abanos wm. giorgis
eklesia
(XIX s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
აბანოს წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 27 კმ–ში მდებარე სოფელ აბანოს განაპირას, გზის პირზე.
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
არ მოგვეპოვება.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
წმ. გიორგის ეკლესიიდან გადარჩენილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადების ცალკეული მონაკვეთები. ნაგებია თლილი ქვის მოზრდილი კვადრებით. აღდგენილი ნაწილები აგურისაა. ნაგებობა ფერდობზე დგას და მისი ჩრდილოეთ ფასადი თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული; სამხრეთ - აღმოსავლეთი კუთხე დგას ამოშენებულ საყრდენზე (სიმაღლე დაახლოებით1,5 მ). ცოკოლი ერთსაფეხურიანი და კუთხოვანია.
წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (10,3X6,1 მ) შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, ხოლო გვერდებზე - მაღალი და ღრმა ნიშებია. სარკმლის ქვეშ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხეველში დევს დიდი გათლილი ქვა, რომლის ცენტრში ამოკვეთილია კვადროების ფოსო. საკურთხევლის წინ აგურის დაბალი შესასვლელი და მოხატული (XIX ს) კ ა ნ კ ე ლ ი დგას. გაირჩევა ცალკეული სცენები და ზოგიერთი წმინდანის სახე, ორნამენტებისა და წარწერების ფრაგმენტები. კანკელს ორი კარი ჰქონია. კანკელის ჩრდილოეთ ნაწილში, ზედა იარუსზე, ორი სახატე ნიშია. დარბაზის გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია მასიური ორსაფეხურიანი, ორმაგკაპიტელებიანი პილასტრეებითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. ჩრდილოეთ კედლებში ფართო და ღრმა ნახევარწრიულ-თაღიანი ნიშია. დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სარკმელია.
ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადის ცენტრში შემორჩენილია აგურის რელიეფური ჯვრის ქვედა მკლავი. ნაგებობას დასავლეთით ჰქონია მინაშენი (კარიბჭე), რომლისგანაც შემორჩენილია კედელზე მიშენებული ორი მასიური ბურჯი.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
აბანოს წმ. გიორგის ეკლესია ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ5, გამომცემლობა თბილისი, 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
|