Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

qsnis cixe

(1511-1514 ww.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი, პრიზმული კოშკი, ორი ცილინდრული კოშკი, ხუთსართულიანი კოშკი, წყალსაცავი, მარანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ქსნის ციხეს ასევე ეძახიან მტკვრის ციხეს, მტვერის ციხეს, კონსტანტილაბადს.

3. adgilmdebareoba

ქსნის ციხე მდებარეობს საქართველოში, ქართლში, მცხეთის რაიონში სარკინეთის მთაზე, სოფელ ციხისძირის მიდამოებში, მდინარეების ქსნისა და მტკვრის შესაყართან, ქსნის მარცხენა ნაპირზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ქსნის ციხე აგებულია 1511-14 წწ. 1512 წელს ქართლის მეფის დავით X-ის (1505-25 წწ.) უმცროსმა ძმამ ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა ითხოვა. სამაგიეროდ კახეთის მეფე ავგიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითი დათანხმდა ძმას. ქსნის ციხე ბაგრატ მუხრანბატონმა საუფლისწულო მამულების მიღებისთანავე ააგო. როცა ავგიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა – შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა – სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემიაო. აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგით და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკუიქცა.
1513 წელს ავგიორგი მეორედ შემოესია ქართლს. ბაგრატმა იგი შეიპყრო და ქსნის ციხეში დაამწყვდია. `შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავგიორგი ციხესა მას შინა და მოკუდა~. 1746 წელს ძლიერ დაზიანებული ქსნის ციხე კონსტანტინე მუხრანბატონმა თითქმის ხელახლა ააგო, რაზეც მოგვითხრობს ციხის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი კარგად შემონახული სამშენებლო წარწერა: `ქღთს მინდობით ჩვენ მუხრანბატონმა სახლთუხუცესმან კონსტანტინემ აღვაშენეთ ციხე ესე დავსდევით სახელათ კონსტანტილაბათი მტერთა მბრძოლთა განმავნებელად რათა მკვიდრნი მამულთანი არ წარტყუელნინ იქნენ ქ*ს აქათ ჩღ*მვ ქეს ულ*დ~.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ar mogvepoveba

7. arqiteqturuli aRwera

qsnis cixe
gengegma

ა) ქსნის ციხეს პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს და ამჟამად სანახევროდ დანგრეულია. ციხე კარგად არის შერწყმული გარემოსთან. აქედან კარგად ჩანს მდინარეების, მტკვრისა და ქსნის ხეობები. მისასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდანაა. ციხის პირველი სამშენებლო ფენა (1511-14 წწ) მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები. მეორე ფენაში (1746 წ.) აგურიცაა გამოყენებული. პირველი სამშენებლო ფენიდან შემორჩენილია გალავნის კედლების ქვედა ნაწილი (ზოგ ადგილას 7-8 მ. სიმაღლის), ბურჯებისა და ორი კოშკის ნაშთი.
ციხის კედლები რელიეფს მისდევს, შიდა ტერიტორია კი სწორია. რელიეფით ნაკარნახევი ციხის გეგმა ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძზე ოდნავ წაგრძელებული არაწესიერი მრავალგვერდაა (39,5X26,4 მ.). გალავანი გამაგრებულია სხვადასხვა ფორმისა და ზომის კონტრფორსებით. ციხეს ოთხი კოშკი აქვს. დასავლეთის კედლის ცენტრში ხუთსართულიანი ბ) პრიზმული კოშკი (სიმაღლე 16 მ.), რომელშიც ციხეში შესასვლელია გაჭრილი, კოშკი სანახევროდ დანგრეულია. შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელი (სისქე 1,7 მ.) და დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნახევარი. კოშკის ყრუკედლებიან პირველ სართულზე მოხვედრა შეიძლებოდა მეორე სართულის იატაკში გაჭრილი ხვრელით. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა (ამ სართულის სიმაღლე 4 მეტრია, დანარჩენი სართულებისა – 2,0-2,5 მეტრი). იგი გადახურულია შეისრული კამარით (შემორჩენილია ზედა ნაწილი). კამარას კბილანა წყობის ორი ხაზი გასდევს. მათ ზემოთ ჩასმულია ზემოთ ხსენებული წარწერიანი ქვა. სათოფურები, ნიშები, სარკმლები კოშკის ყველა სართულზეა, ბუხარი მხოლოდ მეოთხეზე. მეექვსე სართული ქონგურებიანი ბანი იყო.

გ) ჩრდილო-დასავლეთით გალავანზე გარედან მიშენებულია ცილინდრული კოშკი (მეორე სამშენებლო ფენა). გალავნის კუთხე შიგ ცილინდრშია შეჭრილი. კოშკი ორსართულიანია, მესამე სართული ქონგურებიანი ბანია. პირველი სართულის იატაკში ქვევრებია ჩაფლული, ჩრდილოეთ კედელში კი ბუხარია ჩაშენებული. ორივე სართულს მაღალი სარკმლები აქვს.
დ) ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ცილინდრული კოშკის პირველი სამშენებლო ფენიდან შემორჩენილია ორი ყრუკედლებიანი სართული. მეორე სამშენებლო პერიოდში კოშკისთვის ირგვლივ კედლები შემოუშენებიათ. ამით მისი დიამეტრიც 2 მეტრით გაზრდილია. კოშკის სამი სართული საბრძოლო-საცხოვრებელი იყო ბუხრით, სათოფურებითა და საზარბაზნეებით, მეოთხე – ქონგურებიანი ბანი.

gegma

ე) სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში მდგარი ხუთსართულიანი კოშკი გეგმით გრძელი, უწესო სწორკუთხედია, რომელიც სამხრეთით მომრგვალებულია. იგი მეორე სამშენებლო ფენას მიეკუთვნება და გალავანზე გარედანაა მიშენებული.

ვ) კოშკის ქვედა სართულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცილინდრული ფორმის კედლებშელესილი წყალსაცავი (დაახლოებით 30 კუბ.მ.) და მარანია (15 ქვევრი). კოშკების საბრძოლო ელემენტები – სათოფურები, საზარბაზნეები, სალოდეები შემკულია განსხვავებული დეკორატიული წყობით. კედლები სხვადასხვა სიმაღლეზე დასრულებულია ნახევარწრიული ქონგურებით. მათ ქვემოთ, 1-2 მეტრის დაშორებით ნისკარტა სალოდეებია, უფრო ქვემოთ კი – სათოფურები.
ეზოში ჭისებრი წყალსაცავია. ციხეს წყლით ამარაგებდა წყალსადენი (კერამიკული მილები), რომელიც ქედს მიჰყვება. წყალსადენის სათავე ციხიდან აღმოსავლეთით რამოდენიმე კილომეტრზეა.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ქსნის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, 1990 წ

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://dzeglebi.com

http://skola.edu.ge

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016