Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

pankisis cixe
(თორღვას ციხე)
(ganviT. feod. xana)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, პატარა დარბაზული ეკლესია, კოშკები, სხვადასხვა დანიშნულების შენობების ნანგრევები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

XVIII საუკუნემდე ციხე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. განვითარებულ შუა საუკუნეებში პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო.
XVI საუკუნიდან საიმედოდ დაცულ პანკისის ციხეში ინახებოდა კახეთის სამეფო განძის დიდი ნაწილი, რომელიც 1614 წელს ყიზილბაშებმა იგდეს ხელთ შაჰ–აბას I–ის მეთაურობით.

1664 წელს ალყაშემორტყმულ პანკისის ციხეში 7 თვე იმყოფებოდა ერეკლე I.

 

3. adgilmdebareoba

ციხე მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით 17 კილომეტრში მდებარე სოფელ მაღრაანიის ჩრდილოეთით 4 კილომეტრში, ხალაწნისა და მაღრაანის ხევების წყალგამყოფ მაღალ მთაზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

პანკისის ციხე განვითარებულ შუა საუკუნეებში, პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო, რომელიც კახეთის მეფე კვირიკე III დიდმა (1010–1037წწ)–მ დაარსა. სავარაუდოდ თვითონ პანკისის ციხე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. ციხე 1040 წელს ბაგრატ IV–მ კახეთში ლაშქრობის დროს აიღო და პანკელი ერისთავი სტეფანოზ ვარჯანის ძეც შეიპყრო. პანკისის ციხე შემდგომშიც იყო ცენტრალურ ხელისუფლებასა და კახეთ–ჰერეთის მეფეებს შორის წარმოებული ომების ერთ–ერთი ცენტრი. აქედან ებრძოდა ბაგრატ IV კახეთ–ჰერეთის მეფე აღარსთან I-ს. XIII საუკუნის 40–იან წლებში პანკისის ციხეში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა პანკისის ერისთავმა თორღვა პანკელმა. მეფე დავით VII ულუს ურდოში ყოფნის დროს, თორღვამ თავი კახეთის სრულუფლებიან გამგებლად გამოაცხადა და პანკისის ციხეში გამაგრდა. იგი არც დავითის დაბრუნების შემდეგ ეახლა მეფეს და ციხე უფრო გაამაგრა. იგი ციხიდან გამოიტყუეს და მოკლეს. გარკვეული დროის მანძილზე, პანკისის ციხეს თორღვას ციხესაც უწოდებდნენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში, კი მაღრაანის ციხე ერქვა.
XVI ს–იდან ციხე პანკისის საერისთავოს ნაცვლად შექმნილი სამოურავო ერთეულის ცენტრი  იყო.  1520 წელს ქართლის მეფე დავითმა შემოარტყა ალყა, მაგრამ ქართლში შექმნილი პრობლემების გამო (ოსმალები შეესივნენ) ალყის მოხსნა მოუწია. 1574 წელს ციხესთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტებს, ქაიხოსრო ლევანის ძესა (კახეთის მეფე ლევან II–ის შვილი შამხალ ყურმუსალის ასულისაგან) და ალექსანდრე ლევანის ძეს (ლევან II–ის შვილი გურიელის ქალისაგან) შორის, რომელიც ალექსანდრე ლევანის ძის (ალექსანდრე II) გამარჯვებით დასრულდა. 1601 წელს ალექსანდრე II-ის ავადმყოფობით ისარგებლა მისმა შვილმა დავითმა და ტახტი დაიკავა, მას შეთქმულება მოუწყო მისმა ძმამ გიორგიმ, რომელიც დავითმა შეიპყრო და პანკისის ციხეში გამოამწყვდია.
1605 წელს რუსი ელჩები პანკისის ციხეში ელოდნენ ალექსანდრე II–ის კარზე აუდიენციას.
XVI საუკუნიდან საიმედოდ დაცულ პანკისის ციხეში ინახებოდა კახეთის სამეფო განძის დიდი ნაწილი, რომელიც 1614 წელს უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად ყიზილბაშებმა იგდეს ხელთ შაჰ–აბას I–ის მეთაურობით.
1664 წელს ალყაშემორტყმულ პანკისის ციხეში 7 თვე იმყოფებოდა ერეკლე I.

XVIII საუკუნიდან პანკისის ციხის მნიშვნელელობა შესუსტდა.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

 

7. arqiteqturuli aRwera

gegma

პანკისის ციხე რთულრელიეფიან მთაზეა აგებული, გარს ევლება ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. ციხე შედგება სხვადასხვა დონეზე (დონეებს შორის სხვაობა 20 მეტრია) მდებარე 2 ნაწილისაგან, ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. შესასვლელი ქვედა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში ყოფილა (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი).

