Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

kataulas wm. giorgis eklesia
(VI – VII ss. mijna)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ძეგლმა ყურადღება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში მიიპყრო საკურთხეველში გამოვლენილ ქვასვეტის (სტელა) ფრაგმენტის გამო, რომლის რელიეფური დეკორი შეიცავს რელიგიურსიმბოლიკურ და წმიდა პერსონაჟების გამოსახულებებს, საერო პორტრეტთა დიდ რაოდენობას და ძველ ქართულ (ასომთავრულ) წარწერებს. გარდა იმისა, რომ სტელა რელიეფური დეკორით, სპეციფიკური დეკორატიული მიდგომით, აგრეთვე მკაფიოდ გამოკვეთილი სტილის ნიშნებითა და პლასტიკური მეტყველების ორიგინალური ინტონაციით გამორჩეული მხატვრული ქმნილებაა, იგი ადრე შუასაუკუნეების საქართველოს ისტორიის მჭერმეტყველი საბუთიცაა. სტელის დათარიღებაში მკვლევარებს შორის ჯერ თანხმობა მიღწეული არაა, მისი ქრონოლოგიური ჩარჩოები VII საუკუნიდან VIII-IX საუკუნეების მიჯნამდე მერყეობს
საქართველოს ადრეული შუასაუკუნეების საკულტო ხუროთმოძღვრება (IV საუკუნიდან VII საუკუნის შუა წლებამდე), ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების პირველი აყვავების ხანაა. აღნიშნულ ხანაში საქართველოში შემუშავდა ბაზილიკის თავისებური ვარიანტი, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა „სამეკლესიანი ბაზილიკა“ უწოდეს. გარედან თავისი „პროფილით“ იგი არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკისაგან, მაგრამ შიგნით ნავები ერთმანეთისაგან ბოძებით კი არ არის გაყოფილი, არამედ კედლებითაა გათიშული, ე.ი. არსებითად, აქ ერთ შენობაში გაერთიანებული სამი დამოუკიდებელი სამლოცველოა. ბაზილიკის ეს ტიპი სხვა ქვეყნებშიც გვხვდება, მაგრამ ეს ტაძრები ჩვენში წმინდა ქართული წარმომავლობის განსაზღვრულ დამოუკიდებელ ტიპად ჩამოყალიბდნენ და მხატვრულად დასრულებული ნაწარმოების სახე მიიღეს. მკვლევართა აზრით, „სამეკლესიანი ბაზილიკის“ წარმოშობა დღის განმავლობაში წირვის რამდენიმეჯერ გადახდისა და ყოველი წირვისთვის ცალკე საკურთხევლის ქონის აუცილებლობამ განაპირობა.
VII საუკუნიდან, როცა ახალი პრაქტიკული მოთხოვნილებები გაჩნდა, სამეკლესიიანი ბაზილიკების ტიპი თანდათან გართულდა, კომპოზიციურად უფრო მთლიანი და შეკრული გახდა; გვერდითა ნავები ერთმანეთს დასავლეთის შემაერთებელი გალერეით დაუკავშირდა. ამ გალერეიდანაა შესასვლელი შუა ეკლესიაში (ნავში), რომელიც ნაგებობის დომინანტის მნიშვნელობას იძენს. ცალკე გამოიყო რიტუალისთვის საჭირო სადიაკვნე და სამკვეთლო. გაჩნდა ახალი მოტივი _ მრგვალ თაღებზე დაყრდნობილი, გვერდითა ეკლესიების ორ ან სამთაღიანი ღია შესასვლელები. ბაზილიკის ეს თავისებური ვარიანტი არსებობას X ს-მდე განაგრძობს.

3. adgilmdebareoba

კატაულას წმ. გიორგის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევში, მდ. კავთურას მარჯვენა მხარეზე მონასელიანთ უბანში, მთა კატაულას სამხრეთ ფერდზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

საქართველოს საპატრიარქოს თანხმობითა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ნებართვით ძეგლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგის ინსტიტუტის კლასიკური და შუასაუკუნეების სექტორის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა რეზო ხვისტანმა.
გათხრებმა გამოავლინა სამშენებლო (ბრტყელი, გვერდებაკეცილი, წითლად მოხატული და მოუხატავი კრამიტი) და სამზარეულო (მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭელი) კერამიკის, აგრეთვე მინის ჭურჭლის მრავალრიცხოვანი ფრაგმენტები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აშენების დროიდან უწყვეტად ფუნქციონირებდა გვიან შუასაუკუნეებამდე (XVII-XVIII სს.).

