Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

შხეფის ციხე
(IV s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მთავარი ციხე, გალავანი, ორი კოშკი, საცხოვრებელი სათავსები, წყალსაცავი და მარანი.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

შხეფის ციხე, გარდა იმისა რომ მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე იყო IV-XIX საუკუნეებში, გარკვეული დროის განმავლობაში დადიანთა საგვარეულო დინასტიის საცხოვრებელ რეზიდენციასაც წარმოადგენდა.
აღსანიშნავია რომ არსებობს შხეფის ციხის ნახატი, რომელიც შესრულებულია ევროპელი მოგზაურისა და მკლევარის, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს მიერ 1832-34 წლებში, კოლხეთში მოგზაურობისას.

3. adgilmdebareoba

შხეფის ციხე მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ისტორიულ სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში, მისგან 5 კმ-ში, სოფელ შუა ნოსირში, მთის ერთ-ერთ პატარა გორაკზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

შხეფის ციხის ისტორია ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს დაარსების დროიდან იწყება. ალბათ IV საუკუნეში. იგი ამ სამეფოს დაცვის საერთო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი იყო.
ეგრისის სამეფო მტერს ძირითადად სამხრეთიდან ან დასავლეთის მხრიდან – ზღვიდან ელოდა. აქედან მოსულ მტერს კოლხეთის დაბლობზე თუ ვერ შეაჩერებდნენ, მაშინ ჩრდილოეთით იხევდნენ და მთებს აფარებდნენ თავს. მაგრამ თვით მთებსა და ხეობებსაც უნდოდა დაცვა. სწორედ ამ ხეობებისა და მთების ფარად იყო აღმართული შხეფი და მის ჯაჭვში შემავალი ციხეები.
შხეფის ციხის ადრეულ პერიოდზე ისტორიული ცნობები არ გვაქვს. გვაქვს ორიოდე ცნობა გვიან საუკუნეებზე, როდესაც ციხე ეკუთვნოდა სამეგრელოს მფლობელ დადიანებს. ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონის “საქართველოს სამეფოს აღწერაში” ვკითხულობთ – “ხოლო ტეხურისა და აბაშის შესართავს ზეით, უნაგირას მთის ძირზედ და ტეხურის დასავლეთის კიდეზედ, არს შხეთს ციხე დიდნაშენი და სასახლე დადიანისა”. შხეფის ციხეს მეორენაირად დადიანების “ჯიხა-ოხორსაც” ეძახიან (მეგრულად ჯიხა-ციხეს და ხორა-სასახლეს ნიშნავს).

diubua monperes foto
Sxefis cixe

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1582 წელს, მამია დადიანმა შეიპყრო ტახტის მოცილე ახალგაზრდა ლეონი და შხეფის ციხეში დაამწყვდია. ყრმამ ვერ გაუძლო ტყვეობას, ციხის გალავნიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მეორე ცნობაც დაახლოებით იმავე პერიოდისაა, რომელიც გვაუწყებს რომ იმერეთის მეფე ლევანი და მამია დადიანი ოდიშს შეიბნენ 1590 წელს. ამ ცხარე ომში დადიანმა გაიმარჯვა. M შეიპყრო იმერეთის მეფე ლევანი და შხეფის ციხეში დაამწყვდია. მემატიანე გვიყვება, რომ მეფე ციხეში გარდაიცვალაო, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ იგი იქვე მოეკლათ.
1832-34 წლებში კოლხეთის ტერიტორიაზე მოგზაურობის დროს, ევროპელმა მოგზაურმა და მკვლევარმა ფრედერიკ დიუბუა დე მონპერემ შეასრულა უნიკალური ნახატი, სადაც შხეფის ციხეა გამოსახული.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gengegma fasadi

შხეფის ციხე დიდი ზომის მრავალფეროვანი ნაგებობაა. ციხე დგას მაღალი მთის წვერზე. სამხრეთი მხარე ფლატეა, დანარჩენი მხარეები ადვილად მისასვლელი , ამიტომ ღრმა და განიერი თხრილი ჰქონდა შემოვლებული გარს.
ყველა სამშენებლო ფენის გამიჯვნა ვერ ხერხდება, მაგრამ ძირითადი ეპოქების დადგენა შესაძლებელია.
არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ თავდაპირველად, ალბათ, IV საუკუნეში აგებული ციხე პატრა ზომისა ყოფილა. მიწის ქვეშ გამოვლინდა გალავანი მასში ჩართული კოშკებით.

