Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ikorTa
(ikorTis mTavarangelozis taZari)
(1172 წ.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

იკორთას ტაძარში დაკრძალულნი არიან 1659 წლის კახეთის აჯანყების მეთაურები ბიძინა ჩოლოყაშვილი, ელიზბარ და შალვა ერისთავები. ისინი ირანში წამებით მოკლეს და რამოდენიმე წლის მერე, მათი ნეშტები მალულად იკორთას ტაძარში გადმოასვენეს.

3. adgilmdebareoba

იკორთას ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, ცხინვალიდან აღმოსავლეთით 35 კილომეტრში, სოფ. იკორთას განაპირას.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ვახუშტი ბაგრატიონის თქმით: `ორბოძლის მთის სარკმლით არს, მთის კალთასა შინა, იკორთას, მონასტერი დიდი, გუმბათიანი, კეთილად ნაშენი, კარგს ადგილს; ზის არქიმანდრიტი~. XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთთან შეერთების შემდეგ, ბევრი მონასტერი გაუქმდა. 1811 წელს იკორთის სამონასტროც სოფლის რიგით ეკლესიად იქცა. XII საუკუნეში ნაგები მონასტრებისთვის განკუთვნილი ეკლესიის ირგვლივ აუცილებლად უნდა ყოფილიყო სატრაპეზო, წინამძღვრის საცხოვრებელი, ბერების სენაკები, დამხმარე შენობები, გალავანი და მრავალი სხვა, სამწუხაროდ ამ ნაგებობების კვალიც კი არსად ჩანს.
ამჟამად ძეგლის ირგვლივ მხოლოდ გვიანდელი ნაგებობების ნანგრევებია დარჩენილი. როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, მონასტერი და, საერთოდ, ეს მხარე გვიანი საუკუნეებიდან ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდად. მათ კი ეს პუნქტი სიმაგრედ უქცევიათ. ეკლესიის ირგვლივ გალავანი შემოუვლიათ, რომლის აღმოსავლეთის მხარის კუთხეებში სწორკუთხა კოშკები მდგარა. დასავლეთით, შემაღლებული ადგილი კი მოკავებული ჰქონდა საკმაოდ რთულ ციტადელს. გალავნისაგან არაფერი დარჩენილა, მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის 4-5 მეტრის სიმაღლის ნანგრევებიღაა. ციტადელ კი ძლიერადაა დაზიანებული. იკორთის სამონასტროს შექმნაზე, ამ ტაძრის მშენებლობაზე ისტორიულ წყაროებში ცნობები არ შემონახულა. ერთადერთი ცნობა მშენებლობის შესახებ შემოუნახავს თვით ძეგლის კედლებს. დღემდე ამ წარწერასაც არ მოუღწევია. მისი ამოკითხვა შეძლეს მხოლოდ XIX საუკუნეში, ისიც მხოლოდ ნაწილობრივ. ეკლესიის კედლებზე რამდენიმე წარწერა ყოფილა, მათგან თარიღის შემცველი – დასავლეთის ფასადის მარჯვენა ნაწილში, კარიბჭის მიდამოებში. ეს წარწერა მ. ბროსეს უნახავს 1848 წელს, ხოლო რამდენიმე ათეული წლის შემდეგ იგივე წარწერა უნახავს ჟორდანიას. მეორე, ქტიტორთა სახელების შემცველი წარწერა კარგადაა შენახული, იგი მოთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე მდებარე დეკორატიული ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ქვეშ. პირველ წარწერაში მოცემულია იკორთის აგების თარიღი – 1172 წელი.
