Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

მოწამეთას ხუროთმოძღვრული კომპლექსი
(XI ს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, სამრეკლო, ორი კოშკი, გალავანი და წინამძღვრის სახლი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

daviTis da konstantines neStebi daviTis da konstantines neStebi

მოწამეთას ტაძარში,  საკურთხევლის მარცხენა მხარეს, დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. მათი ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს, მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა (ორწიფობა). ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან. 

3. adgilmdebareoba

მოწამეთას მონასტერი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქუთაისის აღმოსავლეთით, 6 კილომეტრის დაშორებით, მდინარე წყალწითელას ხეობაში, სოფელ მოწამეთაში.

4. ruka

 

 

 

 

 

 

 

 

5. istoriuli mimoxilva

წყალწითელას ხეობა, სადაც მოწამეთას მონასტერი მდებარეობს, ისტორიულად ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. ერთ-ერთი ადრეული ცნობა მისი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ დაცულია უცნობი ავტორის ’’დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობაში’’: „ადგილსაი მას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერ მრავალ“. ხეობის ძეგლთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთას ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.
მონასტრის დაარსების ისტორია არგვეთის მთავრების - დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირდება. VIII საუკუნეში, როცა საქართველოს მურვან ყრუ შემოესია, მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ არაბთა სარდლისთვის. ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს: ’’მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართლი, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის“. დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ძმებმა ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა სარდალმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება გმირულად აიტანეს. ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა. მათი წმინდა ნაწილები თვდაპირველად ხარების დანგრეულ ეკლესიაში იყო დასვენებული.
XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.
თავდაპირველად ტაძარი უგუმბათო იყო. 1844-65 წლებში იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით ლევან, მოსე და ფილიპე ბერიკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთას ეკლესია. ამ დროს დაედგა ტაძარს გუმბათი, დაიგო ქვის იატაკი, შეიცვალა კანკელი.
XX საუკუნეში, კომუნისტური ხელისუფების ქვეყნის სათავეში მოსვლიდან ცოტა ხანში -1923 წელს, მონასტერი დაიხურა. ამავე წელს, სერგო ორჯონიკიძის ბრძანებით, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ცხედრები   აკლდამიდან ამოიღეს და გზა-შარაზე და ქუჩა-ქუჩა ათრიეს. ხოლო შემდეგ, ისევე, როგორც პირველი წამებისას, წყალში გადაყარეს. ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით, წმიდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა. ისინი ქუთაისის მუზეუმში გადაიტანეს.
მოწამეთას ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა. მასში მოხსენიებულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი, ქუთაისის ’’მწვენეყვავილას’’ მთავარანგელოზის ტაძრის დეკანოზი ნაომი შავიანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი), მღვდელი სულაკაძე, რომელთა მეოხებით აღდგენილი იქნა წირვა-ლოცვა. ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათ სამკვიდრებელში – მოწამეთას მონასტერში.
1960 წელს ტაძრის დასავლეთ მხარეს, მოსაცდელის ადგილას, ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ააშენეს წინამძღვრის სახლი.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

უცნობი ავტორის ’’დავით და კონსტანტინეს მარტვილობა” მოგვითხრობს არგვეთის მთავრების საოცარი თავდადების შესახებ. როცა ძმებმა მურვან ყრუს სარწმუნოების შეცვლაზე უარი განუცხადეს, არაბთა სარდლის ბრძანებით, 10 დღე აშიმშილეს ისინი და  შემდეგ კიდევ სცადეს მოლაპარაკება, მაგრამ მაინც უარი მიიღეს. მაშინ დავითი და კონსტანტინე წმიდა კოზმანისა და დამიანეს ტაძრის მახლობლად (შემდგომდროინდელი „ჯაჭვის ხიდის“ ქვემოთ), მდინარის ნაპირას გაიყვანეს, ხეზე დაკიდეს და სასტიკად აწამეს. მერე ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადააგდეს. ღამით აღსრულდა სასწაული: ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა. ღვთის ნებით მოწამეების ქედს „ლოდნი შემოეძარცვნეს’’ და მათი სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. უცებ მოესმათ ნათლის სვეტიდან გამომავალი ხმა, რომელმაც მოუწოდა მათ, მინიშნებულ ადგილას წაესვენებინათ წმინდანთა ნაწილები. წყალწითელას ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია და მივიდა იმ ადგილამდე, სადაც ადრე ხარების სახელობის ეკლესია იდგა. ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, იქ დაასვენეს მოწამენი. ამ ადგილს მოწამეთა ეწოდა. XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.
ამ დრომდე წმინდანთა გაუხრწნელი და უვნებელი ცხედრები თავშექცევით იწვნენ სამარეში და მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდნენ „ვითარცა - ესე თვით მათ ითხოვეს ღმრთისაგან“.
გადმოცემის მიხედვით კი მონასტერი სწორედ იმ ადგილზეა აგებული, სადაც დავითი და კონსტანტინე აწამეს.

მოწამეთობის დღესასწაულის აღსანიშნავად, რომელიც 15 ოქტომბერს იმართება, მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდანაც ჩამოდიან. ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ, მომლოცველები გაივლიან საძვალის ქვეშ და პატივს მიაგებენ წმინდანთა ნაწილებს.

7. arqiteqturuli aRwera

ა) მოწამეთას ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი - დასავლეთისა და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს, რაც მეტად საინტერესოა. შეიძლება ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიო ადგილას - აღმოსავლეთის მხარეს, დაკრძალული იქნენ წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე. ამიტომაც საკურთხეველი ხუროთმოძღვარმა  ჩრდილოეთით გადაიტანა. ის გადატიხრულია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე, ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის სახსრებით, ქვემოთ დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ.

samreklo

ბ) ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლოა, რომლის წარწერა გვაუწყებს, რომ იგი აგებულია მიტროპოლიტ დავითის განკარგულებით 1845 წელს. ნაშენებია თლილი ქვით.
გ) მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია ’’შიშიანობის’’ დროიდან გადარჩენილი ორი კოშკის ნაშთი. ერთი მათგანი ტაძრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთითაა, ხოლო მეორე - ჩრდილო-აღმოსავლეთით. 1884 წლის ამ კოშკების აღწერილობაში ჩანს, რომ მათ კედლებში ყოფილა ვიწრო სანათურები და სათოფურები. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკში გამართული იყო სანახები, სადაც ინახებოდა მონასტრის ძვირფასი ნივთები ( ჟურნალი ’’მწყემსი’’, 1884 წ, #11).
დ) მონასტერი ქვის გალავნით არის შემოსაზღვრული. მის ეზოში დასაფლავებული დაკრძალული არიან XIX-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირები.
ე) ტაძრის დასავლეთ მხარეს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აშენებულია წაგრძელებული ფორმის წინამძღვრის სახლი (მოსაცდელი)

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი ქუთაის-გაენათის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi

1. ივ. არჯევანიძე - "ზოგიერთი ღირსშესანიშნავი ადგილი ქუთაისსა და მის მიდამოებში", 1959წ.
2. ირ. გუნია - "საქართველოს მონასტრები", ენციკლოპედიური ცნობარი.
3. ჟურნალი ’’მწყემსი’’, 1884, #11.
4. ფოტოების ავტორი - ნინო გვაზავა და ზაზა ქარდავა.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.orthodoxy.ge

http://church.ge

http://children.wanex.net

http://intermedia.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016