Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

matanis cxrakaras monasteri
(V s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

რამოდენიმე ეკლესია სამრეკლო, დარბაზი და გალავანი;

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება;

3. adgilmdebareoba

ცხრაკარას მონასტერი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 4 კმ-ში მდებარე სოფელ მატანის დასავლეთით 3-4 კმ-ზე, მთებში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება;

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ა) ცხრაკარას მონასტრის მთავარი ნაგებობა ბაზილიკა, აშენებულია V საუკუნის შუა წლებში. იგი გეგმით სწორკუთხაა (10X8,7 მ), ნაგებია რიყის ქვითა და მცირე ზომის ნატეხი ქვით. კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო ნაწილები გამოყვანილია მოყვითალო ფერის შირიმით. სამხრეთი ნავი მთავარი ნავისაგან ყრუ კედლით იყო გამიჯნული და მას მხოლოდ ერთი შესასვლელით უკავშირდებოდა. შუა ნავი ვიწრო და მოკლეა და გვერდის ნავებთან შედარებით ბევრად მაღალი. განათებულია ცუდად. აღმოსავლეთით მას ნახევარწრიული აფსიდი აქვს. რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ერთი ასეთივე სარკმელი ნავის სამხრეთ კედელშიცაა. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიშენებული. აფსიდს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს. აფსიდი კონქითაა გადახურული, რომლის ნახევარწრიული თაღი შირიმის მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხეველი ნავის დანარჩენი სივრცისაგან მოგვიანებით აგებული აგურის კანკელითაა გამიჯნული.VIII-IX საუკუნეებში გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილს ზედა ნახევარი და კამარის ნაწილი აღუდგენიათ. აღდგენის დროს, გრძივ კედლებზე მოუწყვიათ ორ-ორი ყრუ თაღი, რომლებიც ორ პილასტრსა და მათ შორის მოქცეულ ნახევარ სვეტს ეყრდნობა. პილასტრების აღმოსავლეთი წყვილი აფსიდის მხარეებთან მეორე საფეხურს ქმნის. თაღები და პილასტრები შირიმითაა გამოყვანილი. შირიმისაა აფსიდის მხარეებიც. კედლების დასავლეთი ნაწილი და მათ ზემოთ კამარა ცვლილებების გარეშეა. კამარა დაყრდნობილია საბჯენ თაღზე, რომელიც თავდაპირველი და განახლებული ნაწილების საზღვარზეა. შუა ნავი ჩრდილოეთ ნავს სწორკუთხა ბურჯზე გადაყვანილი ორი ნახევარწრიული თაღით უკავშირდება.

