Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

bana

bediis
vlaqernis wm. RvTismSoblis saxelobis monasteri
(X – XIII ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი, ეპისკოპოსის საცხოვრებელი, კარიბჭე-სამრეკლო, ჯვარგუმბათოვანი ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

bana
--

ბედია უძველესი დასახლებული პუნქტია XI ს-ის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის საეკლესიო-ბიბლიურ მოძღვრებაზე დამყარებული თეორიის მიხედვით. ბიბლიური ნოეს მესამე შვილის _ იაფეთის შვილიშვილის შვილი თარგამოსი, მაშინ, როდესაც ბაბილონში გოდოლის აშენების გამო, ენათა აღრევა და ხალხთა დიდი გაბნევა მოხდა, თავის მრავალრიცხოვანი ახლობლებით პონტოს (შავ) და გურგანის (კასპიის) ზღვებს შორის დამკვიდრდა და სათავე დაუდო კავკასიელ ხალხთა წარმომავლობას. მან თავის მერვე ვაჟიშვილს _ ეგროსს მისცა ზღვის სანაპირო ქვეყანა პონტოს ზღვასა და ლიხის მთას შორის, ვიდრე მდინარემდე მცირისა ხაზარეთისა, `სადაცა წარსწუთების წუერი კავკასიისა~. იქ ეგროსს აუგია ქალაქი, რომლისთვისაც თავისი სახელის მიხედვით ეგრისი დაურქმევია. ეს ის ადგილია, რომელსაც ახლა ბედია ჰქვიანო, _ იუწყება ლეონტი მროველი. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, VIII ს-ის უკანასკნელ მეოთხედში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე `აფხაზთა~ სამეფოს სახელით აღდგენილი დასავლურ-ქართული სახელმწიფო `აფხაზთა~ მეფე ლეონმა რვა საერისთავოდ დაყო, რომელთაგან
ერთ-ერთი ეგრისწყალსა (მდ. ღალიძგა) და ცხენისწყალს შუა განათავსა ცენტრით ბედიაში.
ბედიის მონასტერში დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III კურაპალატი.

3. adgilmdebareoba

ბედიის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ ოლქში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, გალიდან ჩრდილო–დასავლეთის მიმართულებით, 25 კმ–ის დაშორებით მდებარე სოფელ ბედიაში.

