Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

Tbilisis „jvaris mamis“ eklesia
(XVI s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ჯვარის მამის სახელობის ეკლესია, სამრეკლო

2. mniSvnelovani da saintereso informacia

გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას პირველად V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ააგო წმ. ჯვრის ეკლესია, რომელსაც „გოლგოთა“ ეწოდებოდა და გოლგოთის უფლის საფლავის ტაძარს მიედარებოდა.
ჩვენამდე მოღწეული ძეგლი XVI საუკუნეშია აგებული. დ. ჩუბინაშვილის ლექსიკონის მიხედვით, „ჯვარის მამა“ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს ნიშნავს. 1921 წლამდე ძეგლი იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა და საზღვარგარეთულ ქართული მონასტრებს მეტოქეობდა საუკუნეების მანძილზე. დიდი ხნის განმავლობაში თავისი სახსრებით ინახავდა იერუსალიმის ქართველთა მონასტერს.
ეს ძეგლი ინტერესს იწვევს, როგორც ამ დროს ამოტივტივებული ტიპის – გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტის – კუპელჰალეს ნიმუში.

3. adgilmdebareoba

ძეგლი მდებარეობს საქართველოში, თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ისტორიულ უბან ქვემო კალაში, იერუსალიმის ქ. № 8/9, ლესელიძის ქ. № 41. ტელეფონი: 98-90-12

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

 „ჯვარის მამა“ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სახელწოდებაა. ამავე სახელითაა ცნობილი გუმბათოვანი, აგურით ნაშენი ეკლესია თბილისში. ამ ადგილას ჯერ კიდევ V საუკუნეში იდგა ტაძარი.  ეს ძველი ეკლესია, პ. იოსელიანის მითითებით, XIV საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგმა დაანგრია. არსებული ნაგებობა კი XVI საუკუნით არის დათარიღებული.
„ჯვარის მამა“ პირველად მოიხსენიება გიორგი მეფის წყალობის წიგნში, რომელიც 1678 წელს მიეკუთვნება და ამ მონასტრისადმია ბოძებული. ვახუშტის „აღწერაში“ თბილისის ეკლესიათა შორის, სიონის შემდეგ მოხსენიებულია „ეკლესია ჯვარის, გუნბათიანი, შვენიერი, რომელიც განაახლა იმერლიშვილმან“. 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აღებისას ეკლესია კვლავ იავარქმნილა. 1825 წელს ნაგებობა შეკეთდა წინამძღვარ ბენედიქტეს (შემდგომში ბეთლემის ეპისკოპოსი პალესტინაში) სურვილით და დასავლეთით მინაშენიც დაემატა, რომელიც 1920-იან წლებში მოანგრიეს, ხოლო 1999–2000 წლებში კვლავ აღადგინეს.
1921 წლამდე ძეგლი იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა და საუკუნეების მანძილზე საზღვარგარეთულ ქართულ მონასტრებს მეტოქეობდა. დიდი ხნის განმავლობაში თავისი სახსრებით ინახავდა იერუსალიმის ქართველთა მონასტერს. პლატონ იოსელიანის ცნობით, XVI-XVIII საუკუნეებში ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქები, საქართველოში ჩამოსვლისას სწორედ ჯვარის მამის მონასტერში სტუმრობდნენ.
საბჭოთა პერიოდში ეკლესიის მოხატული კედლები შეუთეთრებიათ, ისე რომ, მხოლოდ კონქში შემორჩენილა მხატვრობა (საფიქრებელია, XIX ს-ის). ამ დროს ტაძარში წიგნთსაცავი იყო მოწყობილი. 1983 წელს ჯვარის მამის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია განხორციელდა: აიღეს ეკლესიის გარშემო არსებული საცხოვრებელი სახლები და დუქნები. ამავე პერიოდში ნაგებობიდან გაიტანეს წიგნთსაცავიც. 1989 წლიდან მოყოლებული ტაძარი კვლავ მოქმედია.  
ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის კედლების მხატვრობით შემკობა (მხატვარი მ. ჩაკვეტაძე).

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არსებობს გადმოცემა, რომ ამ ადგილას V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ააგო წმ. ჯვრის ეკლესია, რომელსაც „გოლგოთა“ ეწოდებოდა.

7. arqiteqturuli aRwera

foto
gegma, ganakveTi CrdiloeTiT

 

