Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

WeSo (sezonuri sofeli)
(gviand. Sua saukuneebi)

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
6. arqiteqturuli aRwera
7. Zeglis daqvemdebareba da statusi
8. gamoyenebuli masalebi da bibliografia
9. marSruti
10. bmulebi

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi

I. სამი კოშკის კომპლექსი.
ა) ზედა კოშკი
ბ) შუა კოშკი
გ) ქვედა კოშკი

II. აბალოიძეების კოშკი
III. კოშკი

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ჭეშო მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან 22–23 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარის ნაპირიდან დაახლოებით 150 მეტრში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi

XIX საუკუნის ბოლოს სოფელში ცხოვრობდა 18 კომლი, XX საუკუნის 20–იან წლებში ჯერ კიდევ ცხოვრობდა 14 კომლი (მოსახლეობის რაოდენობა 47). სოფელში შემდეგი გავრები ცხოვრობდნენ – უცოიძე, ომაიძე, ალხანაიძე, ქავთარიძე და აბალოიძე. მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში, სოფელი ნელ–ნელა სულ დაცარიელდა, ნაწილი კახეთში გადასახლდა. ყოველ წელიწადს, ზაფხულში, ჭეშოელები ადიან თავიანთ სოფელში.

6. arqiteqturuli aRwera

WeSo

I. სამი კოშკის კომპლექსი მდებარეობს სოფლის სამხრეთ–დასავლეთით 2.5 კმ–ში, კლდოვანი მთის ფერდობზე. კომპლექსი შედგება ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით (200 მ) დაშორებული, ერთ ხაზზე მდგომი სამი კოშკისაგან, რომლებიც ერთიან სათავდაცვო სისტემას წარმოადგენენ. სამივე კოშკი გეგმით კვადრატულია, ზემოთკენ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. სამივე მათგანი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეული აქვთ სახურავი და ხის სართულშუა გადახურვა, მონგრეულია ზედა სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ა) ზედა კოშკი, რომელიც ყველაზე მაღლა, ჩრდილოეთით დგას, სამსართულიანია. შესასვლელი I სართულზე სამხრეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. II სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. III სართულის ოთხივე კედელში მაშიკულის კვალია შემორჩენილი.
ბ) შუა კოშკი ოთხსართულიანია. თაღოვანი შესასვლელი I სართულის ჩრდილო–აღმოსავლეთ კედელში აქვს გაჭრილი. დანარჩენი კედლები ყრუა. კარი თაღოვანია. II სართულის სამხრეთ–აღმოსავლეთ მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. IV სართულს, ყოველ მხარეს, თითო მაშიკული ჰქონია (შემორჩენილია კვალი).
გ) ქვედა კოშკი, რომელიც ყველაზე დაბლა, სამხრეთით დგას, სამსართულიანია. შესასვლელი I სართულზე სამხრეთიდან აქვს. კარი ისრული თაღითაა გადახურული. II სართულის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. III სართულის სამხრეთ კედელში – ორი სათოფური. სართულის ოთხივე კედელში შემორჩენილია მაშიკულის კვალი.
II. აბალოიძეების კოშკი დგას სოფლის დასავლეთით ნახევარ კილომეტრში, კლდოვან შემაღლებაზე. განეკუთვნება XVII-XVIII სს. კოშკი (6.2X5.5 მ) ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროვებული; ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, ბოლო სართულის კედლების ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვა. I სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი თაღოვანია. ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილში, შუაში, ოდნავ შვერილი პილასტრია, მის აღმოსავლეთით – ღრმა, სწორკუთხა ნიში. ამ კედლის ქვედა ნაწილს კლდის ქანი ქმნის. II სართულის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში თაღოვანი კარია გაჭრილი. ამავე კედლის სამხრეთ ნაწილში და დასავლეთ კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდესთან და სამხრეთ კედლის შუაში – თაღოვანი სარკმელები. სამხრეთ კედელში, სარკმლის დასავლეთით – პარალელურწირთხლებიანი ვიწრო სათოფურია. III სართულზე ჩრდილოეთ კედელის შუაში თაღოვანი კარია, მის დასავლეთით – სწორკუთხა სარკმელი, სარკმელსა და კარს შორის – ვიწრო პარალელურწირთხლებიანი სათოფური. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ–ორი თაღოვანი სარკმელია. ერთი ასეთივე სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. IV სართულზე, სამხრეთ და აღმოსავლეთ, ორ–ორი თაღოვანი სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების ღერძებზე – თითო. V სართულის კედლების უმნიშვნელო ნაწილია შემორჩენილი. სართულები მისადგმელი კიბით უკავშირდებოდა ერთმანეთს.
III. კოშკი დგას სოფლის სამხრეთ დასავლეთით 600 მეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან ფერდობზე. კოშკი გეგმით კვადრატულია (4X4 მ). ოთხსართულიანი, ზევითკენ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. კედლები გარედან შელესილი ყოფილა. დაზიანებულია: IV სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი და ხის სართულშუა გადახურვა. შესასვლელი I სართულზეა სამხრეთიდან, მიწიდან 1.8 მ სიმაღლეზე. კარი თაღოვანია. II სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. III სართულს სამხრეთიდან სამი სათოფური აქვს. ჩრდილოეთით – ერთი. IV სართულს ოთხივე თითო მაშიკული ჰქონია.

7. Zeglis daqvemdebareba da statusi:

არ მოგვეპოვება

8. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ. 2008წ.
2. გიორგი ბოჭორიძე – „თუშეთი“, 1993წ.
3. სერგი მაკალათია – „თუშეთი“, 1983წ.
4. ფოტოების ავტორი დიმიტრი ნადირაძე.

9. marSruti

დადგინდება;

10. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016