Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

ჰ ე ღ ო
(ნასოფლარი)
(XVIII-XIX ss.)

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
6. arqiteqturuli aRwera
7. Zeglis daqvemdebareba da statusi
8. gamoyenebuli masalebi da bibliografia
9. marSruti
10. bmulebi

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi

I. იოანე ნათლისმცემლის ხატი:
ა) გალავანი
ბ) სამი კოშკი (დაუნგრეველს ეწოდება “ზურაბის კოშკი”).

II. კოშკები
ა) სამხრეთის კოშკი
ბ) ჩრდილოეთის კოშკი.
გ) ნაგებობები

2. mniSvnelovani da saintereso informacia

XIX საუკუნეში სოფელი გამოიყენებოდა ავადმყოფების გასახიზნად ანუ ავადმყოფების სხვა სოფლებიდან მოსაშორებლად.

3. adgilmdebareoba

ჰეღოს ნასოფლარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში, მდინარეების ლაროვანისწყლისა და კვახიდისწყლის შესართავიდან 400-500 მეტრში, მაღლა მთაზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi

ჰეღო    იოანე  ნათლისმცემლის   ეკლესიის     ეზოს  გადაღმა   ტყის  პირას  აღმართული  ხატია. თქმულების  თანახმად,   ცხრაკარიდან ადამიანების ქცევით უკმაყოფილო იოანე ნათლისმცემელი   თუშეთის   სოფელ    ჰეღოში გაქცეულა. (ადამიანები მას თურმე  ღორსა და ქათამს სწირავდნენ). XX საუკუნის ნახევრებამდე ჰეღოში    სხვა  დღესასწაულების   გვერდით   აღინიშნებოდა ნათლისმცემლის   დღეობაც   და    მას  თუშები,   როგორც   ერთ-ერთ  ძლიერ  და   მკაცრ  ხატს,  ისე  იცნობდნენ.  ამ  რaმდენიმე  ათეული  წლის  წინ,  როცა  ჰეღო  და  საერთოდ  თუშეთი  დაიცალა   მოსახლეობისგან,  რამდენიმე  ადამიანმა  ითავა  ჰეღოს  ნათლისმცემლის  ნიშის  ბარად  ჩამოტანა  და  ცხრაკარას ტერიტორიაზე  მისი  აღმართვა,  რომელსაც  დღეს    ჰეღოს  ნათლისმცემლის  სახელით  მოიხსენიებენ.


6. arqiteqturuli aRwera

ganakveTi gegma koSki

I. იოანე ნათლისმცემლის ხატის კომპლექსში მოქცეული ყველა შენობა ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კომპლექსი ძლიერ დაზიანებულია.
ა) გალავნის კედელი 2.5 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. გალავანს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, დანარჩენი სამი მხარე სწორკუთხა კონტრფორსებითაა გამაგრებული. შესასვლელი შეისრულთაღიანია, ორივე მხარეს აქვს სათოფურები.
ბ) არსებული სამი კოშკიდან ორი თითქმის სულ დანგრეულია, ხოლო მესამე სამსართულიანი კოშკი, რომელიც გალავნის ჩრდილო კედელშია მოქცეული, კვადრატული გეგმისაა (3.2X2.9 მ) და როგორც ყველა თუშური კოშკი, ზემოთკენ ვიწროვდება. I სართულზე შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა. სართულშორის გადახურვაც ფიქალისაა. გადახურვის შუა ნაწილში თითო ოთხკუთხა ღიობია. ყოველი სართულის კედელში პატარა ნიშია. II სართულზე სარკმელია, ხოლო III სართულზე - სათოფური და დიდი სარკმელი. ფასადზე ჭადრაკულად განლაგებული სამი დეკორაციული ნიშია. კოშკს ათსაფეხურიანი წვერწაკვეთილი პირამიდული სახურავი აქვს. იგი დასრულებულია ფიქლით ნაგები პატარა კუბური ქვით, რომელშიც ჩასმულია მოგრძო თეთრი ქვა.
II. ორივე კოშკი დაზიანებულია, ჩამონგრეულია სახურავი და სართულქვეშა გადახურვები.