ტაძრის შემდგომი ისტორიისათვის საინტერესო ცნობას გვაწვდის `ძეგლი ერისთავთას~ ავტორი: `მაშინ მოშლილიყო დიდი იგი საყდარი იკორთას, მთავარ-ანგელოზისა მიქელესი და იწყეს შენებად~. ტაძრის მოშლის მიზეზს ავტორი არ იტყობინება, ხოლო აღდეგინითი სამუშაოები ჩაუტარებია იოანე ქსნის ერისთავს. მატიანეში ზუსტი თარიღი არ არის მითითებული, მაგრამ ეტყობა, რომ ეს მოხდა XIV საუკუნის მეორე ნახევარში. ძეგლის შესწავლისას ჩანს, რომ მაშინდელი შეკეთება არ უნდა ყოფილიყო დიდი მასშტაბისა. ტაძრის შესახებ უფრო გვიანდელ ცნობას ისევ კედლის წარწერა გვაწვდის. როგორც მ. ბროსე აღნიშნავს ახალი მშენებლობა მეფე შაჰ-ნავაზის (1658 – 1675 წწ) დროს, 1672 წელს დაწყებულა. წარწერის მიხედვით იასე ქსნის ერისთავს საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩაუტარებია. მისი ხელი ტაძარსაც შეხებია და სამონასტრო ნაგებობებითაც გაუმდიდრებია ანსამბლი. ამ ნაგებობებიდან დღემდე არც ერთს არ მოუღწევია. სამრეკლო 1739 წელს დაუქცევია საერისთავოში შემოსულ მტრის ჯარს. ტაძრის გალავანიც დანგრეული ყოფილა XVIII საუკუნის ბოლოს. ამის შესახებ მეფე გიორგი XII 1800 წელს წერს თავის ვაჟს იოანეს: `წანამძღვარი იკორთისა მონასტრისა ჩივის მეზობლებზედ ეკლესიისა მამულებსა არ გვანებებენო… გალავანიც დაქცეულა. უბრძანე სახასო გლეხთა შენობაზედ გაისარჯნენ, რადგან მათი სალოცავი არის~. თუ რა გაკეთდა ამ ბრძანების შედეგად უცნობია. ზემოთ ხსენებული ამონაწერების გარდა, კიდევ არა ერთი და ორი ისტორიოული ხასიათის ცნობა მოიპოვება იკორთაზე, მაგრამ მათ უშუალო კავშირი ნაგებობასთან არ აქვთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იაკორთა უკანასკნელ საუკუნეებში ერისთავთა საძვალეს წარმოადგენდა. სწორედ აქ არიან დამარხულნი ქართველობისათვის თავგანწირულნი ელიზბარ და შალვა ერისთავები, ბიძინა ჩოლოყაშვილი. ცნობილია, რომ კახეთის 1659 წლის აჯანყების მეთაურები ორი წლის შემდეგ, წამებით მოკლეს ირანში. საკმაო ხნის გასვლის შემდეგ მათი ნეშტი მალულად გადმოიტანეს და იკორთას ტაძარში დაკრძალეს.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ (რუსეთ–საქართველოს ომი) სოფელი იკორთაც რუსი ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიის ზონაში მოექცა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

