Toma ciciSvilis
sasaxle
(1872 w)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ადრინდელი ნაგებობა და გვიანდელი ნაგებობა.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
თომა ციციშვილის სასახლემდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 5 კმ–ში მდებარე სოფელ ხცისის განაპირას, აღმოსავლეთით.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არსებული ინფორმაციის თანახმად, XIX საუკუნეში ციციშვილებს - ქართლის მებატონეებს შექმნილი ჰქონიათ საერთო კომიტეტი, სადაც მთელი მათი ქონება შედიოდა. უცნობი მიზეზით ამ კომიტეტს გამოჰყოფია თომა ციციშვილი, 1874 წელს დიდებული სასახლე აუშენებია სოფლის შუაგულში, რომელიც საოცარი ოსტატობით ყოფილა მოხატული. ციციშვილების სოფლიდან წასვლის შემდეგ, 1920 წლიდან მოყოლებული მათი საბატონო სახლი, რომელიც ორივე სართულზე ოც ოთახს ითვლიდა, გადავიდა სასოფლო საბჭოს განკარგულებაში. იქ დიდხანს მოთავსებული იყო სასოფლო საბჭო, კოლმეურნეობის კანტორა, ამბულატორია, ბაგა-ბაღი, ბიბლიოთეკა თუ სასოფლო კლუბი. 1930 წელს შენობის ნაწილი დაიწვა. აღდგენის შემდეგ 1974 წლამდე შენობაში სკოლა იყო.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma
|
თომა ციციშვილის სასახლე შედგება ორი ნაგებობისაგან: უფრო ძველი (12,5X23,5 მ) მიმართულია ჩრდილოეთისაკენ, მეორე (6,6X16,3 მ) კი უფრო ახალია. ნეგებობები კუთხით ერთმანეთს ერწყმის. სამხრეთით ეზოს მხარეს ორივე შენობას გაერთიანებული ღია აივანი აკრავს. სასახლე ნაგებია რიყის ქვითა და კვადრული აგურით, გადაკეთების დროს გამოყენებულია თანამედროვე აგური.
ციციშვილის სასახლის ძირითად ორსართულიან შენობას, რომელსაც ჩრდილოეთით ღია აივანი აქვს, წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმა აქვს. თითოეულ სართულზე ორრიგად განლაგებული ექვსი ოთახია, რომლებიც ერთმანეთს კარებით უკავშირდება. მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთითაა. ერთმარშიანი კიბე მეორე სართულის ღია აივანზე გადის. პირველი სართულის დასავლეთ ნაწილში ვიწრო კორიდორია, რომელიც ეზოში გადის. ორივე სართულის ოთახების გრძივ კედლებში გაჭრილია ფანჯრები. კედლებში ბუხრები და ღუმლებია. მეორე, გვიანდელი ნაგებობა სამსართულიანია. პირველ სართულზე მარანია (ამჟამად მიწითაა ამოვსებული) . მარანში ჩასასვლელი გაჭრილია ჩრდილოეთით, ნაგებობის თანხვედრის კუთხესთან. მარნის გრძივ კედლებზე ოთხი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. კედლებში რამდენიმე ნიში და სარკმელია. სარკმლების ძირი შიგნიდან გარეთ მაღლდება. შენობის მეორე და მესამე სართული გადაკეთებულია და ერთიან წაგრძელებულ სათავსებს წარმოადგენს. ჩრდილო კედელში დატანებულია საკანალიზაციო მილი.
მტკვრის ხეობისაკენ მიმართული ჩრდილოეთის ფასადი სიმეტრიულადაა დანაწევრებული ორ იარუსად განლაგებული ფანჯრებით, რომლებსაც რიყის ქვითა და აგურით ნაწყობი თაღები აქვთ.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
არ მოგვეპოვება.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 2004წ
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://www.urbnis-ruisi.ge
http://lemill.net
|