Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

ცხირეთის ციხე
(X ს.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი, კარის ეკლესია, წყალსაცავის და სახლების ნაშთები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ცხირეთის ციხესთან დაკვშირებულია მღვდელი თვდორეს გმირული სიკვდილი.
1609 წელს თურქ-ოსმალ-ყირიმელ თათართა ქართლში შემოიჭრის დროს, მათ შეიპყრეს კველთელი მღვდელი თევდორე, რომელსაც მეგზურობა უბრძანეს. მღვდელმა თევდორემ მტერს შეგნებულად აუბნია გზა და ცხირეთს დააშორა, რის გამოც იგი წამებით მოკლეს. ამით ისარგებლეს ქართველებმა და მტერს მუსრი გაავლეს.

 

3. adgilmdebareoba

ცხირეთის ციხე მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან  20 კმ-ში მდებარე სოფელ ერთაწმინდის სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ში, მდინარე თეძმის ხეობაში, ცხირეთის გორაზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ისტორიული წყაროების თანახმად ციხე X საუკუნეში “წმინდა შიოს კუბოს შემონაყარი ოქრო-ვერცხლით” აუშენებია შიო-მღვიმელ მემღვიმე მიქაელს.

ვახუშტი ბაგრატიონი ცხირეთის შესახებ გადმოგვცემს: ერთაწმინდის ეკლესიის „აღმოსავლით არს ციხე ცხირეთისა, ნასასახლევი მეფეთა“

 „ნასასახლევი მეფეთა“, წარმოადგენდა ქართლის მეფეების საზაფხულო რეზიდენციას.

XI-XII საუკუნეებში ცხირეთი ეკუთვნოდა შიომღვიმის მონასტერს

XV-XVI საუკუნეებში ცხირეთი ჯავახიშვილების კუთვნილებაა. 1608 წ. ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ (1606-1615) ცხირეთი უბოძა გიორგი სააკაძეს, რომელმაც  ციხის ტერიტორია გაზარდა აღმოსავლეთ მხარეს, რასაც ადასტურებს ხევის ქარაფამდე შემორჩენილი სათოფურებიანი კედელი.
1609 წელს თურქ-ოსმალ-ყირიმელ თათართა ოცი ათასიანი მხედრობა ქართლში შემოიჭრა. მათ განიზრახეს ცხირეთის ციხის აღება და შიგ მყოფი ლუარსაბ მეფის ხელში ჩაგდება. როგორც ცნობილია მტერმა შეიპყრო კველთელი მღვდელი თევდორე და მეგზურობა უბრძანა. მღვდელმა თევდორემ მტერს შეგნებულად აუბნია გზა და ცხირეთს დააშორა, რის გამოც იგი წამებით მოკლეს. ამით ისარგებლეს ქართველებმა და გიორგი სააკაძის მეთაურობით თათრებს მუსრი გაავლეს.
ცხირეთში ხანგრძლივად იმყოფებოდა სვიმონ მეფე, რომელიც აქედან ებრძოდა თურქ აგრესორებს. ამის გამო ხალხი სვიმონ მეფის ციხეს უწოდებდა ცხირეთს.
1652 წელს, ციხე როსტომ მეფემ გიორგი სააკაძის შვილს იოთამ სააკაძეს დაუბრუნა.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

gengegma

ცხირეთის ციხის გალავანს უჭირავს საკმაოდ დიდი ფართობი, გორაკის თავს გასდევს და გეგმით დატეხილგვერდებიანი ოვალის მოხაზულობისაა (54X26 მ).  მისი კედელი მაღალია და რიყის ქვით არის ნაგები. ჩრდილოეთით, აქა-იქ შემორჩენილი კონტურებით ირკვევა, რომ ციხის კედლებს ამაგრებდა ზოგან გეგმით სამკუთხა, ზოგან ნახევარწრიული კონტრფორსები. ციხე შიგნიდან ორ მონაკვეთადაა გაყოფილი. აღმოსავლეთი მონაკვეთი უფრო მომცროა. კედლებში გამართულია სათოფურები. კოშკები არა აქვს. აღმოსავლეთის მხარეზე ციხე მოუდგომელია, აქვს მაღალი კლდე, რომელშიც დიდი გამოქვაბულია. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია: კარის ეკლესიის, წყალსაცავისა და საცხოვრებელი სახლების ნაშთი.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ცხირეთის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, V ტ. თბილისი 1990 წ.
2. სერგო მაკალათია - „მატერიალური კულტურის ძეგლები. თეძმის ხეობა“, თბილისი, 1959 წ.
3. ინტერნეტ ბმული - http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=25&t=1765
4. ფოტოების ავტორი - ზაზა ქარდავა.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.nplg.gov.ge

http://dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016