4. ruka

bana

5. istoriuli mimoxilva

`აფხაზეთის სამეფოს~ დანატოვარ ხუროთმოძღვრების ნაწარმოებებიდან ქართლის მატიანეში ყველაზე დიდი ზარ-ზეიმით ბედიის ვლაქერნის წმ. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მოიხსენიება. ბაგრატ მეფემ `აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყვისაÂსაეპისკოპოსო, შეწირნა სოფელნი მრავალნი ხევითა და ადგილთა, განასრულა ყოვლითა განგებითა, შეამკო ყოვლითა სამკაულითა ეკლესია, აკურთხა და დასუა ეპისკოპოსი~, _ გვამცნობს მატიანე ქართლისა. `დადიანთა ქრონიკის~ ცნობით, `აფხაზთა~ მეფეს (შემდეგში საქართველოს ერთიანი მონარქიის პირველ მეფეს) ბაგრატ III-ს (978-1014) ბედიის ტაძრის აშენება X საუკუნის მიწურულს, 999 წელს დაუმთავრებია: `წელსა შჟთ (999წ) ბაგრატ, ძემან გურგენ მეფისამან კუროპალატმან ბედია აღაშენა~. ამ ტაძარს, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია. არქიტექტორ-რესტავრატორმა ლ. ხიმშიაშვილმა სარესტავრაციო სამუშაოების დროს 1968 წელს თანამედროვე ტაძრის ქვეშ მასზე დიდი ნაგებობის, ბაგრატ III-ის დროინდელი ტაძრის საძირკვლისა და სუფთად გათლილი ქვის კვადრებით მოსწორებული იატაკის ნაშთი აღმოაჩინა. გაირკვა, რომ ახლანდელი ნაგებობა ბაგრატისეულის ნაშთებზეა დაშენებული XIII საუკუნის მეორე ნახევარში. ახლანდელი ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში მეორედაა გამოყენებული თავდაპირველი ტაძრის რელიეფური სამკაულები, რომლებიც ბაგრატ მეფის მამეულ კუთხის, სამხრეთ საქართველოს რელიეფების ანალოგიურია. მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების სიმბოლოდ ეგრისის პოლიტიკურ ცენტრში აშენებული ტაძარი, რომელიც სამეფო საძვალედ გადაიქცა (1014 წელს აქ დაკრძალეს ბაგრატ III), გამორჩეულად მდიდრული და ლამაზი ყოფილა: `უკეთუ ვისმე ენებოს განცდად და გულისხმისყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს, სამკაული ბედიის ეკლესიისა, და მისგან გულისხმა ყოს, რომელ არავინ ყოფილ არს სხუა მეფე მსგავსი მისი ქუეყანასა ქართლისასა და აფხაზეთისასა~, _ გვაუწყებს მატიანე. ბედიის ტაძრის სიმდიდრეს ვახუშტი ბატონიშვილიც აღნიშნავს: `აღაშენა ნ-დ მეფემან ბაგრატ ეკლესია დიდშუენიერ გუმბათიანი და შეამკო სიმდიდრითა დიდითა ფრიად, ამისათვის წერილ არს: ვისაც გენებოს სიდიდე და სიმდიდრე ბაგრატ ნ-დ მეფისა, განიხილე ბედიის ეკლესია და მითი სცნობ~. ბედიის ტაძრის მდიდრულ სამკაულიდან საბედნიეროდ შემო- ჩენილია ლითონზე პლასტიკის იშვიათი ნიმუში, ბაჯაღლო ოქროს ბარძიმი (თასი). მხატვრულ-სტილისტური ანალიზით ბარძიმის შექმნის დრო აკადემიკოსმა გ. ჩუბინაშვილმა 989-999 წლებით განსაზღვრა. მკვლევართაგან ბედიის ბარძიმი პირველმა დ. ბაქრაძემ იხილა 1865 წელს ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სალაროში, რომელიც აქ ბედიის ტაძრის გაუკაცურების შემდეგ მოხვედრილა. ბარძიმზე გვიანდელ ეპოქაში გაკეთებულ ფეხზე (სადგარზე) ამოკვეთილი ყოფილა წარწერა: `ყოვლად წმიდაო დედოფალო, ვლაქერნისა ღმრთისმშობელო, შემიწყალე მე ბედიელი მიტროპოლიტი გერმანე ჩხეტიძე, რომელი ღირს ვიქმენ კადრებადშემკობად ფეხისა ამის ბარძიმისა~.
1886 წელს დ. ბაქრაძეს ილორის ეკლესიაში ბარძიმი უფეხოდ, სადგარის გარეშე დახვდა: `ახლა ფეხი მოკვეთილი ჰქონდა და მისი წარწერაც დაკარგული იყო~.
ბედიაში შემონახული ლაპიდარული, ფრესკული, ჭედური წარწერები, რომლებიც ტაძრის ფასადებზე, ინტერიერში, სამონასტრო კომპლექსის სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე და საეკლესიო ნივთებზეა მოთავსებული, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ასახავენ.
ეპიგრაფიკულმა წარწერებმა შემოგვინახა რამდენიმე ბედიელი მღვდელმთავრის (ნიკოლოზ კათალიკოს ბედიელ-ყოფილის, სოფრონ ბედიელის, ანტონ ჟუანისძის, გერმანე ჩხეტიძის) სახელები.
ხელოვნებათმცოდნეთა გამოკვლევით ბედიის ტაძრის კედლებმა მხატვრობის სამი ფენა (პირველი _ X-XI სს., მეორე _ XIII-XIV სს., მესამე _ XVI-XVII სს.) შემოგვინახა.
ბედიის ტაძარში XVIII საუკუნის 60-იან წლებამდე, ბედიის საეპისკოპოსოს გაუქმებამდე, ესვენა ტაძრის მთავარი ხატი, ვლაქერნის წმ. ღვთისმშობლის ხატი და წმ. ღვთისმშობლის სარტყლის ნაწილი. ივარაუდება, რომ ვლაქერნის წმ. ღვთისმშობლის ხატი ბედიის ტაძარმა მემკვიდრეობით მიიღო გუდაყვა-ზიღანეოსის ეკლესიიდან. ბაგრატ III-ის მიერ გუდავის საეპისკოპოსოს `მოცვლა~ ბედიით, აფხაზეთში IX-X საუკუნეებში მიმდინარე იმ პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო, რაც მიზნად ისახავდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსაგან გამოყოფას და მცხეთის საკათალიკოსოში გაერთიანებას,
რამეთუ `აფხაზთა მეფეებს უცხოენოვან და კულტურულად უცხო ეკლესიისაგან ჩამოშორებისას, თავისად მშობლიური ქართლ-კახეთ–სამცხე-ტაო-კლარჯეთში ეგულებოდათ. მათი არჩევანი ცხადად გვიმოწმებს, რა იყო და რა არა მათთვის საკუთარი~. ნიკო ბერძენიშვილის თქმით, `აფხაზთა სამეფო~ IX-X საუკუნეებში `მცხეთა ლიხთ-იმერეთის კულტურულ-რელიგიური გაერთიანება-შეერთებისათვის მიიწევდა, აფხაზთ მეფეები კი იმერ-ამერეთის პოლიტიკურ მთლიანობას უყრიდნენ საფუძველს~.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

