Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto foto foto

zedaznis kompleqsi
(VIII–X ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ციხე-გალავანი, კლდეში ნაკვეთი სენაკები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება;

3. adgilmdebareoba

ზედაზნის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მცხეთის მუნიციპალიტეტში, ხშირი ტყით დაფარულ ზედაზნის მთის კეხზე (ზ.დ. 1390 მ.), საგურამოს სამხრეთით 6 კილომეტრზე.

4. ruka

map

5. istoriuili mimoxilva

ზედაზნის მთას სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის – ზადენის სახელიდან. ისტორიული ცნობებით, ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასწყისში (109 წ.) მდგარა ციხე-სიმაგრე (არ შემორჩენილა).
VI საუკუნის შუა წლებში სირიიდან სამშობლობში დაბრუნებულმა ქართველთა საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფის, ე.წ. ასურელთა მამების, მეთაურმა იოანემ შეარჩია `მთაი… მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო~, `აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ~. აქ `პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრეს მუნ~. ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანეს თავისი მოწაფეები დაუგზავნია სამოღვაწეოდ ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო თვითონ ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად დარჩენილა ზედაზენზე. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა იოანე ჯერ თათას მონასტერში დაკრძალეს (მიაჩნიათ, რომ იოანეს მოწაფის თათას მიერ უნდა იყოს აშენებული ქასური წმინდა გიორგის სამნავიანი ბაზილიკა), მაგრამ მალე, წმინდანის ანდერძის თანახმად, `დიდითა პატივითა აღიყვანეს ადგილსავე თვისსა და მითვე ლუსკუმითა დაასუენეს ნაწილნი მისნი და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაი~. იოანე დასაფლავებული იყო მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეგვტერში. VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდგომ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის პირველ ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე, მიქაელის დროს – სადიაკვნე, მიქაელის მიერ - `აკლდამას თანა~ ეგვტერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს `ეკლესია განადიდა~, სამოელმა `მარანი ქვითკირითა ქმნა~ და სხვა. ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წ. დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს `წარუღო ციხე ზედაზენი” და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა.
1479 წლიდან ზედაზნის მონასტერში ზედგენიძე-გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. 1705 წელს აქ სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა. XVIII საუკუნეში აიგო სამრეკლო და ბერის საცხოვრებელი სენაკი. ამავე საუკუნეში ეკლესია განაახლა კათოლიკოსმა დომენტიმ. XIX ს., ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის წინამძღვრობის დროს, კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ეკლესია გადახურეს `რკინის სახურავით~, დასავლეთის კედელში გაჭრეს შესასვლელი, მოაწყვეს გასასვლელი საკურთხევლიდან სამკვეთლოში და სხვა. 1889 წელს ეკლესია შეაკეთა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ. 1915-22 წწ. მონასტერი გაპარტახდა. 1926-27 წწ. ეკლესიის X-XI საუკუნეების კანკელის ფრაგმენტები გ. ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ააწყო ა.ოლინკევიჩმა (ინახება საქართველოს ხელოვნ. სახელმწიფო მუზეუმში). 1970-71 წწ. ნ. ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა აღდგენითი, საკონსერვაცია და კეთილმოწყობის სამუშაოები, მათ შორის გაიხსნა იოანე ზედაზნელის საფლავი და დაედგა ახალი ქვა.
1946 წლის 17 იანვარს ზედაზნისა და საგურამოს ტყეები ნაკრძალად გამოცხადდა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი, ყოველდღე შორიდან ეზიდებოდა წყალს. ამის შემხვედვარე წმინდა იოანემ (ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი) უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა და მართლაც, ისმინა უფალმა მისი ვედრება და მთის მწვერვალზე მკურნალი წყარო აღმოცენდა. ამ წყაროს დათვი შეეჩვია. წმინდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა და ამის შემდეგ, ზედაზნის ტყის ბინადარი მტაცებლები ადამიანებს არაფერს არ უშავებდნენ.

 

7. arqiteqturuli aRwera

gengegma

 
ა) ნათლისმცემლის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით; გამოყენებულია აგური და შირიმიც. ეკლესია გეგმით თითქმის კვადრატულია (13,5X13,4 მ). შესასვლელი ორი აქვს, სამხრეთისა კარიბჭიანი, დასავლეთისა კი XIX საუკუნეშია გაჭრილი.
შუა ნავი ვიწრო და მაღალია, აქვს ნახევარწრიული ღრმა აფსიდი. მის კედელს ეკლესიის მსახურთა დასაჯდომი გასდევს. შუაში წინამძღვრისათვის საგანგებო დასაჯდომია გაკეთებული. შუა ნავში მარტივკაპიტელებიან ორსაფეხურიან პილასტრებზე დამყარებული ორი ნახევარწრიული საბჯენი თაღია. დასავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელი ცდენილია ნავის გრძივ ღერძს.

