Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

bana bana

დუშეთის საცხოვრებელი სახლი
(მოხელეთა დარბაზი)

(XVIII)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი;

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

აპრელოვის საცხოვრებელი სახლი დუშეთში XIX საუკუნის შუა ხანების ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი მაღალმხატვრული ნიმუშია, რომელიც განსაკუთრებით ინტერიერში გამოიხატება. კერძოდ, ოსტატის გონებამახვილური ხერხი დარბაზის ერთ-ერთი დედაბოძის თავზე კონსტრუქციული სისტემის მოწყობისა, აქცევს მთლიან ნაგებობას უნიკალურ მოვლენად ქართულ საერო არქიტექტურაში;

3. adgilmdebareoba

დუშეთის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ძველ უბანში, შამანურის #16 და ცოტნე დადიანის #6 ქუჩების გადაკვეთაზე.

 

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

მაქსიმე ბერძენიშვილის მასალაზე დაყრდნობით, მოხელეთა დარბაზის მშენებლობა ლეონ (ლევან) ბატონიშვილს (1756-1781, ერეკლე მეორისა და დედოფალ დარეჯანის უფროსი ვაჟი) დუშეთში მოღვაწეობის ეპოქას უკავშირდება. სავარაუდოდ ლევან ბატონიშვილი უნდა იყოს თაოსანი მოხელეთა დარბაზის მშენებლობის, რომელიც მის გარდაცვალებამდე 1781 წლამდე უნდა აშენებულიყო.
სხვადასხვა ცნობების თანახმად, დარბაზი მოხელეთა კუთვნილი ყოფილა. აქ ფეოდალური ხანის მოხელე-მდივანბეგებსმრავალი საქმე უწარმოებიათ. ზოგიერთი ცნობით აქ ერეკლე მეორეს დროს კარისკაცის სადგომი ყოფილა. ასევე სავარაუდოდ ბატონიშვილების რუსეთში გადასახლებისას მათი სახლი და ასევე ციხე-სახლთან დაკავშირებული სხვა ნაგებობებიც ხაზინის ხელში აღმოჩნდებოდა. ამავე ხვედრს გაიზიარებდა მოხელეთა დარბაზიც.
XIX საუკუნის შუა ხანებში მდივანბეგების დარბაზი დუშეთის მოქალაქე სტევან (სტეფან) აპრელოვმა შეიძინა. იგი უნდა იყოს მოხელეთა დარბაზის რეკონსტრუქციის თაოსანი, რომელიც ძველ დარბაზს შეინახავს და მას ქართულ-ქალაქური ტიპის ორსართულიას საცხოვრებელ სახლში მოაქცევს. XIX საუკუნისმეორე ნახევარში დარბაზი და სახლი კვლავ აპრელოვების, ძმების - გრიგოლის და კოსტას ხელშია. სახლის დარბაზიანი ნაწილი დღესაც გრიგოლ აპრელოვის შთამომავლებს უჭირავთ.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

ganivi ganakveTi

ლევან ბატონიშვილის დროინდელი მოხელეთა დარბაზი წარმოადგენდა კომპლექსს რამდენიმე სადგომით, მაგრამ თუ როგორი გეგმარება ჰქონდა ამ კომპლექს, უცნობია. 

ა) საცხოვრებელი სახლი, ორსართულიანია და ნაგებია რიყის ქვით და აგურით. პირველი სართულის ერთ-ერთი სათავსო, ქართული დარბაზი, XVIII საუკუნეშია აგებული. მოგვიანებით, XIX საუკუნის შუა წლებში, მისთვის სამხრეთ დასავლეთიდან ერთი ოთახი მიუშენებიათ, მოუხსნიათ გვირგვინი და ზემოდან მე-2 სართული დაუშენებიათ.