dasavleTis fasadi

ჩრდილოეთ ნავი არსებითი გადაკეთებების გარეშეა შემორჩენილი. ნავის აღმოსავლეთ კიდეში სწორკუთხა სამკვეთლოა, შესაასვლელით ჩრდილოეთ ნავიდან. კარი ნავის მხრიდან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, ხოლო შიგნით – სწორკუთხაა. მეორე კარი (გვიანდელია) სამხრეთ კედელშია. იგი შუა ნავის საკურთხეველში გადის. ამ მხრიდან კარის გვერდები გასწორებულია კვადრატული აგურით. სამკვეთლოს აღმოსავლეთით ვიწრო სარკმელი აქვს. გადახურულია პირამიდული ფორმის სხმული კამარით. ნავის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა კარია, რომლითაც ბაზილიკა ჩრდილოეთიდან მიშენებულ ეკლესიას უკავშირდება. ნავი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელსაც კონსოლებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. ნავის დასავლეთ კიდეში განიერი თაღია, რომლითაც ჩრდილოეთ ნავი დასავლეთისას უკავშირდებოდა. თაღი დაყრდნობილი იყო პილასტრებზე, რომლებიც დასავლეთის კამარის აღდგენის დროს ჩამოუჭრიათ.
სამხრეთი ნავი გვიანი შეკეთების შედეგად მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი. ნავი ორი განივი თაღით გამოყოფილია სამ ნაწილად. აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდია, დამოუკიდებელი საკურთხევლით და ტრაპეზით. ფართო თაღი, რომელიც ნავის ამ ნაწილს შუა ნავთან აკავშირებს, მოგვიანებითაა გაჭრილი. აფსიდი თავდაპირველად უსარკმლო იყო. ამჟამად აფსიდში არსებული სარკმელი გვიანდელია. ნავის დასავლეთი ნაწილი დასავლეთ ნავში გახსნილია თაღი (გვიანდელია), რომელსაც ნავის კამარა ეყრდნობა. ნავის შუა ნაწილი გეგმით კვადრატულია და გუმბათოვანი კამარა ხურავს. გუმბათი რვაკუთხედზეა დასმული, გუმბათქვეშა კვადრატებიდან გუმბათის საფუძველის რვაკუთხა მოხაზულობაზე გადასასვლელად გამოყენებულია გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში ჩასმული შირიმის თითო ქვა, რომელშიც ტრომპისმაგვარი ელემენტია ამოკვეთილი. გუმბათის ნახევარსფეროს წყობაში, რომელიც შირიმითაა შესრულებული, გამოყვანილია თანაბარმკლავებიანი რელიეფური ჯვარი. ნავის აღმოსავლეთ და დასავლეთი ნაწილები გადახურულია სხმული კამარებით, რომელთა ჩრდილოეთი ქუსლი შუა ნავის კედელზე მიშენებულ თაღებს (გვიანდელია) ერდნობა. სამხრეთ ნავს სამხრეთით ერთი სწორკუთხა (მთავარი) და ერთი თაღოვანი შესასვლელი აქვს, რომლებიც სამხრეთის ნავს სამხრეთიდან მიშენებულ დარბაზულ ეკლსიასთან აკავშირებენ.
ეკლესიის დასავლეთი ნავი გვერდის ნავებზე რამდენადმე განიერია, გადახურულია სხმული კამარით, რომლის აღმოსავლეთ ქუსლის საყრდენად შუა ნავის დასავლეთ კედელზე მიშენებულია პილასტრებზე დაყრდნობილი სამი სხვადასხვა მალის თაღი. მათგან შუა თაღში შუა ნავის ფართო და მაღალი თაღოვანი შესასვლელია მოქცეული. ნავის დასავლეთ კედელში სწორკუთხა კარია, რომელიც ბაზილიკაზე დასავლეთიდან მიშენებულ კარიბჭეში გადის.

