სვიმონ მესვეტეს სავანე
(გვიანდ. ფეოდალური ხანა)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება
3. adgilmdebareoba
სვიმონ მესვეტის სავანე მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, კასპიდან სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრის მოშორებით, რკონის კომპლექსის სამხრეთ–დასავლეთით, 400 მეტრზე, მთის ფერდობზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
ეკლესია (5.6X3.8 მ) სამსართულიანია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: სამხრეთ–აღმოსავლეთით და სამხრეთ–დასავლეთ კუთხეები თითქმის მთლიანად ჩამონგრეულია. პირველი სართულის უმეტესი ნაწილი მიწაშია ჩამჯდარი. ამ სართულის ჩრდილო–აღმოსავლეთ კედლებში ორი პატარა სარკმელია გაჭრილი. სათავსის შუაში წყლის შესაგროვებელი ჭა იყო ამოჭრილი. მეორე სართული საცხოვრებელია. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო პატარა სარკმელია, ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეში – ბუხარი. დასავლეთ კედელზე მიდგმულია მესამე სართულზე ასასვლელი კიბე. მესამე სართული ცილინდრული კამარითაა გადახურული. იგი სამლოცველოა, რომელსაც აღმოსავლეთით აფსიდი აქვს. ოთხივე კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა.
სამლოცველოს კედლები მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. მ ო ხ ა ტ უ ლ ო ბ ა გვიანდელ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ფრაგმენტები შემორჩენილია აფსიდში და დასავლეთ კედელზე. აფსიდში ღვთისმშობლის ნახევარფიგურაა ყრმით ხელში. მის ქვემოთ, მომდევნო რეგისტრში წმინდა მსხვერპლი უნდა იყოს გამოსახული. ამავე რეგისტრში გაირჩევა ეკლესიის მამანი. საკურთხევლის სარკმლის წირთხლები ორნამენტითაა მორთული. დასავლეთ კედლის ზედა რეგისტრის მოხატულობა არ შემორჩენილა. მომდევნო რეგისტრში მთავარანგელოზის დიდი ზომის ნახევარფიგურაა, ქვემოთ კი წმინდანის პატარა გამოსახულება. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე რამდენიმე ფიგურის ფრაგმენტი ჩანს. მოხატულობის წყობა ატექტონურია, რეგისტრები არ შეესატყვისება არქიტექტურას. კოლორიტი მუქია. ჭარბობს, მოჭითალო–ყავისფერი, შავი–მურანარევი, მონაცისფრო–ლურჯი.
სავანის ფასადები დასრულებულია ქვის ორსაფეხურიანი ლავგარდნით. ნაგებობა გადახურულია ორფერდა სახურავით.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
სვიმონ მესვეტის სავანის ეკლესია იმყოფება რუის-ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაში და იგი მოქმედი არ არის.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5.
10. marSruti
დადგინდება
11. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|