foto
jvaris mama. xedi samxreT-aRmosavleTidan

აგურით ნაგები ჯვარის მამის“ ეკლესია ,,კუპელჰალეს“ ტიპს მიეკუთვნება. მისი გეგმა წარმოადგენს O-W ღერძზე წაგრძელებულ სწორკუთხედს (9,25X13,15 მ). გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და გრძივი კედლებიდან გამოსულ შვერილებს. შვერილები სივრცეს ორ არათანაბარ ნაწილად ანაწევრებს – გუმბათქვეშა, დიდი მონაკვეთი და დასავლეთისა, რომელიც მასზე ორჯერ ვიწროა. კუთხის უბეები მკლავებზე ნაკლები სიმაღლის, დასავლეთი მკლავის პერპენდიკულარული კამარებით იხურება. საკურთხევლის აფსიდს ორი მხრიდან პასტოფორიუმები ემიჯნება. ჩრდილოეთისა გასასვლელი უკავშირდება მხოლოდ ცენტრალურ სივრცეს, სამხრეთისა – მხოლოდ საკურთხეველს. საკურთხევლის აფსიდი თავისი პასტოფორიუმებით გარე სწორკუთხედის ფარგლებში თავსდება.
გუმბათის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. ცილინდრული გუმბათის ყელის სიმაღლე ქვედა კორპუსისას აჭარბებს; შვერილები, საკურთხევლის კუთხეები და გუმბათქვეშა თაღები სამსაფეხურიანია.
„ჯვარის მამის“ ეკლესიას შესასვლელი ერთი ჰქონდა – დასავლეთით. ამჟამად, კარი ახლად აშენებულ დასავლეთი მინაშენის სამხრეთ კედელშია დაყოლებული, ხოლო დასავლეთი მკლავის დასავლეთი კედელი მთელ სიმაღლეზე გახსნილია ფართო და განიერი თაღით; ამის გამო ახალი ნართექსი ეკლესიის სივრცეს „უერთდება“.
სარკმლები ჯვრის მკლავებშია გაჭრილი – თითო-თითო სამ მხარეს (აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით). თითო სარკმელი პასტოფორიუმებსაც აქვს, განათების მთავარი წყარო კი გუმბათის თორმეტი სარკმელია.
„ჯვარის მამას“ შიდა კედლები ერთგვარი პლასტიკური დამუშავებისკენ სწრაფვას ავლენს: თაღებისა და კამარების ქუსლის დონეზე გაკეთებული პროფილირებული იმპოსტები. არის ასეთივე პროფილის სარტყლებიც, რომელნიც შემოუყვება საკურთხევლის აფსიდის კონქს, განივი მკლავების დასავლეთისა და აღმოსავლეთ კედლებს, აგრეთვე, უბეებს. თაღები, კამარები, სარკმლები „ჯვარის მამაში“ მხოლოდ ნახევარწრიული მოხაზულობისა გვხვდება.
გარედან ეკლესიას ჯვარ-გუმბათოვანი აგებულება აქვს. სივრცეში ოთხი, ორფერდა სახურავით გადახურული მკლავი ჯვრის ფორმას იძენს. მათი გადაკვეთის ადგილას კი, ცენტრში განიერი, თორმეტწახნაგა გუმბათია აღმართული. გუმბათის ყელი ცილინდრულია, მაღალი კონუსით დასრულებული. შენობა ქვის ცოკოლზე დგას, მთელი კორპუსი კი აგურითაა ნაშენი. მორთულობის მთავარი აქცენტი გუმბათის ყელზეა გადატანილი. აქ წარმოგვიდგება ლეკალური აგურის ლილვებით გამოყვანილი ნახევარკოლონები და ნახევარწრიული თაღები, რომელნიც თითოეულ სარკმელს აქვს შემოვლებული. გარდა ამისა, სარკმლებს სიბრტყეთა ჩაღრმავებით მიღებული „საპირეებიც“ ამკობს.
ფასადები დეკორატიული სამკაულით თითქმის არ არის გაფორმებული: აგურის წყობის სწორ ზედაპირებზე ღიობთა მუქი, მაგრამ პროპორციულად მცირე ჩრდილები იკვეთება, ხოლო სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადებს სამი ჯვრის გამოსახულებაც ამშვენებს. ეს ჯვრები სიბრტყის ჩაწევითაა გამოყვანილი და სისადავით გამოირჩევა, მხოლოდ ცენტრალურს აქვს საფეხურები. ეკლესიის კარნიზები აგურის ხერხულა წყობითაა შედგენილი.
დღეს დასავლეთი ფასადი მინაშენითაა დაფარული. თუმცა, ისიც, რაც 1090-იან წლებამდე შეიძლებოდა გვენახა, გადაკეთებული და სახეშეცვლილი იყო. ამ ფასადის ზედა არეზე თითქმის მთელი სიგანის მომცველი წვრილი შეისრული თაღი იყო გადაჭიმული. მას ჰორიზონტალურად გადაკეცილი ბოლოები ჰქონდა. საფიქრებელია, ეს თაღიცა და მის ფარგლებში მოქცეული კედელიც ტაძრის აგების თანადროული არ ყოფილა.
ეკლესიის საკურთხევლის კონქში შემორჩა მხატვრობა (საფიქრებელია XIX ს-ის).

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ჯვარის მამის სახელობის ეკლესია მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ვ. ბერიძე - "XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება", 1994წ.
2. ნ. გენგიური - "კუპელჰალე", 2005წ.
3. ირ. გუნია - "მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები", 2002წ.
4. მ. კარბელაშვილი და სხვ. - "თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი", 1958წ.
5. ფოტოების ავტორი – ია მელითაური, ნ. გენგიური.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.orthodoxy.ge

http://www.tbilisi.gov.ge

http://skola.edu.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016