Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

enirabaTi
(X s-is me-II nax.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

ენირაბათის ტაძარი მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის (Artvin) პროვინციაში, არტანუჯის (Artanuç) რაიონში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, მდინარე ატრანუჯისწყლის  ხეობაში, სოფელ ახალდაბის (Bulanik) ჩრდილო–დასავლეთით. 

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

სოფელი ახალდაბა (Bulanik) მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლის მარჯვენა ფერდობზე. ეკლესია დგას სოფლის ცენტრიდან ორიოდე კილომეტრით დაცილებული განაპირა ჩრდილო–დასავლეთ უბანში, რომელსაც ჩამლიქი ეწოდება. თურქული სიტყვა ენირაბათი ქართულად ახალ რაბათს ნიშნავს. XIX საუკუნეში ჩამოსახლებული სომხები ამ ადგილს ნორაშენს უწოდებდნენ რაც ქართულად ახალ ადგილს შეესაბამება და თ. ჟორდანიას მოსაზრებით ისტორიულ წყაროებში მიკვლეულ ტოპონიმ ახალდაბას შეესატყვისება. ეს დასახლება არტანუჯის მიდამოებში ყოფილა: სინოდ. კანტორის გუჯრებში იპოვება სიგელი 349, რომელიც XV-ს-ის პირია ძველი გუჯარისა 1392 წელს დაწერილი ალექსანდრე მეფის სახელით [იმერთა მეფე ალექსანდრე]. ესაა მცხეთის საეკლესიო მამულების სია, სადაც წერია: „...არტანუჯის ციხე და მისი შესავალი; მუნვე სოფელი ციხის-ძირი; ახალ-დაბა; ბოცო-ჯვარი და აგარა“. ვარაუდობენ, რომ ეს ახალდაბაა ენი-რაბათი და იქ მდებარე ეკლესიაც ახალდაბის ეკლესიაა. პირველ მსოფლიო ომამდე ენი–რაბათში გრიგორიანელი სომხები ცხოვრობდნენ და ეკლესიაც მათ ეკავათ. ისინი უვლიდნენ შენობას და ნაწილობრივ აღადგინეს კიდეც – როგორც ნ. მარი გვამცნობს, მის მოგზაურობამდე 40–ოდე წლით ადრე, 1860 წლებში. შეკეთებამ, რომელიც ყველაზე მეტად დასავლეთის მკლავს შეეხო, დაამახინჯა შენობა, მაგრამ იხსნა სწრაფი ნგრევისგან. ამჟამად ის, სხვა ეკლესიებთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ დაზიანებას ვერ გადაურჩა.
ეკლესიას არ გააჩნია წარწერები, რომლებიც რასმე გვამცნობს მისი აგების ან მომდევნო ხანის ისტორიის შესახებ. სტილისტური ნიშნებით იგი X საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

