Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

itriis RvTismSoblis
dedaTa monasteri

(XVI-XVII ss
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია,  სამრეკლო  და  გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

იტრიის სამონასტრო კომპლექსის შესახებ გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „სურამს ზეით, სამხრიდან მოერთვის ამ წყალს ურთხვის ხევი მას ზეით არის ისტორიული მონასტერი ყოვლადწმინდისა, უგუმბათო, დიდშენი, აწ ხუცის ამარად“.

იტრიის მონასტერმა მრავალგზის განიცადა აოხრება. 1889 წლის ზაფხულში სურამში იმყოფებდა ისტორიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც იტრიის მონასტერი მოინახულა. 1890 წელს გამოცემულ წიგნში „სამი ისტორიული ქრონიკა“ იგი ვრცლად აღწერს იტრიის მონასტერს.

 

3. adgilmdebareoba

იტრიის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამის დასავლეთით მდებარე უბან იტრიის (წარსულში სოფელი) სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

იტრიის სამონასტრო კომპლექსის შესახებ გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „სურამს ზეით, სამხრიდან მოერთვის ამ წყალს ურთხვის ხევი მას ზეით არის ისტორიული მონასტერი ყოვლადწმინდისა, უგუმბათო, დიდშენი, აწ ხუცის ამარად“.
იტრიის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი აგებულია XVI საუკუნის ბოლოს კათალიკოზ დოროთეოზის დაკვეთით. შენებლობის პროცესში "ურუმთ დაუწვავთ", მაგრამ კათალიკოს მონასტრის მშენებლობა მაინც დაუმთავრებია და მრავალი საეკლესიო ნივთიც შეუწირავს. 1645 წ. ქართლის მეფე როსტომს (1658 წწ.) და მის მეუღლეს მარიამს იტრიის მონასტრისათვის ყმები და მიწები უბოძებიათ. კომპლექსი შეკეთებულია XIX საუკუნეში. სარესტავრაციო სამუშაოები აგრეთვე ჩატარდა სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს მიერ 1969 წელს. 1997 წელს ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები, ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველში ნაპოვნი იქნა ტრაპეზის ქვა. ამავე წელს ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა, ამოქმედდა იტრიის სიონი, აქვე გაიხსნა დედათა მონასტერი. 2001 წელს ტაძარში საკურთხევლის სამხრეთით მეუფე იობმა აკურთხა ტრაპეზის ქვა წმ. მენელსაცხებლე დედათა სახელზე.

სამრეკლო აგებულია 1656 წელს ბეჟან ჩხეიძისა და ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლაოზის დაკვეთით, რაზეც მეთველებს აღმოსავლეთ კედელზე მოთავსებული მხედრული წარწერა.ამავე წლეს აუშენებიათ გალავანიც.

ყოველწლიურად 28 აგვისტოს აღინიშნება მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული იტრიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში და ’’კვირაცხოვლობა’’  აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gengegma

 

