Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

saakaZeebis nasaxlari
(XV-XVIII)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი, კოშკი, სასახლე, საცხოვრებელი სახლი, აბანო, საჯინიბო, სამებისა და ღვთისმშობლის ეკლესიები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, კასპის რაიონში, კასპის სამხრეთ-დასავლეთით 8 კმ-ში, სოფელ ნოსტეს განაპირას.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

XVI-XVII საუკუნეებში სოფელი ნოსტე სააკაძეთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. სააკაძეების გვარის ძირითადი შტო (სამეფო აზნაურები) ატენის ხეობის ზემო ნაწილში ტანასწყლის ხეობასა და რაზმითის მიდამოებში სახლობდა. აქ იყო მათი ძველი სამემკვიდრო სოფლები ფელი და კიკანათბერი. XV საუკუნიდან სააკაძეეებმა დაიწყეს თავისი მამულების გაფართოება თეძმის ხეობაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა გიორგის მამამ სიაუშმა და ბიძებმა. ეს საქმე წარმატებით დაასრულა თბილისის მოურავმა (1609 წლიდან) გიორგი სააკაძემ (დაახლ. 1580-1629 წწ). მან თავისი საგვარეულოს პოლიტიკური რეზიდენცია სოფელ ფელიდან ნოსტეში გადმოიტანა. ნოსტე სამიმოსვლო გზებით იყო დაკავშირებული ქართლის სხვა რაიონებთან და ახლოს იყო მეფეთა ერთ-ერთ რეზიდენციასთან – ცხირეთთან. 1611 წელში ნოსტეში გამართულ ნადიმზე ნახა პირველად მეფე ლუარსაბ II სააკაძის და. თავადების წინააღმდეგობის მიუხედავად ლუარსაბ მეფემ იქორწინა გიორგის დაზე. 1612 წელს გიორგი სააკაძის აღზევებით განაწყენებულმა დიდგვაროვანმა თავადებმა ნოსტე დაარბიეს. მოურავი სპარსეთში გაიქცა. მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შესძლო მან რეზიდენციის აღდგენა (1620-25 წწ). 1626 წელს ნოსტე კვლავ დაარბიეს თავადებმა და სააკაძისეული მამულები მიიტაცეს. XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფემ სააკაძის ცოლ-შვილს მამულები დაუბრუნა.
1965-76 წლებში სააკაძის ნასახლარი გათხარა საქართველოს მუზეუმის ექსპედიციამ. აბანო და რამდენიმე ნაგებობა კონსერვაციის მიზნით კვლავ მიწით დაფარეს. 1969-71 წლებში ნასახლარზე სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