foto

ენირაბათის ეკლესიის კედლები გარედან მოპირკეთებულია თბილი მოყვითალო ქვიშაქვის საშუალო ზომის სუფთად თლილი ფილებით. გარე პერანგი ყველგან თავდაპირველი არ არის – დასავლეთის მკლავზე ის აღდგენილია 1869–იანი წლების შეკეთების დროს. აღდგენისას აქ ძველ, ჩამოცვენილ ქვებთან ერთად ახლებიც იხმარეს. ახალი ქვები უფრო პატარა ზომის, უარესად დამუშავებული, ღია მოთეთრო ფერისაა. შიგნით კარგად თლილი კვადრებით გამოყვანილია კონსტრუქციული ელემენტები – კონქი, კამარები, გუმბათქვეშა კონსტრუქცია, თაღები, პილასტრები, აფსიდის მხრები, ღიობთა წირთხლები. დანარჩენი ნაწილები მოპირკეთებულია უხეშად და, როგორც ჩანს, თავიდანვე განკუთვნილი იყო შესალესად. ბათქაშის მოზრდილი ფრაგმენტები ალაგ–ალაგ ახლაც შერჩა კედლებს. იყო მოხატულობაც, მაგრამ მისგან თითქმის არაფერი არ არის შემორჩენილი.
ტაძარი მიეკუთვნება ნახევრადთავისუფალი ჯვრის ტიპს. აღმოსავლეთ მკლავი არის აფსიდალური, დანარჩენი მკლავები – ოთხკუთხა. საკურთხეველს აფსიდის გარდა, მცირე ბემა აქვს. აფსიდის ცენტრში დიდი სარკმელია. საკურთხევლის გვერდით განლაგებულია სადიაკვნე და სამკვეთლო. ამ სათავსებს ერთი ზომა აქვთ, მათი კვადრატული ნაწილები გადახურულია კამარებით, მათი აფსიდები კი კონქებით. ყოველი მათგანი ნათდება მცირე სარკმელებით აღმოსავლეთიდან სადიაკვნე და სამკვეთლო ჯვრის გვერდითა მკლავებს უერთებიან გაჭრილი კარებით. ჯვრის მკლავები გადახურულია ისრული კამარებით. გვერდითა მკლავები მოკლეა, დასავლეთის მკლავის სიგრძე თითქმის სამჯერ აღემატება დანარჩენი მკლავების სიგრძეს. მას ორი შესასვლელი აქვს: ერთი დასავლეთის მკლავის დასავლეთ კედლის ცენტრში, მეორე ამავე მკლავის სამხრეთ კედელში, ორივე შესასვლელი ამჟამად ფორმადაკარგულია. ინტერიერი კარგად ნათდება. თითო სარკმელი არის საკურთხევლის აფსიდში, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავებში, ორი გვერდი–გვერდ, თხელი სახსრით გაყოფილი – სამხრეთის მკლავში, ოთხი – გუმბათის ყელში. ყველა სარკმელი ფართოა და მაღალი. პასტოფორიუმებს აფსიდებში გაჭრილი თითო უფრო მომცრო სარკმელი ანათებს.
კიდევ ერთი თავისებური ღიობი არის დასავლეთის მკლავის დასავლეთ კედელში, სარკმლის სამხრეთით. ეს არის 150 სმ. სიმაღლის კარი, გარეთ მართკუთხა, შიგნით თაღოვანი, დასავლეთის ფასადზე მას ჰქონდა დიდი მართკუთხა არქიტრავი, რომელიც დღეს აღარ არსებობს, მაგრამ ბუდის მიხედვით იკითხება მისი მოხაზულობა. ზღურბლი ეკლესიის იატაკიდან დაახლოებით 4,8 მ–ის სიმაღლეზე მოდის. ამ კარის დანიშნულებას ხსნის დასავლეთის მკლავის მოწყობის თავისებურება. მის კედლებში კარის ზღურბლის დონეზე 150სმ–ოდე ქვემოთ ჩადგმულია 32–35 სმ სიგანისა და 20–25 სმ სიმაღლის ოთხი კრონშტეინი. სავარაუდოდ ამ კრონშტეინებზე დაფუძნებული იყო ხის კოჭოვანი კონსტრუქცია, რომელიც პატრონიკეს ფუნქციას ასრულებდა. მაღლა, როგორც ჩანს ადიოდნენ გარედან, მიდგმული ხისავე კიბით და ზემოთ ნახსენები კარიდან ხვდებოდნენ პატრონიკეში.

foto foto

დასავლეთის მკლავის გრძივი კედლები წყვილი პილასტრით დაახლოებით შუაზე იყოფა. პილასტრების კაპიტელები სადად არის პროფილირებული თაროსა და ლილვის კომბინაციებით. ასევეა გაფორმებული გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებზე აყოლებული პილასტრების კაპიტელებიც და სატრიუმფო თაღის იმპოსტებიც. გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე ხორციელდება შერეული აფრულ–ტრომპული სისტემით. ტრომპები საგანგებოდ გაფორმებულია, გამოყენებულია როგორც ქვაზე კვეთილი სამკაული, ასევე ფერადოვანი ეფექტი – ლურჯათ და წითლად დაფერილი ტრომპების რელიეფი. დაფერვა დღესაც კარგად გაირჩევა. ყველა ტრომპი სხვადასხვაგვარი მოტივითაა მორთული.
აფრული სეგმენტები ტრომპებს ზემოთ გამოყვანილია სუფთად დამუშავებული მრუდხაზოვანი ქვებით, მათ ზევით თანაბარზომიერი კვადრების ერთი რიგი წრეს შემოწერს. ამ რიგის თავზე რელიეფურად გამოწეული პროფილირებული (თარო–ლილვი–თარო) სარტყელი აღნიშნავს ზღვარს გარდამავალ კონსტრუქციასა და გუმბათის ყელს შორის. ამ სარტყელზე აღმართულ თორმეტ პილასტრზე გადაყვანილია თაღები, პილასტრები სადაა, მსუბუქი, აქვთ თაროსა და ცერობის პროფილის კაპიტელები. თაღები პატარა თლილი ქვებით არის გამოყვანილი. გუმბათის ყელი თორმეტწახნგაა, მაგრამ პილასტრების გამო კუთხეები არ აღიქმება და გუმბათის ყელი მრგვალი ჩანს. თორმეტიდან რვა არე ყრუ კედელს წარმოადგენს, ოთხში – ქვეყნის მხარეების მიხედვით – ოთხი მაღალი სარკმელია.

