|
ხოვლეს წმინდა გიორგი
(VI-VII სს)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია, ეგვტერი;
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება;
3. adgilmdebareoba
ხოვლეს წმინდა გიორგის საყდრის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, კასპიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 26 კმ-ში მდებარე სოფელ ხოვლედან 5 კმ-ში, მდინარე ხეხმელას მარჯვენა ნაპირზე, გორაკზე.
GPS კოორდინატები:
41°52'14.56" N, 44°10'24.78" E;
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება;
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება;
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma |
ეკლესია დარბაზულია (7,8 X 7,7მ), ნაგებია მოწითალო ხორბლისფერი ქვით. სამხრეთიდან მიშენებული აქვს დაბალი ე გ ვ ტ ე რ ი. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: არა აქვს სახურავი და ლავგარდანი, ჩანგრეულია ეგვტერის კამარისა და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. ეკლესიაში შესასვლელი ეგვტერიდანაა. მეორე შესასვლელი ეკლესიის დასავლეთ კედელშია. ორივე შესასვლელი განიერია, გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი. როგორც ეკლესიის, ისე ეგვტერის აფსიდები ნალისებრია, ასეთივე ფორმა აქვს კონქების თაღებსაც. ორივე სათავსის საკურთხეველში თითო განიერი სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესიაში დაცულია სამმალიანი კ ა ნ კ ე ლ ი, რომელიც ორი, სხვადასხვა ხანის, ფრაგმენტისაგან შედგება. კანკელი პირველად XI – XII საუკუნეში დაუდგამთ. მისგან შემორჩა მხოლოდ ქვის პროფილირებული სვეტები და გაშლილი ფოთლების რელიეფით მორთული კაპიტელი, რომელიც მოგვიანებით, შეკეთების დროს ეგვტერის კონქის კონსოლად გამოუყენებიათ. მეორედ კანკელი თაბაშირით აღუდგენიათ XIV საუკუნეში. მარყუჟებით შეკრული ფესტონებიანი თაბაშირის თაღები გაუკეთებიათ და შიგ დაუდგამთ თაბაშირისავე ფილები, რაზედაც ამოჭრილია გეომეტრიული წნულის მედალიონები და ჩარჩო. როგორც ჩანს, ეს კანკელიც დანგრეულია და მისი ხელმეორედ აწყობის დროს ზოგი ნაწილი თავის ადგილას არ ჩაუსვამთ (კანკელის XIV საუკუნის ფენის რამდენიმე ფრაგმენტი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდშია დაცული).
ეკლესიის დასავლეთ კედელზე და აფსიდში შემორჩენილია (ა) მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. სტილისტური ნიშნებით მოხატულობა XII საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს.
ფასადების დეკორიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ სარკმლის თავსართის ფრაგმენტი. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე, გვიანდელი შეკეთების დროს, რუხი ფერის დაუმუშავებელი ქვის ფილები ჩაუსვამთ.
|
|
freska |
kankeli |
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
ხოვლეს წმინდა გიორგის საყდრის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. არ არის მოქმედი.
9. gamoyenebuli masalebi
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5., 1990 წ.
2. ფოტოების ავტორი - ზაზა ქარდავა;
10. marSruti
არ მოგვეპოვება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
http://dzeglebi.com
|