Sxefis cixe

ამ ციხის დარღვევის შემდეგ მომდევნო თაობის წარმომადგენლებს ციხე  სამ-ოთხჯერ გაუდიდებიათ აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე. შუაში კი მაღალი კოშკი ჩაუდგამთ, რომელიც ახლა დაზიანებულია, ხოლო გალავანი ბევრჯერ გადაუკეთებიათ. გალავნის ჩრდილო ხაზზე სხვადასხვა დროის ძველი კედლებია, ხოლო სამხრეთის ხაზზე-ახალი. პირველი მათგანი მაღალია, ყრუ კედლებით, სამხრეთისაში კი XVI-XVII საუკუნეების დროს გაჭრილი სათოფურებია.

ა) გალავნის კედლები და კოშკებიც კლდის ნამტვრევი ქვისაგანაა აგებული კირის მოჭარბებულ ხსნარზე. გალავნის კედლის სისქე სხვადასხვა ზომისაა და მერყეობს 180-150-120 სმ-მდე. Gგალავნის შიგნით დღეისათვის ორი კოშკია შემორჩენილი. ერთი ცილინდრულია და მიშენებულია გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხესთან, რომელსაც დღემდე დაუზიანებლად აქვს შემორჩენილი კარის ღიობი და სათოფურები. ხოლო მეორე კოშკს ოთხწახნაგოვანი პირამიდის ფორმა აქვს და მოცულობითაც უფრო დიდია. იგი გალავნის კედელშია ჩრდილოეთ მხარეზე ჩაშენებული.

შხეფის ციხეს მხოლოდ ერთი, ვიწრო მისასვლელი გზა აქვს ჩრდილო- დასავლეთიდან და გალავანში შესასვლელიც აქედანვე ქონია მოწყობილი, რომლის ღიობიც თავისი არქიტრავური ზღუდარით დღემდე კარგადაა შემონახული.
ბ) ციხის ჩრდილო-დასავლეთით შიდა ნაწილი სათავსებადაა დაყოფილი, რომელთა რაოდენობა ექვსამდე აღწევს. მათი კედლები დაქცეულია, მაგრამ მეტნაკლებ სიმაღლეზე, 200-250-350 სმ-მდე დღესაც დგას. ერთ-ერთ სათავსში ქვის დიდი 200 სმ სიგანის ბუხარია შემორჩენილი თავისი საკვამლე არხით. სავარაუდოა, რომ ეს საცხოვრებელი კომპლექსის სათავსებია.
ციხის ეზოში ბლომადაა მიწაში ჩამარხული სხვადასხვა ზომის ქვევრები. ისინი ალბათ ღვინისთვის იქნებოდა განკუთვნილი, თუმცა გამორიცხული არაა, რომ წყლისთვისაც გამოეყენებინათ.
გ) ევროპელი მოგზაურის და დიუბუა დე მონპერეს მიერ 1832-1834 წლებში შეასრულ უნიკალურ ნახატზე შხეფის ციხეს, იგივე “შხეფის ჯიხას” სამი კოშკი ჰქონია. ორი კოშკის შესახებ ზემოთ უკვე იყო საუბარი (მათი ნანგრევები ჩვენამდე მოღწეულია). მესამე კოშკი კი, რომლის არსებობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, ოთხწახნაგოვანი პირამიდული ფორმის საკმაოდ მაღალი კოშკი ყოფილა, რომელიც ციხის გალავნის გარედანაა აღმართული (იხ. დიუბუას ნახატი). აღნიშნულ კოშკს ოთხქანობიანი პირამიდული მოყვანილობის (‘წოწოლა”) სახურავი აქვს. კოშკის აღმოსავლეთ მხარეზე კარგად მოჩანს ჩვენს მიერ საცხოვრებელ კომპლექსად აღიარებული ფლიგელის ორქანობიანი სახურავი და მისი კეხის გასწვრივ ბუხრის საკვამლე მილი. შხეფის ციხის ანსამბლის მთავარ აქცენტს-ძირითად დომინანტს (როგორც დიუბუას ნახატიდან ჩანს) წარმოადგენს დიდი კოშკი, რომელსაც ცენტრალური ადგილი უკავია სივრცით კომპოზიციაში. მას მომრგვალებული ქვის სახურავი აქვს. ეს კოშკი IV-V საუკუნეებშია აგებული. ამჟამად მისი ზედა ნაწილი მორღვეულია და ამიტომ სართულშუა ხის გადახურვაც ჩამპალა. დარჩენილი ოთხი სართულიდან მეორე სართულზე სარკმლებია, ზედა სართულებში კი მცირე ნიშებია და რამდენიმე სარკმელი. ორქანობიანი სახურავის ნაშთი ახლაცაა. პირველი სართული ოთხიოდ მეტრის სიმაღლეზეა, იქვეა კოშკის ერთადერთი კარი.