foto

ეკლესიის ფასადები თლილი ქვის პერანგის და განვითარებული დეკორის გამო მდიდრულად გამოიყურება. საფასადო მორთულობის გამაერთიანებელი ელემენტი არის არკატურა, რომელიც ქვედა ნაწილში გაუყვება კედლებს. დღესდღეობით მისგან მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი, მაგრამ მათი მეშვეობით შეიძლება პირვანდელი სახის წარმოდგენა. თაღები თანაბარი სიმაღლისაა. ყოველი მათგანი გამოკვეთილია თითო დიდ ქვაში და ეყრდნობა სადა პილასტრებს. თაღნარი წყდება აღმოსავლეთ ფასადზე, სადაც ოთხი ნიშაა. ორი თავსდება საკურთხევლის აფსიდის სარკმლის აქეთ–იქით, ორიც – ფასადის კიდეებში. ნიშები სამკუთხედად იჭრება კედლის სიღრმეში და გადახურულია ნახევარკონუსური კამარებით. სამწუხაროდ პერანგი ძლიერ დაზიანებულია.
სამხრეთ ფასადს განსაკუთრებით მდიდრული იერი აქვს. ამ შთაბეჭდილებას სარკმლების დეკორი განსაზღვრავს. მას კედლის ზედა ნაწილში მთელი შუა არე უკავია. შეწყვილებულ ღიობებს შემოწერს ფართო მოჩუქურთმებული საპირეები, რომლებიც უშუალოდ ეკვრის ერთმანეთს. ზემოდან კომპოზიციას აგვირგვინებს თავსართი ძალიან ფართე რკალით და მოკლე გადანაკეცებით. ორმანეტი სამკუთხა ფოთლების (პალმეტების) მოტივზეა აგებული.
გუმბათის ყელზე ფართო სარტყლით გამოყოფილი ქვედა ნაწილი, რომელიც თლილი ქვის წყობის სამ რიგს მოიცავს, მრგვალია (ცილინდრული) და სრულიად სადა. სარტყელი მასიური, თაროს პროფილისაა და ზედ გაუყვება გლუვი სქელი ზოლით გამოყვანილი ასო ი–ს მსგავსი რკალების ხლართი. ამის ზემოთ გუმბათის ყელი 24–წახნაგაა და მას შესაბამისი რაოდენობის თაღების რიგი შემოწერს. თაღები ეყრდნობა შეწყვილებულ გრეხილ ლილვურ ნახევარსვეტებს, რომლებიც სარტყელზე აღიმართება. მათი ბაზისებისა და კაპიტელების როლს პატარა წყვილ–წყვილი ბურთულები ასრულებს. რამდენადაც სარკმელი სულ ოთხია, მათ შორის ხუთ–ხუთი თაროვანი არე რჩება, რომლებშიც თითოს გამოტოვებით სამკუთხა ნიშებია შეჭრილი – სულ გამოდის თორმეტი ნიშიანი და რვა ყრუ თაღი. სარკმელები საკმაოდ განიერებია და თაღოვანი არეების თითქმის მთელ სიგანეს მოიცავენ. საპირეები და თავსართები მათ არ გააჩნიათ. ყელს აგვირგვინებს ძლიერ გამოშვერილი კარნიზი პროფილით: თარო–ცერობი–ორი ლილვი. ცერობის ზედაპირზე გვხვდება პალმეტების მოტივი. კარნიზი ბევრგან სულ გადარეცხილია. საერთოს ენირაბათის გუმბათის გადაწყვეტა ორიგინალურია და არ აქვს პირდაპირი ანალოგიები. თითოეულ მის ელემენტს ცალცალკე აქვს ანალოგია, მაგრამ ერთიანობაში ისინი მხოლოდ ენირაბათში გვხვდება.
გუმბათის ნახევარსფეროს გარედან ფარავს დაბალი ნახევარკონუსური სახურავი. ეკლესიის სუბსტრუქციაში, დაახლოებით მისი დასავლეთის მკლავის ჩრდილო–დასავლეთ კუთხესთან, მოწყობილია სათავსი შესასვლელით დასავლეთის მხრიდან. სავარაუდოდ ის მონასტრის საძვალეს წარმოადგენდა.

foto foto


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ენირაბათის ტაძარი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. დ. ხოშტარია – „კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები“, 2005წ.
2. თ. ჟორდანია –  ქრონიკები, ტ2, 1897წ.
3. პ. ზაქარაია – „Зодчество Тао-Кларджети“,  1990წ.
4. ფოტო მასალა აღებულია  http://www.virtualtao-klarjeti.com/monuments2.aspx?iid=96–დან.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://tao.110mb.com

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016