კონცხად გამოწვდილი თხემი, რომელზეც ბედიის ტაძარია აღმართული, სამი მხრიდან შემოზღუდულია კლდეებით. მეოთხე მხარეს _ დასავლეთით, ეს მცირე გავაკებული მოედანი ვიწროვდება და გორაკის ფერდობს უერთდება. სწორედ აქ, ამ ვიწროზე იყო აღმართული ორსართულიანი სასახლე და კარიბჭე–სამრეკლო.
ამგვარი გეგმარების ანსამბლით იქმნებოდა შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ლანდშაფტი. ანსამბლის მთავარ ხუროთმოძღვრულ ელემენტს გუმბათით დაგვირგვინებული ტაძარი წარმოადგენდა.
ა) კომპლექსს გალავანი შემოუყვებოდა, რომელიც აგებული ყოფილა ფლეთილი ქვის წყობით, რთულ ხსნარზე. იგი ძირთიადად თხემისწვერის გავაკებულ ადგილს შემოფარგლავდა და უშუალოდ ციცაბო ხევის პირას იყო მოწყობილი. კომპლექსის დასავლეთ მხარეს, გალავნის კედლის ხაზში, ეპისკოპოსის სასახლე და კარიბჭეა ჩართული. გალავნის საერთო ზომა სიგრძეზე 300 მ. ყოფილა, სიგანეში 0,6 მ. სიმაღლეზე ლაპარაკი ძნელია, რადგან გალავანი დაუზიანებელი სახით არსად არ შემორჩენილა.
ეკლესიის აღმოსავლეთით, გალავნის კედლის ნანგრევებში, შემორჩენილი საძირკვლის ფორმა შეიძლება მივიჩნიოთ ადრეარსებული კოშკის ფრაგმენტად.
დღემდე გალავნის კედლის წყობამ ძალზე ცუდ მდგომარეობაში მოაღწია, მისი საერთო სიგრძეა, როგორც ზემოთ აღინიშნა, 300 მ. საშუალო სიმაღლე 0,8 მ. გალავნის კედლის დარჩენილი ნაწილი (170 გრძივი მეტრი) დანგრეულია მიწის ზედაპირის დონემდე, ისე, რომ მისი კვალის წაკითხვაც კი ძნელია.
ბ) ეპისკოპოსის სასახლის ნანგრევები ტაძრის დასავლეთით, დაახლოებით 50 მ-ის დაშორებით, მდებარეობს. თავდაპირველად იგი ორსართულიანი ყოფილა, ამჟამად მეორე სართული თითქმის დანგრეულია, დარჩენილია ჩრდილო-დასავლეთის კუთხისა და დასავლეთის კედლის ფრაგმენტები. სასახლის პირველი სართული შესდგება ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სათავსოსაგან. სასახლის პირველი სართული ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, რომელიც დაახლოებით შუა ნაწილში, კედლით არის გადატიხრული. სათავსოებს ერთმანეთთან კავშირი, კარის ან ფანჯრის საშუალებით, არ გააჩნიათ. ორივე სათავსოს ცენტრალურ ნაწილში, გრძივ ღერძზე დგას კვადრატული გეგმის მქონე ბოძები. პირველ სათავსოში, რომელიც სამხრეთით მდებარეობს _ ორი ბოძია, მეორეში სამი. ბოძები ქვითაა ნაგები და მოპირკეთებულია თლილი ქვიშაქვის პერანგით. ბოძებს მარტივი ფორმის ბაზა და კაპიტელი გააჩნიათ. მათზე შესაბამისად გადადის სამი და ოთხი თაღი, რომლებიც ნახევარწრიულია. თაღების რიგი ქმნის საბრჯენ კედელს. მათზედა სასახლის აღმოსავლეთ და დასავლეთ გრძივ კედლებზე ქვის წყობით გადაყვანილია ცილინდრული კამარები, რომლებიც სასახლის პირველი სართულის გადახურვას ქმნიან.
თითოეულ დარბაზში ორი კამარაა. ბოძები და კამარები სათავსოთა შიდა სივრცეს ორ ნაწილად ყოფენ. დარბაზებში შესასვლელი კარები გაჭრილია აღმოსავლეთიდან. ორივე შესასვლელი თაღოვანია. მეორე სათავსოში შესასვლელ კარს გააჩნია ტიმპანის ქვა, რომელზეც წარწერაა მოთავსებული. წარწერაში მოხსენიებული არიან XVI საუკუნის მოღვაწეები _ ბედიელი მთავარეპისკოპოსი ანტონ ჟვანიძე, რესტავრატორი პალატებისა და კირილე ჟვანიძე. თაღოვანი შესასვლელის ნაოთხალები შემკულია დეკორატიული ორნამენტით. სათავსოები განათებულია დასავლეთიდან ოთხი ვიწრო, ხოლო სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან თითო-თითო ფართო თაღოვანი სარკმლით.