gegma

ჩრდილოეთის ნავი გრძელი და დაბალია. მისი აღმოსავლეთ ნაწილი წარმოადგენს დარბაზულ ეკლესიას, რომელშიც იოანე ზედაზნელია დასაფლავებული. ეს ეკლესია ნაგებია ქვიშაქვითა და შირიმის თლილი კვადრებით. საკურთხეველი ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოანე ზედაზნელის `პატიოსანი ლუსკუმა~ (გადაკეთებულია XVII საუკუნეში) ჩრდილოეთ კედელთან ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი. ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ მონაკვეთის ცენტრში წყლის აუზია. სამხრეთის ნავის აღმოსავლეთ ნაწილში სამკვეთლოთ და სადიაკვნედ გამოყენებული ოთახია, რომელსაც აღმოსავლეთით ერთი სარკმელი აქვს.
ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. მონუმენტური ხასიათით, მკაცრი ნახატით და ნათელი კოლორიტით (თბილი მოწითალო-აგურისფერი და ოქროსფერი ოქრა) საკურთხევლის მხატვრობა განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება. დანარჩენი ფრაგმენტები XVII საუკუნისაა.

ganivi ganikveTi aRmosavleTisaken

ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფასადები სრულიად მოურთველია, აღმოსავლეთისაზე სხვადასხვა სიმაღლეზე სამი სარკმელია.
ეკლესიას სამხრეთიდან თლილი ქვით მოპირკეთებული XVIII საუკუნის კვადრატული კარიბჭე ეკვრის. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარიბჭეზე აგურით ნაგები, ოთხმხრივ თაღოვანი სარკმლებით გახსნილი სამრეკლოს რვაწახნაგა ფანჩატური დგას. თაღები ნახევრადწრიულია და სწორკუთხა ჩარჩოებშია ჩასმული. სამრეკლოს ხერხულად დაწყობილი აგურის ლავგარდანი აქვს.
ბ) ციხე–გალავანი (28X134,5 მ) ძირითადად XVII საუკუნით თარიღდება (ზოგიერთი ნაწილი განვითარებულ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება). ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია თლილი კვადრები და აგურიც. ძლიერ დაზიანებულია. ციხე-გალავანი ეკლესიას სამი მხრივ ევლება (სამხრეთით მიუვალი ციცაბო კლდეა). ეკლეესიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს კოშკითა და ბურჯით შექმნილი ვიწრო შესასვლელია. იგი კამარით (შემორჩენილია კამარის ქუსლები) ყოფილა გადახურული (აგურით ნაგები შეისრულთაღიანი შესასვლელი და რკინის ჭიშკარი ახალია). შესასვლელის დასავლეთ წირთხლში ორი კვადრია ჩასმული. ზედა გადატეხილ კვადრზე ამოკვეთილი მხედრული წარწერა (დაზიანებულია) სტილისტური ნიშნებით XV საუკუნეს მიეკუთვნება. შესასვლელთან მდგარ საკმაოდ მაღალ კოშკს გეგმით უსწორო წრის ფორმა აქვს. მასიური პირველი სართული ბურჯის მსგავსია. კოშკში შესასვლელი (შემორჩენილია კარის ქვედა ნაწილი) მეორე სართულზეა.
გალავნის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში მდგარი კოშკი გეგმით უსწორი მართკუთხედია. კარი და კოშკის იატაკი მიწის დონიდან შემაღლებულია. გალავნის დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებთან ნაგებობები მდგარა (შემორჩენილია საძირკვლები). გარედან გალავანზე მიდგმულია ერთმანეთისაგან თითქმის თანაბრად დაშორებული ნახევარწრიული კონტრფორსები. გალავნის აღმოსავლეთით ციტადელის ნანგრევებია. ციტადელში შესასვლელი დასავლეთიდანაა. შიდა ეზო ეკლესიის ეზოსთან შედარებით საკმაოდ მაღლაა, ჩანს ნაგებობათა კვალი.
გ) სენაკები გამოკვეთილია ციცაბო მთის ფერდში, ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თარიღდება ფეოდალური ხანით. სენაკებთან მისვლა ვიწრო ბილიკებით შეიძლება. სენაკის (3,9X4,4 მ) საფასადო კედლის ქვედა ნაწილი რიყის ქვით არის ნაგები, ზედა - აგურით (მთის ფერდის გამაგრების მიზნით ქვის წყობა გრძელდება კარის დასავლეთითაც). კარი და სარკმელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. სენაკის ჭერი უსწორმასწოროა. აღმოსავლეთ ნაწილში აგურით ნაგები ბუხარია (XIX ს.), ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში – კედლის მაგიდისმაგვარი შვერილი. სენაკის აღმოსავლეთით, მთის ფერდში ამოღებულია 2,5-3,0 სიღრმის ორმო (სურსათის შესანახი), რომლის კედლები ამოშენებულია აგურით. ორმოს დასავლეთით 10 მეტრზე მცირე ზომის დაბალჭერიანი სენაკია, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ზედაზნის მონასტერი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი - ია მელითაური.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://dato.nplg.gov.ge/

http://www.orthodoxy.ge/

http://saunje.ge/

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

23.09.2014