Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

tyviavis RvTismSoblis
eklesia
(ganviT. feod. xana
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობსშიდა ქართლში,  გორის მუნიციპალიტეტში მისგან ჩრდილოეთით 20 კმ–ში მდებარე სოფელ ტყვიავში, ქარელაანთ უბანში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ცნობილია, რომ 1940-იან წლებში ეკლესიის შენობა პურის საცხობდა გამოუყენებიათ.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (10,3X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვით (წყობა ირეგულარულია), გამოყენებულია ღვინისფერი თლილი კვადრებიც. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია ჩრდილოეთ კედლის დეკორატიული თაღი და ლავგარდანი, ჩამოცვენილია შიდა შელესილობა; აღმოსავლეთ კედლის ზოგიერთ ნაწილში ჩანს აგურის გვიანდელი ჩანაერთები. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს: ერთი დასავლეთით (ამჟამად გაუქმებულია), მეორე - სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში. ამ შესასვლელის თაღში ჩადგმულია ტიმპანის მთლიანი ქვა. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომელიც შიგნიდან გარეთ მკვეთრად ვიწროვდება (აფსიდის სხვა კომპონენტების ჩაშენების გამო არ გაირჩევა). ეკლესიის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტერია. პილასტრების კრონშტეინებს ეყრდნობა კედლის დეკორატიული თაღები, რომლებიც ოდნავ გამოწეულია კედლის სიბრტყიდან. პილასტრის კაპიტელების დანაწევრება ერთნაირია (შუბლი, ლილვი და სწორხაზოვანი ზოლი). პილასტრების კაპიტელებს საბჯენი თაღი ეყრდნობა. დარბაზის სამხრეთის კედელში შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმლებია (ეტყობათ გადაკეთების კვალი). მათგან დასავლეთის კედლის სარკმელი უფრო განიერია. ერთი სწორკუთხა მცირე სარკმელი დასავლეთის კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიის ფასადები მცირედ დეკორირებულია. აღმოსავლეთის სარკმელს თაღოვან თავსართად შემოვლებული აქვს ქვაში ამოკვეთილი შეწყვილებულგრეხილიანი ლილვი გადანაკეცებით. ლილვზე დაფუძნებულია დიდი ზომის ტოლმკლავებიანი ჯვარი. ასეთივე, მხოლოდ მცირე ზომის ჯვარია გამოსახული სამხრეთის სარკმლის თავსართის ქვაზე. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია კვადრატული აგურის ორი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი. ეკლესია გადახურულია ღარიანი კრამიტით.

აფსიდის წინ შემორჩენილი ღუმელი და ბაქანი ადასტურებს ნაგებობის საცხობად გამოყენებას. იგი ასევე გამოყენებული ყოფილა სოფლის მაღაზიის საწყობადაც. ძეგლის ტრიტორიაზე ყოფილა სადურგლო საამქროც.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ტყვიავის ღვთისმშობლის  ეკლესია
სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ., 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016