koSki koSki koSki

დ) ციხის შიგნით, ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნაშთია, რომელიც გარნიზონისთვის იქნებოდა განკუთვნილი. აღმოსავლეთის მონაკვეთის ცენტრში მოზრდილი წყალსაცავია. აუზში წყლის დონე ზამთარ-ზაფხულ თითქმის ერთნაირია.

Wa auzi

ე) გვიან საუკუნეებში აუზის წყალი ციხისათვის საკმარისი არ ყოფილა და სპეციალური წყალსადენი გამოუყვანიათ. წყალსადენის სათავე ჩრდილო-დასავლეთით თითქმის ერთ კილომეტრზეა, მაღალი მთის ფერდობზე. წყალსადენი ნაგებია კერამიკული მილსადენებით, რომლებიც ერთმანეთთან კირის დუღაბითაა დაკავშირებული. იგი ზიარჭურჭელის პრინციპზეა აგებული, ამიტომ ჯერ დაღმა მიდის შედარებით მოკლე, განიერი და თხელი მილებით და შემდეგ მაღლა ციხეზე ადის უფრო გრძელი, ვიწრო და სქელი მილებით.
ციხის ზედა გრძელ ეზოს დასავლეთით ეკვრის პატარა ეზო, რომლის სამხრეთ კედელში კარია მოთავსებული. იგი ციხეში ერთადერთი შესასვლელი ყოფილა. ამ ეზოს სანახევროდ ამოვსების შემდეგ, გასულ საუკუნეში კარი მაღლა გაუჭრიათ და ახლაც იმით სარგებლობენ. კარის წინა მცირე ფართობი XVI-XVII საუკუნეებში გალავნით შემოუფარგლავთ. ამ თხელ კედლებში ცალგამი, მარტივი სათოფეებია განლაგებული. კარის დასავლეთ გალავნისთვის კოშკი მიუდგამთ. მის კედელზე ვრცელი წარწერაა, საიდანაც ვიგებთ, რომ ვინმე შედანს აუგია კოშკი “კარის თვალი”. როგორც ეტყობა, ასეთი სახელი კოშკს იმიტომ დაარქვეს, რომ იგი ციხის კარის დამცველად იდგა.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

შხეფის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1 .ი. ადამია - ”შხეფის ციხე-სიმაგრე” ჟურნალი “ძეგლის მეგობარი” #51
2. პ. ზაქარაია - ”შხეფის ციხე” საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, 1988 წ.
3. ფოტოების ავტორი - ზაზა ქარდავა.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://dzeglebi.com

http://www.novators.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016