foto
AaRmosavleTi fasadi CrdiloeTi fasadi

იკორთის ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის გეგმა მოქცეულია მოგრძო სწორკუდხეთში. შესასვლელი მხოლოდ დასავლეთით და სამხრეთითაა. შიდა სივრცე საკმაოდ რთულია. გუმბათი ეყრდნობა აღმოსავლეთის საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთის პილონებს. გუმბათის ყელში თანაბარი ინტერვალით განლაგებულია თორმეტი სარკმელი, რომლებსაც თაღოვანი გადახურვა აქვს. ტაძრის ძირითადი სივრცე ჯვრის ფორმის მოხაზულობაზე აღმართული კედლებით იქმნება. ჯვრის მკლავებიდან აღმოსავლეთისა აფსიდურია, დანარჩენი – სწორკუთხა. თუ აფსიდს კონქი ამთავრებს, დანარჩენი ჯვრის მკლავები კამარებითაა გადახურული. მეორე სართულზე პატრონიკეა მოთავსებული. სადიაკვნესა და სამკვეთლოს ზემოთ ეგრედ წოდებული სამალავებია, ამ სათავსების უფორმო ხუთგვერდა გეგმის ხაზი გარეთ მოხაზულობას იმეორებს. ქვედა სართულზე ნავები ორ-ორი ჯვრული კამარითაა გადახურული, ზედა სართულზე კი უფორმო ცილინდრული კამარებია გამოყენებული. ეკლესიის შიდა სივრცის განათებას, გუმბათის სარკმლების გარდა, ემსახურება ჯვრის მკლავებში განლაგებული სარკმლები. ტაძრის შიდა კედლები მოსახატავად იყო განკუთვნილი, ამიტომ თლილი ქვა მხოლოდ საპასუხისმგებლო ადგილებშია გამოყენებული (კაპიტელებზე და სხვა), ხოლო კედლების ძირითადი მასა ფლეთილი ქვითა და აგურითაა ნაგები. კედლები თავის დროზე ფრესკებით ყოფილა დაფარული, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან დაზიანებულა, რესტავრირებული ნაწილიც კი ფრაგმენტებითაა მოღწეული.
ტაძრის გარეგან მასებს ცოტა რამ დაუკარგავთ საუკუნეების განმავლობაში. ერთადერთი დასავლეთის კარიბჭეა, რომელსაც დისონანსი შეაქვს საერთო ანსამბლში, მას აშკარად ეტყობა გვიანი წარმოშობა. იკორთის ტაძრის ოთხივე ფასადის მორთულობის ძირითად ელემენტს თაღოვანი სისტემა წარმოადგენს. თითოეულ მხარეს საერთო ნიშებთან ერთად ინდივიდუალობაც ახასიათებს. დასავლეთის ფასადი უკეთაა შემკული.
შენობის ქვედა კორპუსის დამამთავრებელი კარნიზი თავდაპირველი პროფილითაა აღდგენილი. ჩუქურთმით დაფარული კარნიზიდან მეტად მცირე რაოდენობის ფრაგმენტია შერჩენილი სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ ფრონტონებზე.
გუმბათის ყელი ცილინდრული ფორმისაა. მის ზედაპირზე განლაგებულია თორმეტი სარკმერლი. სარკმლებს ფართო ორნამენტული არშია შემოყვება და მოჩარჩოებულია უწყვეტი თაღებით. ბაზებიანი და იმპოსტებიანი პილასტრები მრავალფეროვნადაა მორთული. ტაძრის ყველა ნაწილი ლორფინითაა გადახურული. მართალია ეს ქვები გვიანდელია, მაგრამ თავიდანვე ლორფინი უნდა ყოფილიყო. კრამიტით მხოლოდ დასავლეთის კარიბჭეა გადახურული. ტაძრის ოთხივე მხარის კეხზე დგას გვიანი წარმოშობის ეკლესიის მოდელები.