სამხრეთიდან პირველ სათავსოს კიდევ ერთი კარი აქვს, რომლიდანაც ვიწრო ბილიკს ხეობაში ჩავყავართ. ეპისკოპოსის სასახლის აღმოსავლეთ მხარეს, პირველი სართულის ფასადზე, პატარა, მრგვალი სარკმლებია. სვეტებსა და კედლებში ზოგან მცირე, ზოგან საკმაოდ ღრმა, კვადრატული ფორმის ნიშებია.
კამარებს დიდი ქვით გადაყვანილი საბრჯენი თაღები აქვთ, თვით კამარები გადაყვანილია უხეშად თლილი მცირე ზომის კირქვისაგან. დარბაზის იატაკი მიწის თხელი ფენითაა მოსწორებული. სასახლის ზედა სართულზე ასასვლელი კიბე ნაგებობის ჩრდილო–დასავლეთ კუთხეში მდებარეობს.
მეორე სართულის კედლები თითქმის მთლიანადაა დანგრეული. დარჩენილია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების მცირე ფრაგმენტები. აღმოსავლეთის კედლის ფრაგმენტზე მთლიანადაა დარჩენილი კარის ღიობი თაღოვანი გადახურვით. ჩრდილოეთის კედლის ფრაგმენტებზე დარჩენილია ღრმა ნიში.
სართულშუა გადახურვა 1968-69 წლების რესტავრაციის დროს შეუკეთებიათ _ იატაკზე ბეტონი დაუსხიათ და ზედ გუდრონის თხელი ფენით საიზოლაციო შრე შოუწყვიათ, რაც ნაგებობის პირველ სართულს იცავს წყლის გაჟონვისაგან.
გ) კარიბჭე კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, რომლის თავზე სამრეკლო იყო მოწყობილი კარიბჭის დასავლეთ მხარეს, ფასადზე, შემორჩენილია წარწერა, სადაც მოხსენიებულნი არიან გიორგი დადიანი და კონსტანტინე მეფე, XIV საუკუნის მოღვაწეები. კარიბჭის ნაგებობა მიერთებულია სასახლეზე და მასთან ერთად მთლიანობაში აღიქმება. კარიბჭე გეგმით კვადრატს წარმოადგენს. მისი სიგრძე და სიგანე (6,65 მ) ერთმანეთის ტოლია. მისი სიმაღლეა 7 მ. კედლის სიგანე 0,9 მ. კარიბჭის შიგა სივრცე კამარითაა შემოფარგლული. ნაგებობა მოპირკეთებულია თლილი ქვის ფილებით. ფილების წყობის ხასიათი თარაზულია. კარიბჭეში მიმოსვლა ორიენტირებულია აღმოსავლეთ–დასავლეთის ღერძზე, გასასვლელებში, ერთმანეთის მოპირდაპირედ, მაღალი თაღები იყო მოწყობილი. კარიბჭის ჩრდილოეთ და სამხრეთი მხარე კედლებითაა შემოფარგლული. კარიბჭის ფასადების ზედა ნაწილში ქვის პერანგს ლილვების ორი პარალელური ზოლი გასდევს. ლილვები ქვის ერთი რიგის წყობით იმიჯნებიან. კარიბჭის ინტერიერიც თლილი ქვითაა მოპირკეთებული. კამარა ნაგებია უხეშად გათლილი მოგრძო ზომის კირქვების ვერტიკალური წყობით. კარიბჭის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ეზოს მხრიდან, მდებარეობს სამრეკლოზე ასასვლელი კიბე. კიბე შესდგება ცამეტი საფეხურისაგან და უშუალოდ ებჯინება მომიჯნავე ნაგებობის პირველ სართულს ჩრდლიოეთის მხრიდან.
კარიბჭის სიბრტყე ეყრდნობა მისთვის სახელდახელოდ ნაგებ კამარის ზედაპირს. კიბის საფეხურები ნაგებია თლილი ქვის კვადრების წყობით. სამრეკლოს ფანჩატურიდან მხოლოდ ფუძის მცირეოდენი ფრაგმენტებია შემორჩენილი.
დ) გუმბათიანი ტაძარი არის კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა, ე.