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე კატაულას წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის გეგმის გარჩევა ძნელი იყო, რადგან მისი გვერდითა სათავსოები ჩამომხობილ, კედლებით და ნიაღვრების მიერ შემოტანილ მიწითა და ქვა-ღორღით იყო ამოვსებული, რომელზეც ხეები და ეკალ-ბარდი იყო ამოსული. ნაგებობის ირგვლივ ანალოგიურ მასას ერთი მეტრიდან ორმეტრანახევრამდე სისქის „ფენა“ ჰქონდა წარმოქმნილი, ნიაღვრის შემოტანილ ქვა-ღორღისა და მიწის სქელი ფენით იყო დაფარული ცენტრალური სათავსოს იატაკიც.
შენობის ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ მიწის ზედაპირზე მოიხაზა გვერდითა სათავსოების ძლიერ დაზიანებული, მაგრამ ძველი, შენარჩუნებული თავდაპირველი კედლების ნაშთები. გამოვლენილი ტაძრის სახე ასეთია: ერთმანეთის გვერდით განლაგებული სამი წაგრძელებული სადგომი (ნავი) ერთმანეთთან კარებითაა დაკავშირებული, სადაც შუა სადგომი დანარჩენ ორზე უფრო მაღალი და ფართოა. ჩრდილოეთის სადგომი ორ დანარჩენზე რამდენადმე მოკლეა და ცენტრალური ნავის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში საფეხურადაა შეჭრილი.
გარეთა ფორმებითა და ფასადზე მკაფიოდ გამოვლენილ სილუეტით, ეკლესია ბაზილიკას ჰგავს, მაგრამ სივრცის ორგანიზებითა და კონსტრუქციული აზრით, ბაზილიკისაგან სრულიად განსხვავებულია. ინტერიერში შიდა სივრცე კედლებითაა დაყოფილი სამ ნაწილად, სამ ცალკე „ეკლესიად“, რომლებიც ერთმანეთთან გასასვლელებით არიან დაკავშირებული.
გეგმაში სწორკუთხედის ფორმის მქონე ტაძრის (11,25X8,42 მ.) ც ე ნ ტ რ ა ლ უ რ ი „ე კ ლ ე ს ი ი ს“ (8,42X5,72 მ.) აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარწრიული ფორმის აფსიდია ჩაწერილი. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, ხოლო ჩრდილოეთით ერთი ნიში. საკურთხევლის სივრცე ფართო მხრებითა და მათზე დაყრდნობითი ნახევარწრიული ფორმის თაღითაა გამოყოფილი. თაღი ქვიშაქვის იმპოსტებს ეყრდნობა, რომელთა მაღალ ტანს რამდენადმე წინწამოწეული თარო აგვირგვინებს. კამარის შემსუბუქების მიზნით კონქაში კირხსნარით შედუღაბებული ქვევრია ჩაშენებული.
განათებისათვის, საკუთრხევლის სარკმლის გარდა, ორი სწორკუთხა სარკმელია დასავლეთით და სამხრეთით. კონქიცა და ნახევარწრიული კამარაც წვრილი ქვითაა ამოყვანილი კირის ხსნარზე. ინტერიერში, განსაკუთრებით აფსიდაში, რომელიც თავდაპირველად შესალესად არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, ყურადღებას იპყრობს წყობაში ცერად ჩასმული მოზრდილი ქვების მწკრივები, რაც დეკორატიულ მორთულობად აღიქმება. როგორც შემორჩენილ მოხატულობის ფრაგმენტებით ირკვევა, მოგვიანებით იგი მაინც შეულესიათ. ნავში („ეკლესიაში“) ორი არქიტრავული შესასვლელია აღმოსავლეთ მონაკვეთში, აფსიდის მოედნის წინ. აფსიდის თავდაპირველი მოედანი შემდგომში გადაუკეთებიათ, გაუფართოვებიათ, წინ წამოუწევიათ და აუმაღლებიათ. ამ დროს დაუფარავთ თავდაპირველ კანკელის საფუძვლის ქვა, რომელზეც ქართული ადრექრისტიანული რელიეფებისათვის დამახასიათებელი