----

ა) გალავანი ფერდობს წრიულად ჰქონდა შემოვლებული. ნაგებია ნატეხი ქვით (კედლის სისქე 1 მ-დე). გალავნის შიგნით რამდენიმე ნაგებობა იდგა.
ბ) მთავარი ნაგებობაა ექვსსართულიანი კოშკი (5,5X5,5 მ), რომელიც ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. ნაგებია ნატეხი ქვით. ძალზე დაზიანებულია. ხანძარს გაუნადგურებია ხის სართულშორისი გადახურვები (რესტავრაციის დროს ბოლო სართულს რკინა-ბეტონის გადახურვა გაუკეთდა). კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა. ამავე სართულზე, კარის გარდა, სამ კედელში თითო სარკმელია. პირველი სართული ყრუ იყო, ბოლო, მეექვსე სართული კი მაღალკედლებიან ბანს წარმოადგენდა. მას ოთხივე მხარეს სალოდეები ჰქონდა. სათოფურები ყველა სართულზეა, მესამე სართულზე ყველაზე მეტი.
გ) სასახლე დიდი ზომის ნაგებობაა (13,5X18,5 მ), ნაშენია ნატეხი ქვით. იგი ორსართულიანი იყო. სანახევროდ დანგრეულია, განსაკუთრებით ზემო სართული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, კარის წინ ტალანია.
დ) სასახლესა და კოშკს შორის იდგა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგებოდა. ერთი მხარე ორსართულიანი იყო, მეორე კი – ერთსართულიანი. ორსართულიანს სამხრეთით აივნები ჰქონდა, შიგნით კი ბუხრები და სამეურნეო დანიშნულების ნიშები.
ე) კოშკის სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთით და აღმოსავლეთით რამდენიმე ნაგებობის ნაშთია დარჩენილი. თითოეული მათგანი არაერთხელ გადაუკეთებიათ, ეტყობათ ხანძრის კვალიც. მათგან საინტერესოა აბანო, რომელიც აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს, შედგება ერთი მოზრდილი სათავსისა და სააბაზანოსაგან. ორივეში თითო ბუხარია. გვიანდელი ფეოდალური ხანის სხვა აბანოებისგან განსხვავებით, ეს აბანო პატარა და მარტივია.
ვ) გალავნის გარეთ, ჩრდილო-დასავლეთით საჯინიბოა (13,3X11,2 მ). მისი კედლები ნაწილობრივათაა შემორჩენილი. კარი ჩრდილოეთ მხარესაა.
ზ) სამების ეკლესია თარიღდება XVI-XVII საუკუნეების მიჯნით. იგი რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. თავდაპირველი ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთის კედელი, რომელიც აღდგენის დროს ახალ ნაგებობაში ჩაურთიათ. ახალი ნაწილები ნაგებია ულაზათოდ. აფსიდის მარჯვენა მხარე ძალიან გამოწეულია. ჩრდილოეთ კედლის ორი ნაწილი ცუდად ებმის ერთმანეთს. დარბაზის კამარა სხვადასხვა დონეზეა. ეკლესია დარბაზულია (12,7X12,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთით და დასავლეთით. დასავლეთ კარი ამოქოლილია. ღრმა აფსიდის ღერძზე სარკმელია. აფსიდის ცენტრში სატრაპეზო ქვა დგას. ეკლესიაში სამხრეთ კედლის შუა მონაკვეთზე (ქვედა ორი რეგისტრი) და ტრაპეზის ქვებზე შემორჩენილია XVII საუკუნის მე-II ნახევრის მოხატულობის ნაშთი. დანარჩენი ნაწილი დაფარულია გვიანდელი შელესილობის ფენით. სატრაპეზო ქვის წინა პირი მორთულია მცენარეული ორნამენტით (იმეორებს დაჩითული ქსოვილის სახეებს – მიხაკის ყვავილი გრძელი ყლორტით). მოხატულობა უპირატესად შესრულებულია მოწითალო-ყავისფერი, ყვითელი, მუქი ლურჯი და თეთრი საღებავებით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ჰქონია მინაშენები. ჩრდილოეთ მინაშენი აფსიდიანი სამლოცველო იყო. სამხრეთ მინაშენში ცენტრში ორთაღიანი ღია კარიბჭეა.
თ) ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება XVII საუკუნის მე-II ნახევრით. ეკლესია დარბაზულია (8,8X5,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, გრძივი კედლები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ღრმა და განიერი აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო შეისრულთაღიანი მოზრდილი ნიშია. დარბაზი გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით. თითო სარკმელია აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.
სამებისა და ღვთისმშობლის ეკლესიები სავარაუდოა, რომ სააკაძეთა საგვარეულოს კარის ეკლესიები იყო.
1965-76 წლებში სააკაძის ნასახლარი გათხარა საქართველოს მუზეუმის ექსპედიციამ. გათხრამდე ნასახლარზე ჩანდა კოშკი, გალავნის ნაშთები და რამდენიმე ნაგებობის კვალი. გათხრებით გამოვლინდა სასახლის, საცხოვრებელი სახლების, აბანოსა და საჯინიბოს ნაშთები. აბანო და რამდენიმე ნაგებობა კონსერვაციის მიზნით კვლავ მიწით დაფარეს. 1969-71 წლებში ნასახლარზე სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

სამების და ღვთისმშობლის ეკლესიები სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.

10. marSruti

დადგინდება.

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016