ბ) მოხელეთა დარბაზს, რომლის ინტერიერი თითქმის სახეუცვლელად არის შემონახული, (64,7 კვ. მ)  შესასვლელი სამხრეთ–აღმოსავლეთიდან აქვს, ამავე კედელში ბუხარი, ერთი თახჩა და ერთი სარკმელია. მოპირდაპირე კედელში ოთხი სხვადასხვა ზომის თახჩაა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელი წარმოადგენს ორ რეგისტრად დანაწევრებულ სიბრტყეს, რომლის თითო რეგისტრიც თაღოვანი თახჩებისა, მათ შორის კი - პატარა საჭრაქე ნიშებით არის შექმნილი. ქვედა რეგისტრს სწორკუთხა შეღრმავებებში მოქცეული ხუთი ნახევრწრიულთაღოვანი ნიშა-თახჩა ქმნის. ცენტრალურ, ბუხრის მონიშვნელ თაღსაც გარედან სწორკუთხა მოხაზულობის ნიშა შემოუყვება. მეორე რეგისტრის ნიშებს შორის პირველი რეგისტრის საჭრაქე ნიშების ანალოგიური ნიშებია, ოღონდ ვერტიკალურ ღერძზე ორი კი არა, არამედ თითო ნიშაა.

darbazi boZis ornamentebi

ორნამენტითაა შემკული დედაბოძზე დაყრდნობილი კოჭის ქვედა კუთხეც.  დარბაზი მოგვიანებით მიშენებულ ოთახს უკავშირდება  სამხრეთ-დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით. ამ კედელში ოთახის მხრიდან ორი ღრმა ნიშია.  სამხრეთ–აღმოსავლეთ კედელში ორი სარკმელია, ბოლო სამხრეთ-დასავლეთით - ორი სარმკმელი და ორი კარი. კედელში დატანებულია მე-2 სართულზე ასასვლელი ვიწრო კიბე, შესასვლელი გარედან, სამხრეთ-დასავლეთ კედელში აქვს მოწყობილი. კიბე სართულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ადის. ამ ნაწილში ერთმანეთთან დაკავშირებული ორი პატარა ოთახია, ხოლო დარბაზის თავზე - ერთი.

I sarTulis gegma meore sarTulis gegma

დარბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი კედლები ერთმანეთის მსგავსია, როგორც სამშენებლო მასალის, ისე არქიტექტორული დამუშავების მხრივ და მკვეთრად განსხვავდება ჩრდილო-აღმოსავლეთის კედელთან. კედლები რიყის ქვით არის ნაგები და შეულესავია, ნახევარწრიულთაღოვანი ღიობებისა და ბუხრის საპირეები კი ძველი აგურით არის ამოყვანილი. ნიშები და კარი სხვადასხვა სიგანის არის. კედლის წყობისა და სამშენებლო მასალის თვალსაზრისით ყველასგან განცალკევებით სამხრეთ-დასავლეთი კედელი დგას. იგი ძველი აგურის და თევზისფხურად დალაგებული რიყის წვრილი ქვების მონაცვლეობით არის ნაშენი. მის განაპირა მარჯვენა მხარეს დარბაზის ინტერიერისკენ წირთხლებით გაგანიერებული, დღეს გაუქმებულიი კარის ღიობია გაჭრილი. ეს კედელი დარბაზის რეკონსტრუქციის დროინდელი, XIX საუკუნის შუახანების უნდა იყოს.  
დარბაზში ორი დედაბოძი დგას: მათგან ერთერთი დარბაზის შუაშია, მეორე  სამხრეთ-დასავლეთ კედელთან. დედაბოძები ტრადიციულად, ქვემოთკენ ვიწროვდება და ქვის ბაზისებს ეყრდნობა. ოდესღაც ამ ორ დედაბოძს უნდა დაყრდნობოდა გვირგვინის გადახურვა, რომლის კვალიც შემონახული არ არის. დარბაზის შუაში მდგომი ბოძის ცალი მხარე შემკულია ტრადიციული ორნამენტებით, ნახატი უმთავრესად გეომეტრიულია. შედგენილია სამკუთხედებისა და მათ შორის მოქცეული ორნამენტული ვარდულებისაგან. ასეთ ორნამენტული ზოლით გადაბმულია ორი დისკო. ორნამენტითაა შემკული დედაბოძზე დაყრდნობილი კოჭის ქვედა კუთხეც.  დედაბოძების ზურგები უორნამენტო და მთლიანია. ისინი ხის ზედაპირზე მსუბუქი კვეთით დატანილი დასერვით არის დამუშავებული. დედაბოძები ერთმანეთს დამუშავებული მხარით უყურებს, დაუმუშავებელი, დასერილი ზურგებით კი საწინააღმდეგო მხარეებისკენ არის მიპყრობილი. დარბაზის კარი და ფანჯარაა მოურთველი. 
დარბაზი მოგვიანებით მიშენებულ ოთახს უკავშირდება  სამხრეთ-დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით. ამ კედელში ოთახის მხრიდან ორი ღრმა ნიშია.  სამხრეთ–აღმოსავლეთ კედელში ორი სარკმელია, ბოლო სამხრეთ-დასავლეთით - ორი სარმკმელი და ორი კარი. კედელში დატანებულია მე-2 სართულზე ასასვლელი ვიწრო კიბე, შესასვლელი გარედან, სამხრეთ-დასავლეთ კედელში აქვს მოწყობილი. კიბე სართულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ადის. ამ ნაწილში ერთმანეთთან დაკავშირებული ორი პატარა ოთახია, ხოლო დარბაზის თავზე - ერთი. გვირგვინმოხსნილი დარბაზი, მოქცეულია ორსართულიანი შენობის ტანში. დარბაზის კედლებს მეორე სართულის მზიდი კედლები ეყრდნობა. სამხრეთ-დასავლეთ მხარეს ამოყვანილია ახალი კედელი, რომლის მიმდებარედ ორ სართულად სახლის ახალი სადგომებია განვითარებული. ამ მხარეს არის მოქცეული კედლის სისქეში დატანებული, რიყის ქვის და აგურის მონაცვლეობით ნაშენი, პირველი და მეორე სართულების დამაკავშირებელი სწორხაზოვანი კიბე, კიბის გასანათებლად მოწყობილი საჭრაქე თუ სასანთლე ნიშით, კიბის ვიწრო სივრცის გამანათებელი ფანჯარა-ოკულუსით და სხვ. I და II სართულების დამაკავშირებელი კიბის ზემოთ, მოწყობილია მეორე კიბე, რომლიც აივანს სხვენთან აკავშირებს.
მეორე სართულის ოთახი, ეყრდნობა დარბაზის პირველი დედაბოძის ხის კოლონა-ბოძს. ოთახის კედლები თახჩების და წალოების შემცვლელია და ინტერიერისკენ ძლიერად გაგასნიერებულ ღიობებს შეიცავს. ხის თლილი ფიცრებით მოპირკეთებული ჭერის შემკვრელი ხის გრეხილი ლილვით არის გაერთიანებული. დღეს ეს ოთახი ოთხ ოთახად არის გატიხრული. სამი ოთახის კარ-ფანჯრები აივანზე გამოდის. დიდ ოთახში, შუაში გადახურვის სამჟენი ხის სვეტი დგას. ამ ოთახის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში ორი სარკმელი და ერთი თახჩაა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით - ორი სარკმელი და ხის პატარა აივანზე (ამჟამად მოხსნილი) გასასვლელი კარი. აივნის მხარეს მოქცეულ ორივე კედელზე, კარ-ფანჯრებს შორის თითო მარტივი პილასტრია.