მოტივი, წრეში ჩასმული („ბოლნური“), გვერდი-გვერდ განლაგებული, სამი ტოლმკლავა ჯვარია ამოკვეთილი. პირველი ჯვარი სამმაგ წრეშია ჩასმული. ფორმით იგი მცხეთის ჯვრის სამხრეთის შესასვლელის რელიეფზე და დმანისის სტელაზე გამოსახულ ჯვრების ანალოგიურია. მომდევნო, კვარცხლბეკზე (ორსაფეხურიან საყრდენზე _ ბუნზე) აღმართული ჯვარი ნახევარწრეშია ჩასმული. მესამე ჯვარი სამმაგ წრეშია ჩასმული, მის მკლავებს შორის სიმეტრიულადაა მოთავსებული ვარდულები. გამოვლენილ რელიეფურ ჯვარზე გამოსახულ ვარდულის შესახებ უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ადრექრისტიანულ ხელოვნებაში ვარდული, როგორც მნათობის სიმბოლო, რელიეფური დეკორის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია.
ჩ რ დ ი ლ ო ე თ ი ს ნ ა ვ ი („ ე კ ლ ე ს ი ა“) უაფსიდოა (6X2,5 მ), თითქმის მთლიანად დანგრეულია. იგი პირდაპირ წყობით ეკვრის ცენტრალური „ეკლესიის“ კედელს. ამ უკანასკნელზე კამარის დასაყრდნობად აგებული სამმალიანი თაღებია შემორჩენილი ორი სწორკუთხოვანი ბურჯით. ბურჯები და თაღები ნატეხი ქვითაა ნაწყობი. ცენტრალურ „ეკლესიასთან“ დამაკავშირებელი კარის არქიტრავული ღიობი თაღქვეშაა მოქცეული. ამ სათავსოში შესასვლელი მხოლოდ ცენტრალური „ეკლესიის“ შიგნითა სივრციდან, უშუალოდ საკურთხევლის სიახლოვიდანაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას თავდაპირველად სასამსახურო სათავსოს, საწესო სამოსლისა და სხვა ინვენტარის საცავის (სალარო) დანიშნულება უნდა ჰქონოდა. მოგვიანებით იგი საძვალედ გამოუყენებიათ. სათავსოში უამრავი თავის ქალები და ჩონჩხები იყო უსისტემოდ მიმობნეული, რაც მისი ადრევე გაძარცვის ნიშანია. სათავსოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ფილაქვით დახურული ორი ორმო-სამარხი მდებარეობს. ორმოები გაჭრილია ქვა-ღორღიან ნიადაგში. ორმოს ზომებია: 1,50X40. სამარხებში თითო ინდივიდია დაკრძალული, დამარხვის წესი ქრისტიანულია. სამარხები უინვენტაროა.
სათავსოს აღმოსავლეთ ნაწილში, შესასვლელის წინ აღმოჩნდა კაპიტელიანი სტელის ფრაგმენტი (სვეტის სიგრძე _ 1,27 მ; კაპიტელის განი _ 28 ს; სვეტის განი _ 26 სმ). კვარცნარევი კირქვის ოთხწახნაგა სვეტის კუთხის წიბოები, ცერადაა ჩამოთლილი და მონაცვლეობით საპირისპიროდ მიმართული „კონცენტრული რკალების“ რიგითაა შემკული. წახნაგების ზედაპირი ე.წ. „თევზიფხურით“ მოჩაროებულ, არათანაბარ სწორკუთხა არეებადაა დაყოფილი, სადაც ხალიჩისებურად დაფარულ დაბალ რელიეფში შესრულებული, ერთმანეთის თავზე ვერტიკალურად განლაგებული, მაყურებლისაკენ მომზირალი, ბრტყელი, თითქმის უსხეულო წმიდა პერსონაჟები და საერო პორტრეტები, აგრეთვე რელიგიურ-სიმბოლიკური გამოსახულებებია. წმიდა პერსონაჟებისა და საერო პორტრეტების ფონის თავისუფალ ადგილებში ამოღარულია ასომთავრული წარწერები, სადაც უცნობი ისტორიული პირებია მოხსენიებული. მისი ხალიჩისებურად დაფარული დაბალ რელიეფში შესრულებული პლასტიკური გამოსახულებები, ჩარჩოების გრაფიკული ორნამენტი და განსაკუთრებული ხატოვანი მეტყველებით შესრულებული რელიეფური სახეების კვეთის მანერა, ამავე ეკლესიის საკურთხეველში ადრე აღმოჩენილ სტელის ფრაგმენტის გრაფიკული ორნამენტისა და რელიეფური სახეების კვეთის მანერის ანალოგიურია. ერთმანეთს ემთხვევა მათი ზომები, ქვის ჯიში და მათი შეერთების ადგილზე გასამაგრებელი სოლისათვის ამოკვეთილი ფოსოების ზომებიც. აშკარაა, რომ ისინი ერთი სტელის ნაწილებია და ერთი ოსტატის ნახელავია.