წ. `ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის, ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობა. გეგმაში იგი სწორკუთხედში ჩაწერილი ჯვარია. ტაძრის ცენტრში, ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე მიღებულ კვადრატზე, აფრების საშუალებით ამოყვანილია თოთხმეტწახნაგა გუმბათი, რომელშიც ამავე რაოდენობის სარკმელებია გაჭრილი. გუმბათი დასავლეთით ორ ცალკე მდგომ საყრდენს ეყრდნობა, აღმოსავლეთით აფსიდის შვერილებს. ჯვრის აღმოსავლეთი მკლავი აფსიდით მთავრდება, დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. ჯვრის მკლავებს შორის დარჩენილი სივრცე შევსებულია აღმოსავლეთით _ აფსიდის გვერდითა ორსართულიანი სათავსებით (პირველ სართულზე მოწყობილია სამკვეთლო და სადიაკვნე, რომელთაც აფსიდალური დაბოლოება აქვთ, ხოლო მეორეზე სამალავი ოთახები), დასავლეთით _ დამატებითი სივრცეებით. აფსიდის გვერდითა სათავსების მცირე სართული ერთიანი კედლის მასითაა მოცემული, რომელშიც გაჭრილია პატარა კარი (აქ ასვლა დარბაზის მხრიდან მისადგმელი კიბით ხორციელდებოდა).
ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავების მეორე სართულზე, დასავლეთით მოთავსებულია პატრონიკენი. აქ ასვლაც მიდგმული კიბის საშუალებით ხორციელდებოდა. ტაძარში შესასვლელი სამი მხრიდანაა მოწყობილი. ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებში შესასვლელები დასავლეთით, ცალკე მდგომი საყრდენების სიახლოვეზეა გაჭრილი. ერთი შესასვლელი დასავლეთის მკლავის ცენტრშია მოთავსებული.
ტაძრის ზუსტად ცენტრში აღმართულია გუმბათი. გარედან ტაძარი სუფთად გათლილი ქვიშაქვითაა ნაგები კირის ხსნარზე. ეკლესიის ყველა სარკმლის ღიობი ადგილზეა შემორჩენილი. ეკლესიის ინტერიერში მათი კონტური დაუზიანებელია. ფასადებზე კი, ორი სარკმლის გარდა, ყველა სარკმელი დაზიანებულია, მორთულობები არ გააჩნიათ.
მ. ბროსეს ცნობით, ბედიის ეკლესიის დასავლეთ კედლის კუთხის ერთ-ერთ ქვაზე მოთავსებული ყოფილა წარწერა: `წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ ექმენ წმიდისა ამის საყრდრისა ამშენებელს, გალატოზთუხუცესს სვიმეონსა~. ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ეს წარწერა, როგორც ჩანს, დაიღუპა XIX ს-ის II ნახევარში ეკლესიის შეკეთების დროს. წარწერა თავისი შინაარსით, თითქოს, ბედიის ტაძრის აგების პერიოდს უნდა განეკუთვნოს.
ეკლესიის სამხრეთის კედელზე გამოხატული იყვნენ ქტიტორი დადიანები, სადაც არსებობდა ფრესკული წარწერა: `დედოფალთ-დედოფალი მარეხ და შვილი მისი ერისთავი და მსახურთუხუცესი დადიანი გიორგი~. მ. ბროსეს გამოკვლევის თანახმად, ფრესკაც და წარწერაც XVI ს. ეკუთვნის.
ტაძრის დასავლეთის მხარეს შემორჩენილია მინაშენის ნაშთები. ა. პავლინოვის აზრით, აღნიშნული მინაშენი ღია პორტიკის როლს თამაშობდა.
XIX საუკუნის დასასრულს ბედიის ტაძარი უკვე გაუკაცურებულ და მცენარეულობით დაფარულ ნაგებობას წარმოადგენდა, მაგრამ გუმბათის დიდი ნაწილი შემორჩენილი იყო და ფასადების წყობაც უკეთ იყო დაცული. ამის შემდეგ, XX საუკუნის დასაწყისში, ტაძრის `განახლების~ მიზნით რუსმა ბერ-მონაზვნებმა სრულიად მოშალეს დაზიანებული გუმბათი და მოხსნეს იოლად ჩამოსაცილებელი საპირე ქვები.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ბედიის მონასტერი ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

რეზო ხვისტანი – `მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის~, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არქეოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, 2009წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://wapedia.mobi/ka

http://siaxleebii.blogspot.com

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016