Wrili

ბაზილიკის შუა ნავის საკურთხეველსა და კედელზე შემონახულია მხატვრობა, რომელიც შესრულებულია XVI საუკუნეში გარსევან ჩოლოყაშვილის ასულის ანასტასიას (მონაზვნობაში ანა) შეკვეთით.
საკურთხევლის მხატვრობა სამ რეგისტრადაა დაყოფილი. პირველი რეგისტრი, კონქის კომპოზიცია, აღარ არსებობს. მეორე რეგისტრში გამოსახულია საიდუმლო სერობა, მესამეში – წმინდა მსხვერპლის თაყვანისცემა – ბარძიმზე გამოსახულია ქრისტე, რომლისკენაც ორივე მხრიდან მიმართული არიან ეკლესიის მამები. მხატვრობა დასრულებულია ფართო ორნამენტული ზოლით. შუა ნავის მხატვრობის უმეტესი ნაწილი დაღუპულია. დასავლეთ კედლის შუა ნაწილში მიზინების ფრაგმენტია შემონახული, შესასვლელის თავზე – ქრისტე ფხიზელი თვალი, იქვე, კედლის სამხრეთ მონაკვეთზე – გვირგვინოსანი მოხუცი, რომელიც კალმით წერს გაშლილ გრაგნილზე. ტექსტი ბერძნულია. ბერძნულია მისი ვინაობის აღმნიშვნელი წარწერაც “წმინდა დ” (დავითი). სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ქტიტორთა ორი ფიგურაა შემორჩენილი. ერთი მათგანი ძლიერ დაზიანებულია და არ გაირჩევა, მეორე, მუხლმოყრილი პატარა ბიჭია.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შუა და ჩრდილოეთ ნავის სარკმლებს შირიმის ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი რელიეფური თავსართები აქვთ. კედლები დასრულებული ყოფილა საფეხუროვანი ლავგარდანით (გვიანდელია), რომელიც ჩვეულებრივად და კუთხურად დაწყობილი აგურის რიგების მონაცვლეობისგან შედგებოდა.
ბაზილიკის დასავლეთ შესასვლელის წინ სწორკუთხა კარიბჭეა (4X3.3 მ). შესასვლელები მას სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ჩრდილოეთ კედელში მცირე ზომის აფსიდის მაგვარი ნიშია, რომელიც იატაკის დონიდან იწყება. კარიბჭე გადახურულიაკვადრატის საფუძველზე დაყრდნობილი ჯვაროვანი კამარით. სახურავი ორფერდაა.
ბ) ბაზილიკაზე სამხრეთიდან მიშენებული ეკლესია, რომლის ჩრდილოეთ კედელი ბაზილიკის სამხრეთ ნავის სამხრეთ კედელზეა დაშენებული, გეგმით სწორკუთხაა (6.9X3.6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. გვიანდელი შეკეთების დროს კვადრატული აგურია ნახმარი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ორივე მხრიდან კედლის თაღოვან შეღრმავებულ არეშია ჩასმული; მისი წირთხლები და გადახურვა კარგად გათლილი შირიმისაა. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, აფსიდის ღერძზე თარაზულად გადახურული განიერი სარკმელია. სარკმლის გვერდებზე თითო პატარა სწორკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ, კედელზე, მიშენებულია სწორკუთხა ტრაპეზი. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა და იმპოსტები არა აქვს. კანკელი აგურისაა (გვიანდელია). იგი აფსიდის მხრების ხაზიდან წინ წამოწეულია, რის გამოც საკურთხევლის სიღრმე გაზრდილია და დარბაზის სიგრძეს უტოლდება. დარბაზის კამარა ნახევარწრიულია. დარბაზის დასავლეთ კედელში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში თითო სწორკუთხა სარკმელია. დასავლეთ კედელზე კი, ფართო და მაღალი ყრუ თაღი.
ეკლესიის კანკელსა და დასავლეთ კედელზე შემორჩენილია XVI საუკუნის მხატვრობა. კანკელის ზედა რეგისტრში ვედრების კომპოზიცია და 12 მოციქულია წარმოდგენილი. აღსავლის კარის ჩრდილოეთით ღვთიმშობლის გამოსახულებაა, მის გვერდით – წმინდა პეტრესა და კიდევ ორი მოციქულის გამოსახულების ნაშთი. ღვთისმშობელსა და წმინდა პეტრეს ასომთავრული წარწერები ახლავს. ამავე მინაშენის კამარის სამხრეთ ნაწილში გაირჩევა მაცხოვრის შარავანდი და მაღალი შენობის ნაწილი. დასავლეთ კედელზე, თაღის ქვედა ნაწილში, ჩანს ორი ქტიტორის ფიგურა და მათ შორის მაცხოვრის წელზედა გამოსახულება. თაღის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს ორ რეგისტრად განლაგებულია ოთხი წმინდანი. ზედა რეგისტრში, მედალიონებში, მოთეთრო ყვითელი და მოწითალო ყავისფერი კონცენტრული წრეების ფონზე, გამოსახულია ორი წმინდა დედა ჯვრით ხელში. ბაზილიკისა და სამხრეთი მინაშენის მხატვრობა თავისი დროის მეტად დახელოვნებული ოსტატის მიერაა შესრულებული.
გარედან ეკლესიის კედლები დასრულებულია შირიმის მაღალი ლავგარდნით (გვიანდელია), რომლის პროფილს თარო, შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი შეადგენს.
