Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

davaTis RvTismSoblis eklesia
(VIII-IX ss)

 

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ღვთისმშობლის ეკლესია, მცირე ეკლესია, კოშკი,  ეგვტერი, ბერების საცხოვრებელი სახლი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ეკლესიის კედელში 1980-იანი წლების დასაწყისში არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მიკვლეულ იქნა სტელა, რომელზეც ამოკვეთილი წარწერა ქართული ანბანის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშად (IV ს) არის მიჩნეული. იგი ამჟამად მოთავსებულია ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.

3. adgilmdebareoba

დავათის დედაღვთისმშობლის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თბილისის ჩრდილოეთით 20 კმ-ის დაშორებით მდებარე სოფელ დავათის სამხრეთ-დასავლეთით, ტყით დაფარულ მთის წვერზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

1980-იან წლებში დაწყებული რესტავრაცია ცნობილი მიზეზების გამო შეწყდა 1990 წელს. სამუშაოები განახლდა 2005 წლიდან. ამჟამად რესტავრაცია დასრულებულია და მიმდინარეობს ბერების საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
ეკლესიის კედელში 1980-იანი წლების დასაწყისში არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მიკვლეულ იქნა სტელა, რომელზეც ამოკვეთილი წარწერა ქართული ანბანის ერთერთ უძველეს ნიმუშად არის მიჩნეული (დაახლოებით IV ს). იგი ამჟამად მოთავსებულია ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

foto
aRmosavleTi mxare dasavleTi mxare

ა) დავათის ღვთისმშობლის ეკლესია განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს.  ეკლესია ორნავიანი ნაგებობაა სამხრეთის ეგვტერით (8.3X7 მ), რომლის მთავარი და ჩრდილოეთის ნავი ორი ფართო თაღითაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთ სივრცეს ქმნის. ეგვტერი მთავარი ნავისგან ყრუ კედლითაა გამიჯნული და მას უკავშირდება ამ კედლის დასავლეთ ნაწილში გაჭრილი კარით. ჩრდილოეთის ნავის აღმოსავლეთ კიდეში მცირე სწორკუთხა სადგომი - სამკვეთლოა მოწყობილი, მას შესასვლელი ჩრდილოეთის ნავიდან აქვს. ეკლესიის ერთადერთი შესასვლელი ეგვტერის დასავლეთ კედელშია გაჭრილი. მოგვიანებით (განვითარებულ შუა საუკუნეებში) ეკლესიისათვის დასავლეთიდან მიუშენებიათ მცირე დარბაზული ეკლესია, შემდგომ კი - სენაკი (3.5X3 მ) კამაროვანი აკლდამით, რომელსაც ეკლესიის თავდაპირველი შესასვლელი დაუფარავს. ამის გამო ახალი კარი სამხრეთ ეგვტერის იმხნად განახლებულ სამხრეთ კედელში გაუჭრიათ. უფრო გვიან ამ კედლის დასავლეთით კიდეზე მიუდგამთ გეგმით კვადრატული ორსართულიანი კოშკი, რომლის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულდებდა. ამჟამად, რესტავრაციის შემდეგ,  ეკლესიაში შესვლა ორი მხრიდან არის შესაძლებელი: სამხრეთ ეკვდერის დასავლეთ კედლიდან (სენაკი აღარ არსებობს, დარჩენილია მხოლოდ აკლდამა) და კოშკის პირველი სართულიდან.

foto
aRmosavleTi fasadi

ეკლესია აგებულია მოზრდილი ზომის რიყის ქვის მეტ–ნაკლებად სწორხაზოვნად დაწყობილი რიგებით. გარეთა კუთხეები, პილასტრები, კარ–სარკმელთა წირთხლები, თაღები, აფსიდის კუთხეები და ლავგარდანი ნაწყობია შირიმის სუფთად გათლილი ქვით. მთავარი ნავი აღმოსავლეთით დასრულებულია სამი საფეხურით შემაღლებული, ოდნავ ნალისებრი მოხაზულობის აფსიდით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ჩრდილოეთით მცირე კვადრატული ნიში. აფსიდის ნავის დანარჩენი ნაწილისაგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი მხრებით, რომელზეც დაყრდნობილი იყო შირიმით ნაწყობი ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღი. აფსიდის კონქი რიყის ქვითაა ნაწყობი. აფსიდს მთელ სიგრძეზე კარგად შელესილი საფეხური (სიმაღლე 35 სმ) გასდევს. საკურთხევლის შუაში შემორჩენილია შირიმის ქვისგან ნაწყობი ტრაპეზის ნაწილი. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია აფსიდიდან  საკმაოდ წინ წამოწეული, შირიმის თხელი ფილებით ნაგები კანკელით, რომლის თაღოვანი ნაწილი ეყრდნობა შირიმის რვაწახნაგოვან ბოძებს. კანკელის წინიდან მიდგმული აქვს შირიმის ქვაში გამოკვეთილი, კუბისებრი ფორმის ბაზისი, ჯვრის ჩასადგმელი ოთკუთხა ფოსოთი. მთავარი ნავი ჩრდილოეთის ნავთთან დაკავშირებულია კვადრატულ ბურჯზე დაყრდნობილი ორი ფართო და მაღალი ნალისებრი თაღით. ბურჯი დაგვირგვინებულია ქვიშაქვის მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) კაპიტელით. იგივე მასალისა და პროფილისაა თაღების განაპირა, კედლის სისქეში მოქცეული ორივე იმპოსტი. ბურჯის წყობაში ჩართული იყო მხატვრულად გაფორმებული და ასომთავრული წარწერით შემკული რამდენიმე ქვასვეტის ნაწილი, რომლებიც 1985 წელს, ძეგლის არქეოლოგიურად შესწავლისას, წყობიდან გამოიღეს და ამჟამად დაცულია ჯანაშიას სახ. სახელმწიფო მუზუმში. ბურჯის ზემოთ კედელს ასდევს შირიმის ქვით ნაწყობი ერთსაფეხურიანი პილასტრი, რომელსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. ერთი პილასტრია გამოყოფილი ნავის სამხრეთ კედელზეც. მის ორივე მხარეს თითო ყრუ თაღია. მათგან დასავლეთისაში, მთავარ ნავში,  შესასვლელი კარია მოთავსებული. იგი ნავის მხრიდან თაღოვანია, ხოლო გარედან არქიტრავითაა გადახურული. ნავის შიდა სივრცე, აფსიდის სარკმლის გარდა, სამხრეთ კედელში მდებარე კიდევ ერთი სარკმლით ნათდება. ნავის კირსხნარით მოლესილი იატაკი მოგვიანებით რამდენიმე ადგილას ამოუჭრიათ და სამარხები მოუწყვიათ. ერთი მოზრდილი სამარხია ჩრდილოეთის ნავშიც.

