kaloTa
(XI-XIII ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია, სამარხები
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
კალოთის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ხულოდან 35 კმ-ში, მდინარე სხალთის ერთ–ერთი შენაკადის ხეობაში, სოფელ კალოთაში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ეკლესია თარიღდება XI-XIII საუკუნეებით. შედარებით უკეთაა დაცული ტაძრის აღმოსავლეთი მხარე, საკურთხევლის აფსიდის კედელი და კონქის ნაწილი. XX საუკუნის 40–50 წლებამდე უკეთ იყო შემონახული მისი დანარჩენი ნაწილები, რომლებიც ახლა საძირკველის დონემდეა მორღვეული.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gadarCenili nawili |
ა) კალოთის ეკლესია დარბაზულია (8.2X4.6 მ), სამხრეთით გასდევს მინაშენი (სიგანე 2.2 მ–ია), რომელიც საძვალედ იყო გამოყენებული. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა გამოყოფილი დარბაზისგან. ტაძრისა და საკურთხევლის იატაკი 15–20 სმ სისქის დუღაბითაა დაფარული. აფსიდის ცენტრში ერთი სარკმელია გაჭრილი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კუთხეებში კი სწორკუთხა ნიშებია მოწყობილი. ირკვევა, რომ დარბაზის კამაროვანი გადახურვა საკმაოდ სქელ კედლებსა და შვერილ პროფილირებულ პილასტრებზე გადადებულ ერთადერთ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. შესასვლელი მხოლოდ სამხრეთიდანაა გაჭრილი.
გათხრებისას აღმოჩნდა ორნამენტირებული ქვების, კარნიზის ფრაგმენტები, მათ შორის ქვის ფილა ქართული ასომთავრული წარწერით. კალოთის ეკლესიის კედლები თავის დროზე მოპირკეთებული იყო კარგად დამუშავებული ქვის ფილებით და შემკული იყო ჩუქურთმებით. მას ფიგურული რელიეფებიც ამკობდა. ერთ–ერთი მათგანი ჯვრის წინაშე ხელაპყრობილი ოსტატის გამოსახულებით აჭარის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. აღნიშნული რელიეფი ქართული ქანდაკების ერთ–ერთი საინტერესო ნიმუშია აჭარაში.
|
|
gegma |
gengegma |
ბ) ეკლესიის აღმოსავლეთითა და სამხრეთით აღმოჩნდა ინდივიდუალური და კოლექტიური ქრისტიანული სამარხები, აგრეთვე სამი საოჯახო ქვის სამარხი, რომლებიც ნაგებია კარგად დამუშავებული ქვიშაქვის ფილებით.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
კალოთის ეკლესია სხალთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. შ. მამულაძე – „აჭარისწყლის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები“, გზამკვლევი, 2000წ.
2. ფოტოების ავტორი – ზაზა ქარდავა
10. marSruti
დადგინდება
11. bmulebi
http://www.nplg.gov.ge/
|