Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

წილკნის ეკლესია
(VI s.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ღვთისმშობლის ეკლესია და ციხე-გალავანი;

2. mniSvnelovani da saintereso informacia

VI საუკუნეში აქ მოღვაწეობდა ერთ-ერთი ასურელ მამთაგანი, ისე წილკნელი.

3. adgilmdebareoba

წილკნის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისგან 13 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მდებარე სოფელ წილკანში.
ძეგლის მდებარეობის კოორდინატებია: 41°56'58.13"N; 44°39'28.66"E;

4. ruka

 

 

 

 

 

 

 

 

5. istoriuli mimoxilva

წილკანში ქრისტიანული ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში ააგეს. ქართული ისტორიული წყაროებით: მეფემ “ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა შენება და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა”. ლეონტი მროველი წილკნის ეკლესიის აგებას მირიანის ძეს ბაქარ მეფეს მიაწერს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: “არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა კე (25-ე) მეფემან ბაქარ, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა”. მალე წილკნის ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. 506 წლის საეკლესიო კრებას, სხვა ქართველ მღვდელმთავრებთან ერთად, წილკნელი ეპისკოპოსიც დაესწრო. V საუკუნის ბოლოს თუ V_VI საუკუნეების მიჯნაზე წილკანში დიდი სამნავიანი ბაზილიკა ააგეს. VI საუკუნის II ნახევარში წილკნის ეპარქიას იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე და თანამოღვაწე ისე წილკნელი განაგებდა, რომელიც ამავე ტაძარშია დასაფლავებული. მისი საფლავის ქვა გუმბათქვეშა ჩრდილო-აღმოსავლეთის ბოძთან დევს.
წილკნის ტაძარი და მისი სამწყემსო სამაოდ მდიდარი და ძლიერი იყო. ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. კათედრალს დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი მეფეები და დიდგვარიანი ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერა იყო. XIX საუკუნის დასაწყისში წილკნის საეპისკოპოსო გაუქმდა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

წილკნის ტაძარს განუყრელად უკავშირდება მისი განსაკუთრებული სიწმიდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც თავისი საკვირველი მადლისა და ძლიერების გამო ჩვენს ხალხს ოდითგანვე მიაჩნდა შემწედა და მფარველად, ამიტომაც მორწმუნეთა დიდი სიყვარულით სარგებლობდა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად ამ სასწაულმოქმედი ხატის შექმნა ლუკა მახარებელს მიეწერება. იგი საქართველოში ჩამოსვენებულ იქნა ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, მეფე მირიანის ძის – ბაქარის დროს ბიზანტიიდან. სავარაუდოა, რომ ხატი თავიდანვე მეფე ბაქარის მიერ წილკანში აშენებულ ეკლესიაში დასვენდა, სადაც იგი უამრავ სასწაულებს ახდენდა და საიდანაც მიიღო ხატმა თავისი სახელწოდებაც.

7. arqiteqturuli aRwera

gengegma

ა) ღვთისმშობლის ტაძარი ცენტრ-გუმბათოვანი ნაგებობაა (28X24 მ). ნაშენია ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ინტერიერის და ნაწილობრივ დარბაზული ეკლესიის სამხრეთ ფასადის კედლების წყობაში გამოყენებულია რიყის ქვა, აგური და ორნამენტიანი კვადრები, რომლებიც მოგვიანებით, გადაკეთებისა და შეკეთების დროსაა ჩასმული. ტაძარს სამხრეთითა და დასავლეთით კარიბჭეები ეკვრის. მესამე შესასვლელი ჩრდილოეთითაა (კარი ამოლუქული იყო; ბოლო შეკეთების დროს გახსნეს). აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. გუმბათის ყელი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. გუმბათში 12 სარკმელია. გარდა ამისა, ინტერიერს კიდევ 10 სარკმელი აშუქებს: ორი აღმოსავლეთითაა – აფსიდში და სამხრეთის ნავში, ერთი დასავლეთ კედელშია, სამ-სამი ჩრდილოეთსა და ოთხი სამხრეთის კედლებში. საკურთხევლის ქვეშ და მის ორივე მხარეს საკმაოდ მაღალი ნიშებია. აფსიდის კუთხეებთან ღრმად შეწეული პილასტრებს ორნამენტით მორთული სატრიუმფო თაღი და გუმბათქვეშა ბოძებისაკენ გადაყვანილი თაღები ეყრდნობა. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ვიწრო ნავებს აღმოსავლეთით სწორი კედლები აქვს. დასავლეთის აგურისთაღიან გასასვლელთან ბაზილიკის დროინდელი სამიარუსიანი და ორნამენტიანი პილასტრებია. დასავლეთის კარიბჭესა და დარბაზს შორის მცირე სწორკუთხა სათავსია. ამ სათავსიდან კარიბჭეში გასასვლელი თაღოვანია; თაღი ღრმად შეწეულ პილასტრებს ეყრდნობა. დასავლეთის მხარეს იატაკის დონე ბევრად მაღალია, ვიდრე კარიბჭესა და დარბაზში, ამიტომაც კარიბჭის წინ ჩასასვლელი ქვის კიბეა.