foto
gegma Wrili

ინტერიერის არქიტექტურული გადაწყვეტა ძალიან საინტერესოა. შიდა ფორმები მწყობრია, ხაზები ჰარმონიულად მისდევს ერთმანეთს. კომპოზიცია ისეა გაანგარიშებული, რომ ყველა დეტალი გუმბათისკენ მიისწრაფვის. ეს ზეაწეულობა განსაკუთრებით დასავლეთი შესასვლელიდან იგრძნობა. თვალი უშუალოდ კონქით დამთავრებული აფსიდის სიმრგვალეს მიჰყვება. ამავე მიზანს ემსახურება განათებაც, რადგან მხოლოდ გუმბათის მრავალრიცხოვანი სარკმლიდან დაღვრილი კაშკაშა სინათლის წყალობით ტაძრის ყველაზე მაღალი წერტილი მხატვრული აღქმის საწყისად და ღერძად იქცა. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთით თავისუფლად მდგარ პილონებს ეყრდნობა. ამ საყრდენების კვეთი ყველგან ოქტოგონურია. საკურთხევლის მხარეს აკლია ქვის კანკელი, თავის დროზე იგი აუცილებლად იქნებოდა. სადიაკვნე და სამკვეთლო დარბაზის მხარე ღიაა, უკარო. იმ ეპოქის სტილისათვის, როდესაც იკორთაა აგებული, დამახასიათებელია ფორმათა თამაში, ცხოველხატულობა და ა.შ. ყოველივე ამას ვხვდებით იკორთის ინტერიერსა და ექსტერიერში. ტაძრის გარე მასები და ფასადები ნამდვილად საინტერესო და მიმზიდველია. ფასადების საერთო მდგომარეობა, მიუხედავად დაზიანებისა, დამაკმაყოფილებელია. ყველაზე უკეთ შემონახულია მზის უხვი შუქით განათებული აღმოსავლეთის ფასადი. აქ, სხვა ფასადების მსგავსად მორთულობის მთავარი ელემენტი დეკორატიული თაღოვანი სისტემაა. კარგად თლილი კვადრებისაგან ნაგებ კედლის ზედაპირზე შეწყვილებული ლილვების დაუსრულებელი თამაშია. არქიტექტორმა კარნიზის ქვემო არეში ფასადების დასაკავშირებლად შექმნა მორთულობის ერთი განსაკუთრებული კვანძი. თაღედიდან ამოსული ლილვები კარნიზის ქვემოთ იხრება და თითქოს ნისკარტებით ერთდება. სწორედ მოხრის ადგილებს ლამაზად აქოჩრილი ყლორტები ამშვენებს. იკორთის აღმოსავლეთის ფასადზე მორთულობის აქცენტი ცენტრალურ ღერძზეა გადატანილი. აქ ყველაფერი დაკავშირებულია მაღალ სარკმელთან. ფაქტობრივად ჯვარი, სარკმელი და რომბები ერთმანეთიდან გამომდინარეა. მაღლა მოთავსებულ ჯვრის კუთხოვან ფორმას შემოუსაზღვრავს თაღიდან გამოყვანილი ლილვების შტოები. ეს ლილვები ორი მხრიდან შემოწერს ჯვრის ორნამენტოვან არშიას, შემდეგ შემოუვლის რელიეფურ კოპს, რომელიც ბუნის შთაბეჭდილებას ტოვებს და ისე ჩაუყვება სარკმელს თუ რომბებს. აღმოსავლეთის ფასადის ნიშებს თაღებზე განლაგებული ფესტონები ამკობს. თითოეული ფესტონი თაღიდან გამომავალი სამყურაა. კედლის ზედაპირზე კი ჩუქურთმა და კოპებია განლაგებული. ასეთი მორთულობა ფასადს ჰაეროვნებას ანიჭებს. ფესტონებს სინაზეს და აჟურულობას მატებს ფონი, რომელსაც ნიშების გადამხურავი კონუსური ზედაპირის სხივისებრი დამუშავება ქმნის.
იკორთის დასავლეთი იმდენად არ არის დაზიანებული, რამდენადაც შემდგომში კარიბჭეს დაუმძიმებია. ეს კარიბჭე თავისი ზომებით და ფორმებით სრულიად შეუფერებელია ამ ფასადისათვის. გვიანი დროის მშენებელმა ჩაახშო ტაძრის დასავლეთის ხედი. კედელზე დარჩენილი ფრაგმენტების მიხედვით შესაძლებელია თავდაპირველი კარიბჭის გაბარიტების დადგენა. იგი პატარა და მოხდენილი იყო, მხოლოდ გასასვლელ არეს შემოფარგლავდა და თავისი მცირე მასშტაბის გამო ფასადის