ა) ციტადელს, რომლის ფართი დაახლოებით 400 კვ. მ–ია, ციხის ყველაზე მაღალი ნაწილი უკავია. გეგმით იგი თითქმის წრიულია. შესასვლელი ზღუდის სამხრეთ ნაწილშია გაჭრილი, რომელიც ციტადელს ქვედა ციხესთან აკავშირებს.
ქვედა ციხე მთის სამხრეთ ციცაბო ფერდობზე მდებარეობს და ფართობით ციტადელს დაახლოებით 4–ჯერ აღემატება. მისი გეგმა სამხრეთიდან ჩრდილოეთით წაგრძელებული მრავალგვერდაა. ციხის შიდა ეზოს სამხრეთ ნაწილი მოშანდაკებულია და ჰორიზონტალურ ბაქანს ქმნის. სამხრეთიდან და დასავლეთიდან იგი მაღალი კედლებით ყოფილა მოზღუდული, რომელთა ქვედა ნაწილი ეზოს საყრდენი  კედლის მოვალეობას ასრულებს. ჩრდილოეთ კედელი მთელს სიგრძეზე მთის კეხს გასდევს და ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილებით დაშორებული სამი ნახევარწრიული კონტრფორსითაა გამაგრებული. ქვედა ციხის აღმოსავლეთი კედელი რომელსაც აღმოსავლეთიდან ციხეზე ასასვლელი ბილიკი ადგება, დანარჩენ კედლებთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო სქელია და გაცილებით მაღალი. ქვედა ციხის დასავლეთ კუთხეში და სამხრეთ კედელში თითო სწორკუთხა კოშკი ყოფილა ჩართული.

ბ) ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავნის სისქე ქვედა ნაწილში 2,5 მეტრია, ზოგან 3,6 მეტრსაც აღწევს.

გ) ციტადელის აღმოსავლეთ ნაწილში დგას პატარა დარბაზული ეკლესია. კვადრ. დარბაზის ფართი 9,3 კვმ–ია. ეკლესიის დასავლეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი და სახურავი მოგვიანებითაა განახლებული. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შიგნით ხის ძელებითაა გადახურული–თარაზულად, გარედან – აგურით ნაწყობი შეისრული თაღით. ეკლესიის საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი გალავნის კედელშია მოქცეული. აფსიდში ერთი ვიწრო სწორკუთხა სარკმელი და ორი მცირე სწორკუთხა ნიშია. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე საკრმელია. დასავლეთის თაღოვანი სარკმელი გვიანდელია და დანარჩენებზე ფართო. გვერდის სარკმლები შიგნით სწორკუთხაა, გარედან – ერთმანეთს კუთხით მიბჯენილი ორი ქვით გადახურული. დარბაზს სხმული კამარა აქვს.

დ) ციხის დასავლეთ კუთხეში მდგომი კოშკი გეგმით კვადრატულია (7,5X7,5 მ). შემორჩენილია მხოლოდ I სართული. ამ სართულზე ერთი მოზრდილი, გარეთკენ შვერილი თაღოვანი ბუხარია. სამხრეთ კედელში ჩაშენებული კოშკი, რომლის მხოლოდ კედლის ფრაგმენტია შემორჩენილი, შიგნიდან ღიაა და თავისი მოცულობით გალავნის ფარგლებს გარეთ ყოფილა გასული.
ქვედა ციხის სამხრეთ–დასავლეთით 60 მ–ში დგას ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული ცილინდრული კოშკი (დიამეტრი ფუძესთან 8 მ, კედლის სისქე 1,2 მ). შემორჩენილია სართულნახევარი (4–5,5 მ). I სართულის ჩრდილოეთ ნაწილში ნატეხი ქვის კამარით გადახურული წყლის მოზრდილი რეზერვუარია, რომლიდანაც წყლის ამოღება მეორე სართულის იატაკში მოწყობილი ხვრელიდან (დიამეტრი 0,6 მ) ხდებოდა. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია ძელების ბუდეები).
ცილინდრული კოშკის სამხრეთით დაახლოებით 60 მ–ში დგას კიდევ ერთი კოშკი, რომელიც ციხისკენ მიმავალ გზას კეტავს. კოშკი სამსართულიანი ყოფილა და ციხის მხარეს სამივე სართულის სიმაღლეზეა გახსნილი. ჩამონგრეულია III სართულის კედლების ზედა ნაწილი. I სართულის  სამხრეთ–დასავლეთ კედელში ფართო შესასვლელია, რომელსაც ხის კარი ჰქონია(შემორჩენილია საურდულე ხვრელები).  II სართულზე ბუხარი და III სართულზე ასასვლელი ხვრელია, შემორჩენილია სართულშუა გაადხურვის ძელების ბუდეები.

ე) შემორჩენილია რამდენიმე შენობის ნანგრევი, ერთი მათგანი ეკლესიიდან 3 მ–ში დგას, რომელიც სავარაუდოდ სასახლე იყო (10X8 მ). ციტადელში კიდევ რამდენიმე შენობის ნანგრევია, რომლებიც გალავანზე (თითქმის მთელ პერიმეტრზე) ყოფილან მიშენებული. ქვედა ციხის სამხრეთ ნაწილში, სწორ ადგილზე, სწორკუთხა (9X5 მ) ნაგებობა, სავარაუდოდ საცხოვრებელი მდგარა. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1–1,3 მ–ს არ აღემატება. ქვედა ციხეში კიდევ რამდენიმე ნაგებობის მიწით დაფარული ნანგრევია.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

პანიკისის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ2, 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.pankisi.org

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016