Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

mirmanoz erisTavis cixe-saxli
(XVII-XVIII ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ციხე-გალავანი, კოშკი, კარიბჭე, სასახლე;

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

მირმანოზ ერისთავის ციხე–სასახლე მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში,  გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 20-კმ–ზე მდებარე სოფელ დიდ მეჯვრისხევის ცენტრში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

კომპლექსი შედგება ციხე-გალავნისა და სასახლისაგან. განირჩევა მშენებლობის სამი პერიოდი:  XVII-XVIII საუკუნეებში აგებულია ციხე-გალავანი, კარიბჭე და ცილინდრული კოშკები.  XVIII-საუკუნის შუა წლებში ციხის კარიბჭეზე, მისი სამხრეთ კედლის ნაწილზე მიუშენებიათ ორსართულიანი სასახლე. XIII-XIX საუკუნის მიჯნაზე სასახლე გაუფართოებია და გადაუკეთებია მირმანოზ ერისთავს (მანანა ორბელიანის მამას). საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სასახლეში სოფლის საბჭო და კოლმეურნეობის გამგეობა მოთავსდა. ამ დროს გაიტიხრა ოთახები, კოშკის მიმდებარე ოთახის გვერდით ჩააშენეს კიდევ ერთი ოთახი.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

I sarTulis gegma

ა) ციხე-სასახლე ამჟამად დაზიანებულია: ჩანგრეულია სამხრეთიდან მიშენებული თაღნარის ერთი თაღი, აივნისგან შემორჩენილია რამდენიმე სვეტი. ჩანგრეულია აივნის იატაკი. შენობას აღარ აქვს სახურავი და კარ-ფანჯრების ალათები. სარდაფის სამი ოთახი გამოყენებულია საწყობად.
ბ) ციხე-გალავნიდან შემორჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკი, კარიბჭე და მათ შორის  მოქცეული გალავნის კედლის ქვედა ნაწილი. გალავნის შემორჩენილი ნაწილი გადაკეთებულია მომდევნო მშენებლობის დროს (გაჭრილია სარკმლები). სათოფურები პირვანდელი სახით შემორჩენილია მხოლოდ ერთ-ერთი კედლის შუა ნაწილში.
გ) კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7 მ) ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული. პირველი სართულის გადახურვა გუმბათოვანია. გუმბათის ქუსლის დონესთან ორი მცირე თაღოვანი სარკმელია. კედლებში ოთხი ნიშია სათოფურებით. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე კედელშია დატანებული. მეორე სართული გადაკეთებულია (განგრეულია კედლები, შექმნილია დიდი ღიობები, გაუქმებულია სათოფურები).
დ) კარიბჭე უკეთ არის შემონახული. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. გადახურვა ბრტყელი აქვს.  კარიბჭის შეისრულთაღიანი შესასვლელის გვერდებზე ნახევარწრიული თაღოვანი ნიშებია. ნაგებობა თაღით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ჩრდილოეთ ნაწილის კედლებში შეისრულთაღიანი შესასვლელებია (აღმოსავლეთის შესასვლელი გვიან მიშენებული სახლის პირველი სართულის ოთახში გადის).
ე) სასახლის ადრე აშენებული (32X10 მ) სარდაფის სართულში, კარიბჭის გარდა ხუთი სათავსია, რომელთაგან ოთხს  დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან. კარიბჭის მხრიდან პირველი ორი სათავსის კედლებში მცირე თაღოვანი ნიშებია. სათავსების სამხრეთის კედელში მცირე სწორკუთხა სარკმლებია, რომლებიც გარეთკენ ვიწროვდება. აღმოსავლეთის კედელზე მეორე სართულზე ასასვლელი ქვის კიბეა მიდგმული.

   

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

არ მოგვეპოვება.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ5, 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016