Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ფოთოლეთის ეკლესია
(კვირიკეწმიდის მონასტერი)
(IX ს–ის I ნახ)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ფოთოლეთის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით 18 კმ–ში მდებარე დაბა ახალდაბის სამხრეთით 5 კილომეტრის მანძილზე, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში.

4. ruka

bana

5. istoriuili mimoxilva

თავისი მდებარეობითა და ხუროთმოძღვრული იერით ფოთოლეთის ეკლესია მიჩნეულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფის _ ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკეწმიდის მონასტრად. როგორც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ვიგებთ, ქრისტეფორე გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე იყო და მხარში ედგა თავის მოძღვარს მისი საქმიანობის პირველივე დღეებიდან. VIII საუკუნის მიწურულს იგი თევდორესა და საბასთან ერთად, თან ახლდა გრიგოლს კლარჯეთში მოგზაურობისას. შემდგომში ქრისტეფორე ქართლში, სამცხის მოსაზღვრე მხარეში, აარსებს კვირიკეწმიდის მონასტერს.
არქეოლოგიური მონაცემებით ფოთოლეთის ეკლესია XVI საუკუნის დასასრულს წყვეტს ფუნქციონირებას და უკაცრიელდება. ალბათ, ამ დროს მიეცა დავიწყებას ტაძრის ძველი სახელწოდებაც.
როგორც ცნობილია, ძნელბედობის გამო, გვიან შუასაუკუნეებში ეს რეგიონი თითქმის მთლიანად იცლება. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის“ მიხედვით, ბორჯომის ხეობაში 1595 წელს მხოლოდ 8 დაუცლელი სოფელია დარჩენილი 37 კომლით, სადაც მოსახლეობა 100-150 კაცს არ აღემატება.
რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის აუცილებელი არქეოლოგიური გათხრები ფოთოლეთის ეკლესიის შენობის ნანგრევებში 2007-2008 წლებში ჩატარდა. გათხრებს 2007 წელს ხელმძღვანელობდა რ. დავლიანიძე, 2008 წელს კი რეზო ხვისტანი.
შემოწმდა მიწითა და ნანგრევებით დაფარული ნაგებობის შემორჩენილი კედლები და საძირკვლები. გამოვლენილ იქნა თავდაპირველი ნაგებობის გეგმა და ზოგიერთი არქიტექტურული დეტალი. დადგინდა ძეგლის სამშენებლო დონეები, დაზუსტდა ძეგლის
თავდაპირველი სახით აღდგენისათვის საჭირო საკითხები.
ეკლესიის ჩრდილო გარშემოსავლელში (სამკვეთლოს დასავლეთით, კედლის ძირში) 2008 წლის გათხრებმა გამოავლინა აკლდამა, რომელსაც დუღაბზე ამოყვანილი ქვის კედელები აქვს. აკლდამის სახურავ ქვის ფილაზე შერეული, ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერებია. სხვადასხვა პერიოდის წარწერები ჯერჯერობით შესწავლის პროცესშია. აგრეთვე გამოვლინდა სამშენებლო (კრამიტები, მათ შორის ირმების რელიეფური გამოსახულებებით), სამეურნეო (ქვევრები, თიხის მილები) და სამზარეულო კერამიკა. დასავლეთის გარშემოსავლელში ქვევრებთან აღმოჩენილი თიხის მილები ფრგმენტები გვაფიქრებინებენ, რომ ყურძნის დაწურული წვენი ამ მილებით ქვევრებში ჩაედინებოდა.

ფოთოლეთის ეკლესიის შენობაში არქეოლოგიური გათხრები 1939 წელსაც ჩატარდა სიძველეთა კომიტეტის მიერ. გათხრებს ხელმძღვანელობდნენ რ. მეფისაშვილი და ზ. მაისურაძე. სწორედ მაშინ გამოვლინდა X საუკუნით დათარიღებული შესანიშნავი კანკელი და კარნიზის დეკორატიული მორთულობისათვის განკუთვნილი სამკუთხედის ფორმის ბოლოების მქონე კრამიტები, რომელთა ჩაღრმავებულ სამკუთხედებში მოქცეულია ერთმანეთის პირისპირ მდგომი ირმების რელიეფური გამოსახულებები.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

