წეროვანის კეხიჯვრის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვანის განაპირას, მაღალი ქედის ფერდზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
სტილისტური ნიშნებით, ესეკლესია თარიღდება VIII საუკუნით.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
gegma
ganivi ganakveTi aRmosavleTisaken
ეკლესია დარბაზულია (9,04X8,11 მ), ნაგებია გულმოდგინეთ შერჩეული ნატეხი და რიყის ქვით, კონსტ. ადგილებში თლილი ქვაა გამოყენებული, ხოლო დეკორატიული მიზნით – ღია-მომწვანო ფერის ტუფი. ეკლესია ძალზე დაზიანებულია (სახურავი ჩაქცეულია და სხვა).
ეკლესიის აფსიდი ნალისებრია. სატრიუმფო თაღი სადა, მარტივპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. აფსიდში მაღალი და განიერი სარკმელია. ასეთივე სარკმლებია ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში. ეკლესიაზე ჩრდილოეთითა და სამხრეთით მიშენებულია სწორკუთხა სათავსები. ჩრდილოეთის მინაშენი (სამსხვერპლო; კამარა ჩანგრეულია), რომელშიც შესვლაც ეკლესიის დარბაზიდან შეიძლება, მოკლეა. სამხრეთისა (შემორჩენილია საძირკველი) კი ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს. აღმოსავლეთის ფასადის სარკმელი მორთულია ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი სათაურით.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
კეხიჯვრის ეკლესია მცხეთა–თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და არ არის მოქმედი.
9. gamoyenebuli masalebida bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5. 1990წ.