდნავ ჩრდილოეთით, კედელზე ქვის ტრაპეზია მიშენებული. კამარა ნახევარწრიულია და ეყრდნობა ერთსაფეხურიან პილასტრებზე დაბჯენილ თაღს. შინაგანი სივრცე განიერი და დაბალია.
ფასადები შედარებით კარგად დამუშავებული ქვით არის ნაგები. დასავლეთ ფასადზე ძლიერ მახვილკუთხიან ფრონტონს ასრულებს მარტივი ფორმის თაროს, ლილვისა და მსუბუქად ამოღარული წრეთარგისგან შედგენილი თლილი ქვის ლავგარდანი.  ნაგებობა გადახურულია კარგად გათლილი ლორფინებით. ლორფინების თითოეული ღარი, ლილვი თუ ღრმული ორნამენტულ სამკაულად აღიქმება.
ეკლესიას ჩრდილოეთით ძირითადი ნაგებობის თანადროული ორი მინაშენი აქვს. პირველი უშუალოს ეკლესიის კედელზეა მიდგმული თლილი ქვის თაღით. იგი შედარებით მოზრდილია და დამხმარე სათავსს წარმოადგენს. კამარა ნახევარ წრიული აქვს. დასავლეთ კედელში გაჭრილი მოზრდილი თაღოვანი გასასვლელით ეს სათავსი მეორე მინაშენთან (გაირჩევა მხოლოდ კონტურები) იყო დაკავშირებული.
ე) მეხუთე ეკლესია  მეოთხესა და პირველ ეკლესიებს შორის შექმნილ კუთხეშია ჩადგმული. იგი შესაძლოა მეოთხე ეკლესიის თანადროული იყოს (XV-XVI სს).  კარგადაა შემორჩენილი დასავლეთი კედელი და გაირჩევა ნახევარწრიული აფსიდის მოხატულობაც. ეკლესია (9,4X5,2 მ) ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. აღმოსავლეთი კედლით უშუალოდ მიშენებულია მეოთხე ეკლესიაზე. ამ კედელზე პილასტრებს შორის გადაყვანილი ყოფილა დეკორატიული თაღები. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით ჰქონია, ხოლო სარკმელი – დასავლეთით.

ვ) გალავანი კომპლექსისათვის შემოუვლიათ XIII საუკუნის ბოლო ათეულ წლებში. იგი ნაგებია ნატეხი ქვით. აღმოსავლეთით ფართო შესასვლელს ანუ „გარეთა ბჭეს“ ასომთავრულ წარწერიანი თაღი ჰქონია (წარწერა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). წარწერას აკლია თავი და ბოლო, ძნელად იკითხება, მაგრამ შემორჩენილი ფრაგმენტებით შეიძლება დადგენა – მასში ლაპარაკია კომპლექსის მთავარი ტაძრის აშენაბასა და შემკობაზე.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ქოზიფას მამათა მონასტერი ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ამჟამად იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://lemill.net

http://www.orthodoxy.ge

http://www.sakartveloo-lamazo.narod.ru

http://www.regions.ge

http://ucnauri.com

http://oxun.ge

http://www.ambioni.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016