foto
gegma

სამკვეთლო კამარით გადახურული სწორკუთხა სათავსია, განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმლით. ღიობი, რომელიც მას ჩრდილოეთ ნავთან აკავშირებს, სამკვეთლოს მხრიდან ქვიშაქვის ზღუდარით ბრტყლადაა გადახურული, ხოლო ნავის მხრიდან თაღოვანია.
ამჟამად აღდგენილი ეგვტერი ვიწრო და გრძელი სივრცეა, აღმოსავლეთით დასრულებულია გეგმით ნახევარწრიული, ორსაფეხურიანი მხრებით გამოყოფილი აფსიდით. ეგვტერი გადახურულია რიყის ქვით ნაგები კამარით, რომლის წყობის ნაწილი შემორჩა შუა ნავის სამხრეთ კედელს თითქმის მთელ სიგრძეზე. მოგვიანებით ეგვტერის სამხრეთ კედლის იმეტესი ნაწილი აღუდგენიათ და კედლისათვის სამხრეთი მხრიდან ოვალური კონტრფოსი მიუშენებიათ. ეკლესიის ინტერიერი შელესილია.
ნაგებობის ორივე ფასადზე ორივე სარკმელი მორთულია ჰორიზონტალურ გადანაკეცებიან რელიეფური თავსართით. ეკლესიის კედლები დასრულებულია შირიმის მარტივპროფილიანი ლავგარდნით.

foto
grZivi ganakveTi CrdiloeTisaken

ბ) მცირე ეკლესია, რომელიც თავდაპირველ ნაგებობას დასავლეთიდან ეკვრის, მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები (5,4X4,5 მ).  ერთადერთი შესასვლელი მას სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, რომლის გვერდებში სიმეტრიულად განლაგებულია თითო მაღალი, გეგმით სწორკუთხა ნიში. ორივე ნიში სამკუთხა თაღითაა გადახურული. ეკლესიის განათების ერთადერთი წყარო დასავლეთ კედელში გაჭრილი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია.ეკლესიის კედლები დასრულებულია შირიმის მარტივი პროფილის ლავგარდნით, რომლის ორი ქვა სამხრეთ კედელს შემორჩა.
გ) კოშკი, რომელიც მოგვიანებით XIV-XV საუკუნეებში ააგეს, ძირითადად რიყის ქვითაა ნაგები (4,2X4,1 მ). გარეთა კუთხეების წყობაში აქა–იქ გათლილი შირიმის კვადრებია გამოყენებული. კოშკში შესასვლელი პირველი სართულის დონეზეა დასავლეთის მხრიდან. სართულის სამხრეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში კი კარი, რომლითაც სართული დაკავშირებულია მთავარი ეკლესიის სამხრეთის ნაწილთან. შესასვლელის მარჯვენა მხარეს წყობაში აღმოჩნდა ერთ–ერთი ქვასვეტის საფეხუროვანი ბაზა, რომლის ქვედა საფეხურზე წინა მხარეს შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული წარწერა. სართულის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ კუთხეში კედლის სისქეში მოწყობილია კიბის ვიწრო უჯრედი, რომლითაც II სართულის შესასვლელის წინ არსებულ ბაქანზე ვხდებით. კოშკის ეს სართული, ქვემოთა სართულთან შედარებით, უფრო მაღალია და, როგორც ჩანს, საცხოვრებლად იყენებდენ.
დ) დასავლეთ ეგვტერი აღარ არსებობოს, შემორჩენილია მისიატაკის ქვეშ მოქცეული კამაროვანი აკლდამა  (3,5X3 მ) – ეკლესიის მსახურთა განსასვენელებელი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

დავათის ღვთისმშობლის კომპლექსი წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. რესტავრირებულია. ეკლესია არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 2008წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://www.mtskheta-mtianeti.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016