Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

ციხისძირის (დუშეთის) ესოჯეს წმ. გიორგის ეკლესია
(შუა სს.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, კარიბჭე,სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ნაგებობა და გალავანი.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ციხისძირის კოშკი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 28 კმ–ში მდებარე  სოფელ ციხისძირის სამხრეთ–დასავლეთით, 2კმ-ზე, მთაში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

 

gengegma

ყველა ნაგებობა ნაშებია მოზრდილი ზომის ნატეხი  ქვითა და  დუღაბით. წყობა ირეგულარულია,   ტლანქი. ეკლესიის შიდა  კედლები წვრილი ქვითაა ნაწყობი და მობათქაშებულია. ძლიერ დაზიანებულია: ეკლესიისგან, მხოლოდ კედლებია დარჩენილი. დანგრეულია კარიბჭის უმეტესი ნაწილიც; დანარჩენი ნაგებობებისა და გალავნის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.
ა) ეკლესია დარბაზულია(9,4X5,8 მ) დგას გალავნით შემოფარგლურ ეზოს შუა ნაწილში. ეკლესიას სამხრეთიდან გვიანდელი მინაშენი ეკვრის, რომელიც მასზე რამდენადმე მოკლეა. მეორე, ასევე გვიანდელი, მონაშენი ჩრდილოეთიდანაა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან, მინაშენიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. მეორე კარი (ამოშენებულია) ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია, რომლის შიდა თაღი შირიმის ერთ ქვაშია გამოკვეთილი. მოგვიანებით სარკმლის გარეთა ღიობი რამდენადმე დაუდაბლებიათ და დაუვიწროებიათ. აფსიდის გვერდებში,სარკმლის ძირის დონეზე, თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. შიგნით ეკლესია გადახურული ყოფილა კამარით, რომელიც კონსოლებზე გადაყვანილ ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. (სამხრეთ კედელზე შემორჩენილია საბჯენი თაღისა და კამარის მცირე ნაწილი).
სამხრეთ მინაშენი ეკლესიაზე გაცილებით ვიწროა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. ერთადერთი შესასვლელი მინაშენს დასავლეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით და სამხრეთით კედლებში თითო მცირე ზომის სარკმელია. მინაშენი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის ჩრდილოეთ ქუსლი ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიშენებულ თაღედს ეყრდნობა.             ჩრდილოეთ მინაშენი სამხრეთ მინაშენზე თითქმის ორჯერ უფრო განიერია. მისგან მხოლოდ აღმოსავლეთ კედელი და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი. აღმოსავლეთ კედელში ერთი მცირე სწორკუთხა ნიშია.
ბ) კარიბჭე ორსართულიანია, გეგმით თითქმის კვადრატული (5,8X5,6 მ. ჩართულია გალავნის აღმოსავლეთ კედელში. ძლიერ დაზიანებულია. მთელ სიმაღლეზე შემორჩენილია მხოლოდ I სართულის აღმოსავლეთ ნახევარი, სართულის დასავლეთ ნახევრის კედლები 0,8-1,2 მ სიმაღლეზეღა დგანან;  II სართულის კედლებიდან აღმოსავლეთ კედლის ნაწილიღა დგას (სიმ. 1,8 მ. I სართულის აღმოსავლეთ კედელში განიერი და მაღალი შეისრული თაღია. მსგავსი ფორმის თაღი (შემორჩენილია ჩრდილოეთის გვერდის ნაწილი) მოწყობილი ყოფილა II სართულის აღმოსავლეთ კედელშიც, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. I სართულის დასავლეთ კედელში ვიწრო გასასვლელია. სართული გადახურული ყოფილა შეისრული კამარით.
გ) ეკლესიის დასავლეთით, ოთხიოდე მეტრზე, მიჯრით მდგარი, ორი სხვადასხვა ზომის ნაგებობის კედლების ნაწილებია შემორჩენილი. მესამე ნაგებობის (შიდა ზომები: 6,4x3,8 მ) ნანგრევები ეკლესიის სამხრ-დასავლეთ კუთხესთანაა. სამივე ნაგებობა გეგმით ოთხკუთხაა და ზურგის კედლით გალავანშია ჩართული. ეკლესიის დასავლეთით მდგარ მოზრდილ ნაგებობას (შიდა ზომები:7,4X5,4მ) შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. კარი ვიწროა და ისრული თაღი ხურავს. ჩრდილოეთ კედელში ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. მეორე ნაგებობას (შიდა ზომები:4,1X2,2 მ) რომელიც მოზრდილ ნაგებობაზე, მახვილი კუთხით,  ჩრდილოეთიდანაა მიდგმული, შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. დანარჩენი კედლები ყრუა. ეკლესიის ჩრდილოეთით შემორჩენილია კედელი (სიგრძე 6,5 მ,სიმაღლე 1,2-1,5 მ) რომელიც გალავნიდან მოემართება და ეკლესიის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელს ადგება.    

დ) გალავანი გეგმით თითქმის წრიულია (39X35 მ) მის ჩრდილოეთ კედელში მოწყობილი ყოფილა ვიწრო შესასვლელი (თავდაპირველი კარიბჭე?), მისგან მხოლოდ კვალია შემორჩენილი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ციხისძირის ესოჯეს წმ. გიორგის ეკლესია  წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ. 2004წ.
2. მასალა, გეგმები და ფოტოები მოგვაწოდა გაგა ყარმაზანაშვილმა, რისთვისაც ჩვენ მას მადლობას ვუხდით.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://www.veengle.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016