gegma

სამხრეთის კარიბჭე მართკუთხაა. მის დასავლეთ ნაწილში, ტაძრის კარის პირდაპირ, განიერი თაღოვანი შესასვლელია. კარიბჭეს აღმოსავლეთით ეკვრის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც კარით უკავშირდება როგორც კარიბჭეს, ისე ტაძრის სამხრეთ ნავს. დარბაზულ ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ნიშია. დარბაზის ჩრდილოეთსა და სამხრეთის კედლების პილასტრებს ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი და კედლის თაღები ეყრდნობა.სამხრეთი კედლის თაღის წინაპირზე შემორჩენილია გრაფიკულად ამოკვეთილი ორნამენტი. სამხრეთის კედლის თაღებში სარკმლებია გაჭრილი. ტაძარში გასასვლელი კარი გადახურულია მოზრდილი არქიტრავით, რომლის შუა არეში, წრეში ამოკვეთილია აჟურული ჯვარი. ტაძრის ჯვრის მოყვანილობის მკლავებშორისი ნაწილები თავიდან ბოლომდე გახსნილია. გუმბათქვეშა თაღების ხაზი ოდნავ შეისრული და მრუდია. ინტერიერში სატრიუმფო თაღი, გუმბათქვეშა ბოძებისა და პილასტრების ყოველი იარუსის კაპიტელები მორთულია სხვადასხვა დროის ორნამენტებით. გარდა ამისა, ორნამენტიანი კვადრები და ფრაგმენტები გამოყენებულია გუმბათქვეშა ბოძებისა და კედლების წყობაში საშენ მასალად.

XVI-XVII საუკუნეების მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ გუმბათში: ცენტრში, ორმაგ წრეში გამოსახულია ქრისტე, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენაში გადაშლილი სახარება უჭირავს. ორმაგ წრეში აომთავრული წარწერაა. ცენტრალურ წრის გარშემო ოთხ ნახევარწრეში მოგვიანო ხანაში გადაწერილი მახარებელთა სიმბოლოებია; მახარობელთა შორის ექვსფრთდედებია. შემდეგ რეგისტრში, გუმბათის ყელის ზედა ნაწილში, გამოსახულია ანგელოზებით გარშემორტყმული კიბორიუმი. მხატვრობა შესრულებულია ბაცი შინდისფერი, მოწითალო, ყვითელი და ლურჯი ფერებით. გამოსახულებანი პატარა ზომისაა, ნახატი – უხეში.

freska gumbaTis yeli

დასავლეთ ფასადზე ტაძარს კარიბჭე და სათავსი აქვს მიშენებული. ისინი ორფერდა სახურავითაა გადახურული. დასავლეთ მკლავის შუა ზედა არეში მაღალი სარკმელია. კარიბჭის შესასვლელი მართკუთხაა. ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთში მცირე ზომის თაღოვანი შესასვლელია. მკლავის შუა ზედა არეში მაღალი სარკმელია, ქვემოთ – ორნამენტიანი საპირეებით მორთული სამი სარკმელი. ამ ფასადის ჩრდილოეთით შემორჩენილია ფასადის პარალელური ძველი კედლის ნაწილი. ჩრდილოეთ ფასადს მთელ სიგრძეზე გასვედს სამსაფეხურიანი ცოკოლი.
ტაძრის გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა. სარკმლებს სადა, კედლის სიბრტყეში ჩაწეული საპირეები აქვს. გუმბათის ყელს საფუძველთან და სარკმლებს ზემოთ ორ-ორი ლილვი შემოუყვება. ტაძრის მკლავები ფრონტონებითაა დასრულებული. ფასადებს მარტივპროფილიანი სადა ლავგარდანი გასდევს.D
ტაძრის მორთულობიდან განსაკუთრებით საინტერესოა ბაზილიკისდროინდელი ორნამენტები, რომელთა შორის გვხდება სრულიად უნიკალური და თავისებური მოტiვები. ამ ორნამენტებს ბევრი რამ საერთო აქვთ სასანური ხელოვნების ტრადიციებთან, მაგრამ აშკარად ქართულ ნიადაგზეა გააზრებული და შესრულებული.

reliefi reliefi reliefi

ბ) გალავანი (58X72 მ), რომელიც შემოვლებული აქვს ღვთისმშობლის ტაძარს, გეგმარების, არქიტექტურული ფორმებისა და ელემენტების მიხედვით აგებული უნდა იყოს XVIII საუკუნის II ნახევარში. ამ გალავნის გარეთ, ჩრდილოეთით და დასავლეთით, შემორჩენილია უფრო ძველი გალავნის ნაშთები. გალავნის კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობაში ზოგან ჩართულია აგური და ტაძრის ორნამენტიანი ქვები. კედლები კირქვის ხსნარით ყოფილა მობათქაშებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მას აგურის თაღი აქვს. 1967-68 წლებში აღადგინეს შესასვლელი. გალავნის ჩრდილოეთ კედლის უმეტესი ნაწილი, კედლის ზემოთა მონაკვეთები და ქონგურები კოშკებზე. გალავნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები ორიარუსიანია. ცალმაგი ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული სათოფურეები მხოლოდ აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებშია შემორჩენილი. სამხრეთის კედელში შემორჩენილია აგრეთვე საბრძოლო ბილიკის ხის კოჭების ჩასამაგრებელი ფოსოები. გალავნის ყოველ კუთხეში გეგმით წრიული თითო კოშკი დგას. სამხრეთ-დასავლეთის კოსკი სამსართულიანი იყო, დანარჩენები ორსართულიანი. კოშკებში შესასვლელები ეზოს მხრიდანაა. ყოველ სართულებზეა ნიშები, სათოფურები და ბუხარი. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკს გალავნის შესასვლელისაკენ მიმართული საზარბაზნეც აქვს. ამ კოშკის შესასვლელზე XIX საუკუნეში აგურის ექვსმალიანი სამრეკლოს ფანჩატური დააშენეს. ჩრდილო-დასავლეთის კოშკზე შემორჩენილია სალოდეებიც.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

წილკნის ტაძარი წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.
2. ფოტოების ავტორები: ლიდა კაპანაძე და ზაზა ქარდავა;

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://novators.ge

http://saunje.ge

http://dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016