Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

(1150-1178 წწ)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ღვთისმშობლის ეკლესია, მინაშენი, საძვალე, სამრეკლო;

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არმაზის ხევი ასევე წარმოადგენს არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც გათხრების შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი მასალა აღმოჩნდა, რომელიც ძირითადად ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან შუასაუკუნეებამდე პერიოდს განეკუთვნება. ამჟამად, იქ მოპოვებული მასალა დაცულია იქვე არმაზისხევში მდებარე საველე მუზეუმში.

3. adgilmdebareoba

ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმე ისტორიული ძეგლი: არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზის ციხე, არმაზისხევი და არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია. ეს ერთნაირი დასახელებები ხშირად იწვევს ხალხში ამ ძეგლების სახელწოდებების ერთმანეთში არევას. ამ მიზეზის გამო აქვე მოვახდენთ ამ ძეგლების გამინჯვას:
მდინარე არმაზისხევის ხეობაში, მდებარეობს ორი ძეგლი: ღვთისმშობლის მონასტერი და არმაზის ციხე. ისინი ერთმანეთისაგან ერთი კილომეტრით არიან დაშორებული.
არმაზისხევი მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი.
ბაგინეთი იგივე არმაზციხე (არა არმაზის ციხე), მდებარეობს უფრო აღმოსავლეთით ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლები. ამ ადგილას არმაზის კერპი იყო აღმართული.

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან დასავლეთის მიმართულებით 3 კილომეტრში, მდინარე არმაზისხევის ხეობაში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ა) ღვთისმშობლის ეკლესია აგებულია XII ს–ის მეორე ნახევარში 1150-1178 წლებში.. დარბაზულია (14,2X8,2 მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. შიდა სივრცე სამკაოდ გაშლილია, რასაც კიდევ უფრო შლის საკურთხევლის წინ არსებული ბემა. კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. განივ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთისაში – ორი. ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მ ო ხ ა ტ უ ლ ო ბ ი ს ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე. მოხატულობის კოლორიტი მოწითალო–აგურისფერია. საკურთხველეში მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. კონქის კომპოზიცია არ შემორჩა, შუა რეგისტრში მოციქულთა დიდი ზომის წელსზედა გამოსახულებებია, ქვედა რეგისტრი კი ეკლესიის მამათა ფიგურებს უკავია. დასავლეთ კედლელზე გაირჩევა წმინდა მეომრის ფიგურა შუბით და ფარით. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილია მცირე ორნამენტი, რომლის კოლორიტიც ყვითელი ოქრო, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებისგან შედგება.

ganivi ganakveTi das-ken

ეკლესიის, კარიბჭე და მინაშენი ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით, საძვალე – რიყისა და ნატეხი ქვით, აგური ნახმარია დეკორატიული მიზნით. წყობა ირეგულარულია. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიას დასავლეთით ეკვრის კარიბჭე, ჩრდილოეთით – მინაშენი. კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა. კარიბჭეს (3,6X5,19 მ) დასავლეთით ღია შესასვლელი აქვს, რომლის შეისრული თაღი აგურით ამოყვანილ ფიგურულ სვეტებს ეყრდნობა.

 

ბ) მინაშენი (10,8X3,2 მ) აფსიდიანია. კამარის აღმოსავლეთი ნაწილი უფრო მაღალია ვიდრე დასავლეთის. სამხრეთით კამარა ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადიდან ამოყვანილ ვიწრო კედელს ეყრდნობა. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში – ორი.

გ) საძვალე (3,7X3,6 მ) გუმბათოვანია, ოდნავ წაგრძელებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. შესასვლელი დასავლეთიდანაა. შესასვლელის თავზე მოთავსებული იყო ეკლესიის თანადროული ფილა ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით (დაცულია საქ. სახ. მუზეუმში). მასში მოხსენიებული პირების მიხედვით და პალეოგრაფიული ანალიზით, ფილა 1150–78 წლებით დათარიღდა. ოთხივე ნაგებობა ცალ–ცალკე XII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული.

დ) ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია XVI-XVII სს–ში. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. ორსართულიანია. ქვედა სართულის (რომელიც მოგვიანებით დახურულ სათავსად გადაუკეთებიათ) კამარა შეისრულია, მეორე სართული რვაწახნაგა ფანჩატურია რვა ღია თაღით. აქვს კამაროვანი გადახურვა. მოგვიანებით სამრეკლოს სათავსი მიუშენეს დამატებით.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია მცხეთა-თიანეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ამჟამად, ამ ადგილას ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, თბ. 1990 წ
2. ფოტოების ავტორი – ნინო ნაროზაული

10. marSruti

1. არმაზი
2. კარსანი–არმაზი

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://amigo.ge

 

 


megobari saitebi

   

 

29.10.2013