dasavleTis fasadi gegma CrdiloeT koSki

ა) სამხრეთის კოშკი ექვსართულიანია და ფუძეში არაწესიერ ტრაპეციას უახლოვდება (7.2X7 მ). I სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ორივე მხრიდან შეისრულთაღიანია. დასავლეთ კედელში ერთი სარკმელი და ერთი პატარა ნიშია. ჩრდილოეთი კედლის გარდა, სამივე კედელს II სართულამდე მიყვება მარტივი პილასტრები. II სართულს აღმოსავლეთიდან შეისრულთაღოვანი შესასვლელი აქვს, იმავე კედელზე პატარა ღიობი და სარკმელია. სამხრეთ კედელზე ორი სარკმელია, საფეხურიანი რაფებით. დასავლეთ კედელში ორი ნიშია: ერთი მცირე, ხოლო მეორე - ღრმა და სათოფურიანი. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე ნიშია. III სართულის შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა და შეისრულთაღოვანია. კარების ჩრდილოეთით სარკმელია, სამხრეთით - ოთხკუთხა ნიში. სამხრეთის კედელზე ორი საფეხურრაფიანი სარკმელია. დასავლეთის კედელზე გეგმაში ნახევარწრიული ნიშია, კიდევ ორი ნიშია: მომცრო და მოზრდილი. ჩრდილოეთ კედელში სამი ნიშია. ორი მათგანი მომცროა, ოთკუთხა, ხოლო მესამე მოზრდილია და გეგმაში ნახევარწრიული. დიდი ზომის ნიში სათოფურითაა აღჭურვილი. IV სართულის დასავლეთ კედელში ფართო ღიობია, მის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია. ჩრდილო და Aაღმოსავლეთის კედლებში ორ-ორი სათოფურია. V სართულის შემორჩენილი დასავლეთის კედელის ნაწილში ერთი სათოფურია, დანარჩენ კედლებზე კი ორ-ორი. VI სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებზე თითო ფართო ღიობია. აღმოსავლეთ კედელში ერთი სალოდეცაა.
ბ) ჩრდილოეთის კოშკის ხუთი სართულია შემორჩენილი. გეგმაში ის წაგრძელებულ ოთხკუთხედს წარმოადგენს (7.6X5.5 მ). I სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა და შეისრულთაღოვანია. სამხრეთის კედელის შუა ნაწილში თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ნიშია: აღმოსავლეთით – პატარა, ხოლო დასავლეთით - უფრო მოზრდილი. II სართულზეც აღმოსავლეთიდანაა შეისრულთაღოვანი შესასვლელი. აღმოსავლეთის კედელზე პატარა ნიშია. დასავლეთ კედელში ორი ასეთივე ნიში და კიდევ ერთი სათოფურია, რომელიც გარეთა მხარეს მკვეთრად ვიწროვდება. სამხრეთ კედელში ორი საფეხურრაფიანი სარკმელია. ჩრდილო კედელზე დასავლეთ კედლის მსგავსი სათოფურია. III სართულის აღმოსავლეთ კედელში ფართო შესასვლელი, სარკმელი და ერთი პატარა ნიშია. დასავლეთ კედელში ორი სათოფური და ნიშია. ჩრდილოეთ კედელშიც ორი სათოფურია, ხოლო სამხრეთ კედელში - ერთი თაღოვანი სარკმელი. IV სართულის კარი სამხრეთის კედლის დასავლეთ კიდეშია მოთავსებული. ამ სართულის დასავლეთ კედელში ორი სარკმელია, ხოლო თითო-თითო - აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებში. V სართული სანახევროდ დანგრეულია. დასავლეთ კედელში ორი სათოფურია, სამხრეთისაში - ერთი. ორივე კოშკის სართულშუა გადახურვა კოჭებით იყო გამაგრებული. კოშკებს შორის შემორჩენილია გვიანდელი ნაგებობის ნაშთი. დასავლეთ კედელზე კარი, სარკმელი და სწორკუთხა ნიშია. ამ ნაგებობის დასავლეთ კედელი ერთ სიბრტყეს ქმნის კოშკების დასავლეთ კედლებთან. წყობა მშარალია და ნაგებია ფიქლით. კედლის პირდაპირ ამდაგვარად ნაშენი ტერასაა. ტერასაც და კედელიც რელიეფს მიუყვება.
გ) კოშკებს შორის შემორჩენილია გვიანდელი ნაგებობის ნაშთი, რომლის დასავლეთ კედელზე კარი, სარკმელი და სწორკუთხა ნიშია. ამ ნაგებობის დასავლეთი კედელი ერთ სიბრტყეს ქმნის კოშკების დასავლეთ კედლებთან. წყობა მშრალია და ნაგებია ფიქლით. კედლის პირდაპირ მსგავსად ნაშენი ტერასაა. ტერასაც და კედელიც რელიეფს მიუყვება.

7. Zeglis daqvemdebareba da statusi:

არ მოგვეპოვება

8. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ. 2008წ.
2. გიორგი ბოჭორიძე, “თუშეთი”, 1993წ.
3. სერგი მაკალათია, “თუშეთი”, 1983წ.
4. ფოტოების ავტორი – ლიდა კაპანაძე;

9. marSruti

დადგინდება;

10. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016