gegma

ა) იტრიის ღვთისმშობლის  ტაძარი დგას გალავნით შემოზღუდული ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში. იგი სამნავიანი ბაზილიკაა ( 19,95X13,3 მ), ნაგები თლილი ქვიშაქვის კვადრებით. წყობაში გვხვდება აგურიც. აქვს ორი შესასვლელი-სამხრეთით და დასავლეთით. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია წყვილ-წყვილი ორთხკუთხა ბოძით, რომლებსაც მარტივი კვადრატული კაპიტელები აქვს და კუთხეებში ლილვები აუყვება. ნახევარწრიულ აფსიდში სამი სარკმელია. შუა სარკმლის ქვეშ დიდი ნიშია (საწინამძღვრო ტახტი), რომლის გვერდებზე ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომებია. აფსიდი შუა ნავის სივრცეს ფართო ბემით უკავშირდება. ხატებითა და ჯვრებით მორთული ხის კანკელი  ძლიერ დაზიანებულია. აფსიდის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსს ნახევარწრიული გადახურვა და აფსიდები აქვს. აფსიდებში აღმოსავლეთით თითო სარკმელია, მათ თავზე სამალავი საკნები. სამკვეთლო ოთხკუთხა კარით უკავშირდება ბემს. შუა ნავი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა. კამარა გამაგრებულია კედლებში ჩაშენებული ხის კოჭებით (ეკლესიის თანადროულია). ამ ნავის გრძივ კედლებში სამ-სამი თაღოვანი ფანჯარაა. გვერდის ნავების გრძივ კედლებშიც სამ-სამი სარკმელია. ტაძარი შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. ნაგებობა დგას თაროსა და  ლილვებისგან შედგენილ ცოკოლზე. ფასადზე რელიეფური ლილვებით შემკული ფართო ტალღოვანი პორტალია, ხოლო მის ორივე მხარეს მასიური დეკორატიული კრონშტეინები. ფასადის ცენტრში ლილვებით მოჩარჩოებული ოთკუთხა ფანჯარაა, მის თავზე მოზრდილი რელიეფური ჯვარია, კიდევ უფრო ზევით, ფრონტონის კეხის ქვეშ-პატარა ჯვარი. სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია დასავლეთ შესასვლელის მსგავსი კარი, რომლის ორივე მხარეს აქაც დეკორატიული ორნამენტიანი კრონშტეინებია. ჩრდილოეთ ფასადზე წყვილი ლილვით მოჩარჩოებული სამი თაღოვანი  ფანჯარაა. ნაგებობის ლავგარდანი ვიწრო თაროს , წრეთარგისა და ლილვისაგან შედგება. სახურავი კრამიტისაა.

samreklos dasavleTi fasadi, ganivi ganakveTi aRmosavleTisaken

ბ) სამრეკლო არის  ზევით შევიწროვებული, სამსართულიანი კოშკისებრი ნაგებობა (6,25 X4,95 მ), აგებული უხეშად დაკუთხული თლილი ქვის კვადრებით. XIX საუკუნის ბოლოს შეკეთებისას სამრეკლოს სახურავზე, სამხრეთ კუთხეში პატარა ფანჩატური დაუშენებიათ.  სამრეკლოს პირველი სართული, რომელიც თავდაპირველად მონასტრის ეზოს შესასვლელი იყო (გაუქმებულია), ორ მხარეს მთელ სიგანეზე გახსნილია  ერთნაირი თაღებით და გადახურულია ნახევარწრიული არაწესიერი მოხაზულობის კამარით. მის კედლებში დატანებულია ღრმა ნიშები. ჩრდილო კედელში ბუხარიცაა. ჩრდილო ფასადზე მიშენებული იყო მეორე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე. მეორე სართულის დაბალი სათავსი კამარითაა გადახურული, კედლებში ნიშებია. მესამე სართული შედარებით პატარაა და დასავლეთით გახსნილია ორმაგთაღიანი ღიობით. სამრეკლოს თავზე დაშენებული ორმხრივ გახსნილი ფანჩატური გადახურულია პირამიდული სახურავით და ნახევარწრიული თაღებით გაერთიანებულ მარტივკაპიტელებიან  მრგვალ ბოძებს ეყრდნობა. ორფერდა სახურავი თაროს, წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილ ლავგარდანს ეყრდნობა. დასავლეთ ფასადზე მესამე სართულის ორმაგთაღიანი ღიობის შუა ბოძი შემკულია რელიეფური ჯვრითა და პრიმიტიული ორნამენტით. ფრონტონის კეხის ქვეშ ორმაგი თაღის ზევით გამოსახულია დეკორატიული ჯვარი.

sarTulebis gegmebi

გ) გალავანი (40X25 მ; მაქსიმალური სიმაღლე 2 მ) აგებულია კირქვის კვადრებით. წყობა ირეგულარულია. გალავანი ფერდობის რელიეფს მიჰყვება. შესასვლელი გალავნის სამხრეთ კედელში ჩაშენებული იყო კოშკი, რომლის მხოლოდ 1,5 მეტრის სიმაღლის კედელია გადარჩენილი. გალავანზე მიშენებული ყოფილა აგრეთვე  სენაკები.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

იტრიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი მიეკუთვნება რუის-ურბნისის ეპარქიას და იგი მოქმედია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველო სისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5.1990წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://wapedia.mobi/ka

http://www.urbnis-ruisi.ge

http://lemill.net

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016