სამონასტრო ნაგებობებიდან ზედაპირულად მხოლოდ სამეკლესიიანიბაზილიკის ნანგრევია შემორჩენილი. ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვებით, რომლებიც მხოლოდ პირის მხრიდანაა მოსწორებული, პილასტრებისა და ღიობთა წირთხლებისათვის დიდი ზომის წესიერად გათლილი ქვებია ნახმარი. რიგების ჰორიზონტალობა ალაგ-ალაგაა დაცული.
ეკლესიის შუა, ძირითადი სივრცე ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან ერთიანი სამმხრივი გარშემოსავლეთითაა გარშემორტყმული. ჩრდილო ფრთის აღმოსავლეთ ნაწილში კედლით გამოყოფილია ცალკე სათავსო _ სამკვეთლო. სამეკლესიიანი ბაზილიკის შუა, ცენტრალური ეკლესია სამხრეთ და დასავლეთ გარშემოსავლეთან ორი კარითაა დაკავშირებული. თითო კარითაა აგრეთვე დაკავშირებული ჩრდილო და ცენტრალურ ნავებთან სამკვეთლოც.
შუა ნავის გაგრძელებაზე გარშემოსავლელის დასავლეთი ნაწილი ორი თაღითაა გამოყოფილი, რომლებიც წარმოადგენდნენ გარშემოსავლელის გრძივი და განივი მონაკვეთების კამარათა საზღვრებს. მათი საშუალებით ტაძრის დასავლეთი ნაწილი გამოცალკევებულია და იგი ნართექსის ფუნქციას იძენს, საიდანაც შეიძლება ცენტრალურ, აგრეთვე გვერდითა ეკლესიებში შესვლა.
ცენტრალური ნავი აღმოსავლეთ მხარეზე ღრმა საკურთხევლის აბსიდითაა დაბოლოებული. ნავს ორ თანაბარ მონაკვეთად ყოფს სადა მოყვანილობის ცალსაფეხურიანი პილასტრების წყვილი. პილასტრებს ეყრდნობოდა საბრჯენი თაღები, რომლებიც ახლა სახურავიანადაა ჩამონგრეული. სამივე ნავის აფსიდაში სარკმელები შემორჩენილია.
რელიეფიანი კრამიტების გარდა, რომლის ნიმუშები 1939 წლისა და 2008 წლის გათხრების შედეგად იქნა მოპოვებული, ეკლესიას სხვა შემკულობა არა აქვს. ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე, რ. შმერლინგს აღწერილი აქვს ქვაზე ამოკვეთილი მარტივი ფორმის ორქანობიანი თავსართი, რომელიც ამჟამად არ იკითხება. აღნიშნულ ავტორს ეს თავსართი უბისის ტაძრის სარკმლის ანალოგიური სამკაულის პარალელად მოჰყავს.
ფოთოლეთის სამეკლესიიანი ბაზილიკის მხატვრული სახის შექმნაში დიდ როლს ასრულებს საშენი მასალა _ მუქი მოყავისფროვარდისფერი თხელი შრეებისაგან შემდგარი ქვის ჯიში, რომლის გაშლილ ზედაპირზე პარალელური ხაზებით ლამაზი `ნახატებია“ შექმნილი.
ფოთოლეთის სამეკლესიიანი ბაზილიკისათვის დამახასიათებელია გარშემოსავლელის გამოყოფა თაღების მეშვეობით, რაც ბორჯომის ხეობის IX საუკუნის შუახანების თითქმის ყველა ეკლესიას (ნეძვი, ჩითახევი, ლიკანი) ახასიათებს. ბორჯომის ხეობის ამ პერიოდის ეკლესიებისათვის, ფოთოლეთის ეკლესიის მსგავსად, აგრეთვე დამახასიათებელია სისადავე, ლაკონურობა და სამკაულების ნაკლებობა. გარდამავალი ხანის საქართველოს ეკლესიებს საერთოდ ახასიათებთ უგუმბათო სივრცის მძლავრი პილასტრებითა და კედლის თაღების მეშვეობით გაფორმება, შერეული მასალა (თლილი ქვა _ პილასტრებისა და წირთხლებისათვის, უხეშად ნატეხი ქვა _ შენობის ყველა დანარჩენი ნაწილისათვის) და სამკაულების უქონლობა, რისი მაგალითიც ფოთოლეთის სამეკლესიან ბაზილიკაში გვაქვს. სწორედ ამ ხანის ძეგლები მოჰყავთ მკვლევარებს ფოთოლეთის ეკლესიის პარალელებად.
არქეოლოგიური მასალის, წერილობითი წყაროების ხუროთმოძღვრული ნიშნებისა და ჩამოთვლილ თავისებურებებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ფოთოლეთის სამეკლესიიანი ბაზილიკა აგებულია IX საუკუნის I ნახევრში.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ფოთოლეთის ეკლესია ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

რეზო ხვისტანი –  `მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის~. თბილისი, 2009წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016