მორთულობას არ ფარავდა. აღმოსავლეთის ფასადთან შედარებით ეს ფასადი ფორმითაც და მორთულობითაც მარტივია. დეკორი მთლიანად ერთ სიბრტყეზეა განლაგებული, სადაც გამოიყოფა სარკმლები და შესასვლელი. თაღები მთელ ფასადს სამ მონაკვეთად ყოფს. გვერდითი მონაკვეთები პატარებია, შუა კი მაღალი და განიერი. იკორთის დასავლეთის ფასადს, დანარჩენი ფასადებისგან განსხვავებით, ერთი დეტალი ახლავს. შუა თაღის ცენტრში მოთვსებული მედალიონი თითქმის წერტილს უსვამს ლილვების რთულ მოძრაობას. დასავლეთის ფასადის მორთულობის მთავარ ელემენტს პარალელურად მოთავსებული ორი სარკმელი წარმოადგენს. ორივე სარკმელი ერთი სისტემითაა მდიდრულად მორთული. ტაძრის გრძივი ფასადების მორთულობა თითქმის ერმანეთს იმეორებს, განსხვავება მხოლოდ დეტალებშია. ძირითადი და მთავარი თაღებია. გვერდებიდან მომავალი დაბალი თაღები შუაზე შესამჩნევ ნახტომს აკეთებს – ცენტრში თაღის წრე ფრონტონის კარნიზს ესაზღვრება. მშვიდი განაპირა მონაკვეთების გვერდით მოძრავი და დატვირთული ცენტრი კონტრასტულად გამოიყურება. ესეც ე.წ. ცხოველხატულობის თავისებურებაა. გრძივი ფასადების მორთულობის მთავარი კვანძი ჯვრის მკლავებზეა მოთავსებული. აქაა განლაგებული დიდი თაღით შემოფარგლული სამ-სამი სარკმელი. თაღის მოხაზულობა შეხამებულია სარკმლების განლაგებასთან და საერთო ჩარჩოს როლსაც ასრულებს. ამ ფასადების მორთულობის დანარჩენი ელემენტებია დაბალი თაღედის ცენტრებში ძვირფასი თვლებივით ჩასმული წრიული სარკმლები. მათზე შემოყოლილი არშია ზოგან წრიულია, ზოგან კი კვადრატული, ჩუქურთმის მოტივებიც განსხვავებულია. გვერდის ფასადებს სხვა მორთულობა არ გააჩნიათ (სამხრეთის ფასადზე მზის საათს საკუთარი ფუნქცია ჰქონდა და ამდენად დეკორისთვის არ იყო განკუთვნილი).
იკორთის გუმბათი საუკეთესო ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს. იგი ძალიან მოხდენილად აგვირგვინებს ტაძრის მასებს. გაუმბათის ცილინდრულ ყელზე განლაგებული სარკმლების მორთულობა უწყვეტად ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. საკმაო ინტერვალის შემდეგ ფრიზი გასდევს წრეს და კომპოზიციას აბოლოებს ორმაგი კარნიზი.
აღსანიშნავია, რომ იკორთის ტაძარი მეტად მდიდარია ჩუქურთმით. იგი ფასადების მორთვის ერთ-ერთი მთავარი, ქმედითი ელემენტია. იკორთის მცენარეული მოტივები შესრულების მაღალი დონით გამოირჩევა და საერთო ანსამბლში კოლორიტს ქმნის. ასევე იკორთის ოსტატი ათამდე გეომეტრიულ მოტივს იყენებს. მათგან რამდენიმე XI საუკუნეში წარმოიშვა და შემდეგ ასეული წლების მანძილზე გასდევს ქართულ ხუროთმოძღვრებას. იკორთის კედლებზე განლაგებული ჩუქურთმა დიდ დეკორატიულ ფორმებთან ერთად ერთი მთლიანია.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

იკორთის ტაძარი ამჟამად რუსი ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

9. gamoyenebuli masalebi

პარმენ ზაქარაია – „ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII ს.ს“ 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://chitucio.blogspot.com

http://lemill.net

http://www.nplg.gov.ge

http://saunje.ge

http://dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016