ს ა მ ხ რ ე თ ი ს ა ფ ს ი დ ი ა ნ ი „ე კ ლ ე ს ი ა ც~ (8,42X2,87 მ.) დანგრეულია. ნალისებური აფსიდის ცენტრზე მაღალი და ვიწრო ნიშია, რომლის თაროზე მრგვალი ფორმის მომწვანო ფერის ბრტყელი, ოთხკუთხა ფოსოიანი ქვა დევს, რომელიც შესაძლოა ჯვრის საფუძველი იყოს. აფსიდის მოედანი წაშლილია გვიანდელი ორმოსამარხების მიერ. ტაძარში ერთადერთი შესასვლელი სათავსოს სამხრეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთშია. ჩრდილო მხარეზე, კამარის დასაყრდნობად, აქაც ორი სწორკუთხა ბურჯით სამმალიანი თაღედია პირდაპირი წყობით მიკრული ცენტრალური „ეკლესიის“ სამხრეთ კედელზე.
ეკლესიის სქელი კედლები სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებული ქვითაა ნაშენი კირის ხსნარზე. წვრილი ქვის გვერდით გვხვდება დიდი ლოდებიც. კარგად გათლილი კვადრები, რომელსაც მწვანე ფერის ქვაც ურევია, მხოლოდ კუთხეების, თაღებისა და სარკმელებისათვისაა ნახმარი. ნაგებობას სამკაულები არა აქვს. ნაგებობის მხატვრულ ეფექტს ფასადზე სხვადასხვა ზომისა და ფერის ქვების მონაცვლეობა აძლიერებს. შენობის აღმოსავლეთი კედელი პირდაპირი წყობით ეკვრის საგანგებოდ ვერტიკალურად ჩაჭრილ ფერდს, რის შედეგადაც აღმოსავლეთის ფასადი მიწის ზედაპირიდან გაცილებით დაბალია, ვიდრე დასავლეთისა. ამგვარი გადაწყვეტით ნაგებობა ბუნების სილამაზესთანაა შერწყმული. ეკლესიის ირგვლივ სამაროვანია.
კატაულას წმ. გიორგის სახელობის ეკლესია წარმოადგენს უგუმბათო ტაძრის ნაირსახეობას, ადრე შუასაუკუნეების ე.წ. „სამეკლესიიანი ბაზილიკის“ მარტივ ვარიანტს. კატულას წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აღნაგობით საქართველოში გავრცელებულ „სამეკლესიანი ბაზილიკების“ პირველი ნიმუშების მსგავსია, ის სტილისტური ნიშნებით სამეკლესიანი ბაზილიკის მარტივ ვარიანტს წარმოადგენს. ტაძრის სახე არქაულობის აშკარა ხასიათს ატარებს. ხუროთმოძღვრულ-სტილისტური ნიშნებით კატაულას წმ. გიორგის ეკლესიის არქიტექტურა VI-VII საუკუნეებს უკავშირდება.
ეკლესიიდან 150 მეტრის დაშორებით, სამხრეთ მხარეზე, ფერდზე, გამოავლინდა მიწისქვეშა ნაგებობა _ მარცვლეულის საიდუმლო საცავი, ქვითკირით ამოგებული ხარო.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

კატაულას წმ. გიორგის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. რეზო ხვისტანი - `მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის~, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არქეოლოგიის ინსტიტუტი, 2009წ.
2. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://webcache.googleusercontent.com

 

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016