Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

saTanjos cixe
(IV-VII ss
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი, კოშკი და თხრილი.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

სათანჯოს ციხე მდებარეობს საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ ოლქში, გალის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–აღმოასვლეთით მდებარე სოფელ ჭუბურხინჯთან, მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს, სათანჯოს მთის უკიდურეს მაღლობზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

მდიანრე ენგურის მარჯვენა მხარეს, მაღალი მთის წვერზე, წამოდგმულია ციხე, რომელსაც სათანჯო ჰქვია (ს. მაკალათიას აზრით: „სიტყვა სათანჯო წარმოშობილია ტერმინ „თანჯიდან“, რომელიც ნიშნავს სამანს, საზღვრის ნიშანს“). ციხისთვის ისეთი მოხერხებული ადგილი შეურჩევიათ, რომ ყოველი მხრიდან მოჩანს. იგი არა მარტო ენგურის ხეობაზე ბატონობს, არამედ მთელი კოლხეთის დაბლობზე, ზღვის სანაპიროს ჩათვლით. ეს მეტად მნიშვნელოვანი სადაზვერვო პუნქტი აქ გამავალ სიმაგრეთა ჯაჭვის მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იქნებოდა. სამწუხაროდ, მის მნიშვნელობაზე, გადატანილ ომებზე, მატიანეებში არაფერია ნათქვამი.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ციხის ძირას მისვლისთანავე, ვისაც თვალი გაჩვეული აქვს ეგრისის სამეფოს ციხეებზე, მაშინვე მიხვდება, რომ სათანჯოც ეგრისის სამეფოს ციხეთა დაცვის ჯაჭვის ერთი რგოლია, ამაზე მიუთითებს: ციხის კომპოზიცია, კედლების წყობა, ციხის ირგვლივ გამავალი ორი თხრილი და სხვა დეტალებიც.

ა)  ციხის გალავანი ძლიერ დაზიანებულია. კედლები მოპირკეთებულია თეთრი მსხვრევადი კირქვით. მოპირკეთების დიდი ნაწილი ჩამოცლილია და ამ ნამსხვრევებითაა ციხის შიგ და გარეთ კედლების ძირები და ეზო დაფარული. დეტალების გარკვევა შეუძლებელია.
ციხის კედლები მთის მომრგვალებულ ზედაპირს შემოუყვება და მისი გეგმა ოვალურია. ციხის შიგნით მხოლოდ ერთი კოშკია. კედლების სისქე ძირში თითქმის ორი მეტრია. ამაზე სქელი კედლები აქვს კოშკს. კედლების წყობა ეგრისულია და IV-VII საუკუნეთა ციხეების კედლების წყობას იმეორებს. ეს წყობა კი იმით ხასიათდება, რომ 30-40 სმ ქვები თითქოს ჰორიზონტალურ წყობას ქმნის. ასეთი ზომის ქვით გემოვნებით ნაწყობი კედელი საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი მტკიცედ და მხატვრულად გამოიყურება.
კედლების სიმაღლე ზოგან 5-7 მეტრზეა შერჩენილი, მაგრამ დამთავრება არსად ჩანს.
ბ) აღმოსავლეთის გალავანში ჩართული კოშკიც მეტად დაზიანებულია. მას თავიც მორღვეული აქვს, რის გამოც სართულიანობა არ დგინდება. ახლა ჩანს სამი სართული. კარებსა და სარკმლებზე ისეა ჩამოშლილი მოპირკეთება, რომ მათი ფორმებისა და ზომების დადგენაც ძნელია. საერთო შთაბეჭდილების მიხედვით ამბრაზურებს ოთხკუთხა მოხაზულობა უნდა ჰქონოდათ. პირველ სართულს ოთხივე მხარეზე თითო ამბრაზურა აქვს. ამათგან სამხრეთისა კარი უნდა იყოს, დანარჩენი - სარკმლები. მეორე და მესამე სართულის ყოველ კედელში თითო სარკმელი უნდა ყოფილიყო.
გ)  ციხის ირგვლივ შემოვლებულია თხრილი. ამ პერიოდის ციხის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სადაც კი რელიეფი არ დარღვეულა, ციხეს ყველგან უვლის ერთი ან ორი თხრილი. ამის მაგალითებია ნოქალაქევის „ჯიხაზე“ (ციტადელის მთავარი კოშკი), კოტიანეთში, შხეფში, საკალანდარიშვილოში და სხვაგან.
ყველა ზემოთჩამოთვლილი თავისებურება, სათანადო ციხეს უკავშირებს ეგრისის სამეფოს ციხეთა დაცვის ჯაჭვს.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

პ. ზაქარაია, თ. კაპანაძე - „ციხეგოჯი-არქეოპოლისი-ნოქალაქევის ხუროთმოძღვრება“, 1991წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016