rikulebiani moajiri

გ) ხის აივანი ნაგებობას ორმხრივ, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით შემოუყვება. აივანს ხის რიკულებიანი მოაჯირი და ხის დაჩარხული დორიული სვეტები აქვს. აივნის სვეტების ხის ბაზისებზე მეტალის კონსტრუქციია სპეციფიკური სამაგრებია გაკეთებული, რომელიც რამდენიმე ადგილზეა გადარჩენილი. შენობის კუთხე ჩამოთლილია და წიბოს ქმნის, რომელსაც აივნის კუთხის ხის კონსოლები ეყრდნობა, ძირითადი ნაწილი კი თლილი ქვის ბაზისებს დაყრდნობილ, დუშური კონსტრუქციის ხის სვეტებს უჭირავს. სადაც დარბაზში შესასვლელია მოთავსებული, აივნის საყრდენი არა ბაზისიანი სვეტებია, არამედ ხის ბოძები. აივანზე ორმარშიანი ხის კიბეა მიდგმული.

დ) სახლის ირგვლივ შემოყოლებულ აივანს დამოუკიდებელი თუნუქის სახურავი აქვს, სახლი კი კრამიტის ციცაბო სახურავით არის გადახურული.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

დუშეთის აპრელოვის საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს კერძო საკუთრებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2; 2008წ.
2. მაია მანია - „დუშეთი, ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობა“, თბილისი, 2016 წ.
3. ფოტოების ავტორი – ზაზა ქარდავა და ლიდა კაპანაძე;

10. marSruti

დადგინდება.

11. bmulebi

არ მოგვეპოვება;

 

 


megobari saitebi

   

16.01.2018