გ) ბაზილიკაზე ჩრდილოეთიდან მიშენებული დარბაზული ეკლესია (8.2X5.3 მ) ნაგებია ნატეხი ქვით, გარეთა კუთხეებში და შესასვლელის წირთხლებად გამოყენებულია შირიმის გათლილი ქვები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ორივე მხრიდან სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, მის ღერძზე ერთი თარაზულად გადახურული სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს – თითო პატარა ნიში. საკურთხეველში ქვის ტრაპეზი დგას. საკურთხევლის კონქის ნახევარწრიულ თაღს იმპოსტები არა აქვს. ნახევარწრიულია დარბაზის კამარაც. დარბაზის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თარაზალუად გადახურული სარკმელია, სამხრეთ კედელში _ ფართო და მაღალი თაღი, რომელშიაც ბაზილიკის ჩრდილოეთის კარი გამოდის. ეკლესიის იატაკის ქვეშ, ერთმანეთისაგან კედლით გამიჯნული ორი კამაროვანი სათავსია. ამ სათავსებში ჩასასვლელი კიბე დარბაზის დასავლეთ ნაწილშია.
დ) ბაზილიკის დასავლეთით 4 მ-ზე დგას შირიმის გათლილი კვადრებით მოპირკეთებული, XIV-XV საუკუნეების დარბაზული ეკლესია (7.3X5.2 მ), რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდია; აფსიდის ბოლოებთან თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული საბჯენი თაღი ეყრდნობა.აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. თითო მსგავსი სარკმელი გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილშია. ერთი მრგვალი სარკმელი დასავლეთ კედელშია. საკურთხეველი ეკლესიის დანარჩენი სივრცისაგან გამოყოფილია კანკელით. დარბაზის შირიმით ნაწყობი კამარა ორ საბჯენ თაღს, ეყრდნობა, თაღები მარტივი პროფილის კონსოლებს. ერთი თაღი კამარის შუაშია, მეორე – დასავლეთ კიდეში.
ეკლესია მოხატული ყოფილა. მხატვრობა XVI საუკუნის II ნახევარში უნდა იყოს შესრულებული. საკურთხეველში მხატვრობა დაყოფილია სამ რეგისტრად: I და II რეგისტრები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ფართო ორნამენტული ზოლით. კამარის საბჯენ თაღებს გასდევს მსხვილი მცენარეული ორნამენტი, რომელშიც ჩართულია წინასწარმეტყველთა წელსზედა გამოსახულებები.
ეკლესიის ფასადებიდან მოპირკეთების ქვები ყველაზე მეტად დასავლეთ ფასადს შემორჩა. ფასადზე შესასვლელის სწორკუთხა ღიობს ბურთულებზე დაყრდნობილი სადა ლილვი ევლება და ბურთულებზე დაყრდნობილი შეწყვილებული ლილვის თაღოვან ჩარჩოშია ჩასმული. ჩარჩოს თაღის არეში, შესასვლელის თავზე, რელიეფური ჯვარია გამოყვანილი, მოჩარჩოების ზემოთ _ მოზრდილი ბურთულა. ბურთულის ზემოთ მრგვალ სარკმელს გრეხილი აქვს შემოვლებული. სარკმლის თავზე ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია. ფასადის წყობაში ჩასმულია გეომეტრიული ორნამენტით შემკული რამდენიმე ქვა.
ეკლესია დგას შირიმით ნაწყობ ლილვიან ცოკოლზე. ლავგარდნის (შემორჩენილია მცირე ნაწილი) პროფილს შეადგენს თარო, შეზნექილი მრუდხაზოვანი ზედაპირი და ლილვი.
ე) ბაზილიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით 7-8 მეტრზე მეორე დარბაზული ეკლესიის (7.9X5 მ) ნანგრევებია.
ვ) სამრეკლო რვაწახნაგაა, ნაგებია მთლიანად კვადრატული აგურით. შემორჩენილია მცირე ნაწილი. სამრეკლოზე ასასვლელი ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის სახურავზე მოწყობილი სათავსიდანაა _ კამარაში გაჭრილი სწორკუთხა ხვრელიდან, რომლის შემდეგ (ჩრდილოეთ ეკლესიის სახურავზე) იწყება სამსაფეხურიანი კიბე.
ზ) ბაზილიკის სამხრეთ ნავისა და მასზე სამხრეთიდან მიშენებული ეკლესიის წინ აგურით ნაგები კვადრატული დარბაზის (7,6X7.5 მ) ნანგრევებია. შესასვლელი მას სამხრეთიდან ჰქონია, ხოლო აღმოსავლეთით, ორ რვაწახნაგა ბურჯზე დაყრდნობილი სამი ფართო და მაღალი შეისრული თაღით იყო გახსნილი. დარბაზის დასავლეთ კედლის ხაზზე (რვაწახნაგა ბურჯების მოპირდაპირედ) ორი სწორკუთხა ბურჯია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების შუაში _ თითო მძლავრი ორსაფეხურიანი პილასტრი. დარბაზი, როგორც ჩანს, რთული ფორმის კამარით ყოფილა გადახურული. კამარა დაყრდნობილი იყო ბურჯებზე გადაყვანილ (აღმოსავლეთის მიმართულებით) ორ საბჯენ თაღზე, რომლებსაც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან პილასტრებიდან ამოსული თითო თაღი ერთვოდა.
2005 წელს, მატანის ცხრაკარას სამონასტრო კომპლექსში ჩატარდა მოხატულობის კონსერვაცია და გადახურვითი სამუშაოები. ბათქაშის ქიმების საერთო რაოდენობის 70-80% გამაგრდა კირ-ქვიშის ხსნარით. აიყარა ხელოვნური ლორფინი და გადაიხურა მოთუთიებული თუნუქით.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

მატანის ცხრაკარას მონასტერი ალავერდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.kakheti.gov.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016